თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2020, 04:55
ავტორი: volldagger,
ნანახია: 1555,
კომენტარები: 5
წინასამატჩო პრესკონფერენცია
სოლსკიაერმა "უოტფორდთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
წინასამატჩო პრესკონფერენცია
ხუთშაბათ ღამეს, ბელგიაში, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა კვირას "უოტფორდთან" საკუთარ კედლებში გასამართ მატჩზე. მედია ბრიფინგი მან "ბრიუგესთან" ნათამაშები ფრის შემდეგ მოიწვია, ჟურნალისტების კითხვები ძირითადად ენტონი მარსიალის, სკოტ მაკტომინეისა და გუნდის სტაბილურობის გარშემო ტრიალებდა.

ისინი ასევე დაინტერესდნენ, ჰქონდა თუ არა სიახლე ეშმაკების მწვრთნელს ტაჰიტ ჩონგსა და ანხელ გომესთან დაკავშირებით, რომლებმაც იმავე შუადღეს მიიღეს მონაწილეობა 19-წლამდელთა მატჩში ევროპის ახალგაზრდული ლიგის ფარგლებში.

გთავაზობთ პრესკონფერენციას ვრცლად.

"იუნაიტედს" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ არ ჰყოლია თავდამსხმელი, რომელმაც სეზონში მინიმუმ 20 გოლის გატანა შეძლო. შეუძლია თუ არა მარსიალს მოირგოს ეს როლი?
"მარკუსმა უკვე მოახერხა 19 გოლის გატანა, ეს არ დაგავიწყდეთ, და თუ ის მოედანზე ამ სეზონში დაბრუნებას მოახერხებს, კიდევ გაიტანს. მარსიალს რაც შეეხება, მას შეუძლია მოიკრიბოს ძალები, გაიტანოს უფრო მეტი და მიაღწიოს 20 გოლის ნიშნულს".

რას აძლევს ის(მარსიალი) თქვენს გუნდს?
"რა თქმა უნდა, მას გააჩნია ხარისხი და ასევე არის მომენტის კარგი დამსრულებელი, იგი ძალიან კარგად იყენებს მიცემულ შანსებს, აქვს კარგი შემსრულებელი ტექნიკა, არის კარგი ბურთის მიღებისას და გახსნაც ადვილად გამოსდის. ენტონი დროდადრო თამაშობს, როგორც ცრუ ცხრიანი. ხანდახან ძალიან მსურს, რომ იგი ფიზიკურად უფრო ძლიერი იყოს, მაგრამ ამის დროც მოვა".

ორშაბათს მის მიერ გატანილი თავური ჩელსის წინააღმდეგ - გსურთ მისგან უფრო მეტი მსგავსი მომენტის ხილვა?
"ეს იყო კლასიკური 1980-იანი წლების თავდამსხმელის გოლი! დიახ, მე ნამდვილად მამხნევებს ამ სეზონში მისი თამაშისადმი დამოკიდებულება. დიდი ხნის მანძილზე ფლანგზე თამაშის შემდეგ, მან ცხრიანის პოზიციაზე გადაინაცვლა და მისი გუნდელებისგან ისეთ ქმედებებს ელის, რაც აქამდე მისთვის არაბუნებრივი იყო. ენტონიმ და მარკუსმა სწორედ ფლანგზე დაიწყეს თამაში, ხოლო ბოლო 12 თვეში ყველაფერი შეიცვალა".

ორი ჩატარებული მატჩის შემდეგ აქვს თუ არა სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრის შანსი ოდიონ იღალოს "უოტფორდთან" კვირას გასამართ მატჩში? მოთამაშეები ხშირად სწორედ ყოფილ გუნდებთან იჩენენ თავს...
"ყველა ასე ამბობს, როდესაც მოთამაშე ყოფილ გუნდს უტანს, მაგრამ არის ბევრი მატჩი, როდესაც ისინი ამას ვერ ახერხებენ. იღალო უფრო და უფრო მეტ სათამაშო წუთს იღებს, ეს ასევე დამოკიდებულია გრინვუდზე და ასევე, ჩვენ გვყავს მარსიალი".

არის თუ არა შანსი, რომ სკოტ მაკტომინეიმ ითამაშოს?
"ვფიქრობ, რომ ის შესაძლებელია განაცხადში მოხვდეს. მან დღეს დაისვენა, ასე რომ ვნახოთ, თუ როგორ იქნება იგი ხვალ".

რა ხდება მეისონ გრინვუდთან დაკავშირებით?
"იგი ავად იყო".

გაკვირვებული ხართ თუ არა, თუ რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდა სკოტი?
"არა, ნამდვილად არ ვარ გაკვირვებული, რადგან მას უკვე ძალიან კარგად ვიცნობ".

და რას აძლევს მაკტომინეი თქვენს გუნდს?
"იგი ფიზიკურად მძლავრია და ამავე დროს ლიდერიც. იგი არასდროს არიდებს თავს ვარდნებს და თანაგუნდელებსაც წინ უძღვება. მას შეუძლია ითამაშოს ჩამშლელად ნემანიასთან და ფრედთან ერთად, ასევე იგი შეიძლება მოგვევლინოს მოედნის ცენტრში მორბენალად. დღეს ჩვენ თამაშს ნახევარდაცვიდან თავდასხმამდე ჩარბენები აკლია. იგი სწორედ ამას აკეთებდა, სკოტი საჯარიმოში ხშირად იყო თამაშისას".

გახსენებთ თუ არა მომდევნო მატჩი "უოტფორდთან" 2-0 მარცხს "უიქერეიჯ როუდზე"?
"ნამდვილად გულდასაწყვეტი მარცხი იყო, ეგ თამაში უნდა მოგვეგო. ჩვენ მათ ორი გოლი ვაჩუქეთ და ვერ გამოვიყენეთ შანსები, ხოლო თუ ასე ხდება, თამაშს აუცილებლად წააგებ".

თქვენი გადაწყვეტილება, რომ გეთამაშებინათ ტაჰიტ ჩონგი და ანხელ გომესი 19-წლამდელთა მატჩში "ბრიუგესთან" - როგორ იმოქმედებს გავლენას მათ სიტუაციაზე მომავალში? მათ კონტრაქტი მალე ეწურებათ...
"ჩვენ მათთან კვლავ მოლაპარაკების პროცესში ვართ. ტაჰიტმა დღეს გაიტანა, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ მისთვის თამაში აუცილებელია, ეს ჯობია სარეზერვო სკამზე ჯდომას, იგი ასე მზად იქნება, როდესაც შანსი მიეცემა პირველ გუნდში სათამაშოდ. მისი თამაშით კმაყოფილი დავრჩი "ვულვზთან" FA თასის მატჩში. ბიჭებს ძალიან კარგი მიდგომა აქვთ თამაშის მიმართ. ისინი ტოპ-კლასის ახალგაზრდები არიან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი შევინარჩუნოთ, რადგან შესაძლებელია რამოდენიმე წელში ისინი ძალიან, ძალიან კარგ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ".

მიმდინარე სეზონში თქვენ გუნდს სტაბილურობა აკლია, განსაკუთრებით პრემიერ ლიგაში. უახლოეს მომავალში კი ის აუცილებლად დაგჭირდებათ. როგორ აპირებთ სიტუაციის გამოსწორებას? როგორ აპირებთ სტაბილურობის მოპოვებას, რათა მეხუთე და მეოთხე ადგილისთვის იბრძოლოთ?
"ვფიქრობ, ეს ყველაფერი გუნდის როტაციამ განაპირობა, დღეს ევროპა ლიგისთვის ჩვენ ასე მოვიქეცით, ხოლო კვირას შესაძლებელია კვლავ იგივე თერთმეტეულით გავიდეთ სათამაშოდ, როგორიც "ჩელსისთან" იყო. კვირაში სამ თამაშს ვთამაშობთ, ამიტომ ყველაფერს ვცდილობთ. ვფიქრობ ბრუნოს და იღალოს დამატება ჩვენ გუნდს უფრო მეტ გოლს მოუტანს. ეს კი ნამდვილად გვაკლდა. თამაშები რომლებიც წავაგეთ - "უესტ ჰემთან", "ბარნლისთან", "პალასთან", "ბორნმუთთან"- ჩვენ გვქონდა შანსები მაგრამ მათ გოლებად ვერ ვაქცევდით. დღეს კი ნამდვილად ვხედავთ, რომ ბრუნო სულ სხვა განზომილებას გვიხსნის".

https://www.manutd.com/
პრესკონფერენცია
5 კომენტარი
№1
ავტორი: volldagger
22 თებერვალი 2020 04:56
  • სიახლეები: 11
  • კომენტარები: 8
მოკლედ, მაკტომინეის მგონი ისევ ვერ დააყენებს, გრინვუდზე ბევრი არ უბაზრია.
ჩემი აზრით უნდა მიეცეს იღალოს მატჩში შანსი, სასტარტოში დავაწყებინებდი და მარსიალს მერე ჩავრთავდი თამაშში, თუ მართლა დაჭირდა საქმეს ეგრე. ენტონიმ ცოტა უნდა შეისვენოს, ამანაც ტრამვა რო მიიღოს დაღუპულები ვართ
0
№2
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2020 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
თავიდანვე ძირითადში უნდა დააწყებინოს იგალოს
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2020 14:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მადლობა ავტორს ასეთი სრული სტატიისთვის
1
№4
ავტორი: giorgi_mg
22 თებერვალი 2020 16:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მადლობა ავტორს,
დიდი იმედი ნუ გექნებათ იგალოს ტამაშის, კაცი მოიყვანეს კონკურენციის და ზამენისთვის
1
№5
ავტორი: David_Beckham7
23 თებერვალი 2020 01:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
სკოტზე ზუსტას ისაუბრა. მომწონდა სკოტის ბუთზიანად ამოწევა მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ. ფრედი კარგ ჩამშლელად გვევლინება ბოლოს მაგრამ ბირთიანად სიარული უჭირს წაართვა და ჰა გვერდზე პასი ან უკან. დაკარგეს ქულები მოწინააღმდეგეებმა და ამ ღამაშში 3 ქულის გარდა არფრის გაგონება არ მინდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top