თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2020, 22:30
ავტორი: volldagger,
ნანახია: 1268,
კომენტარები: 7
მწვრთნელების მატჩისშემდგომი კომენტარი
ოლე გუნარ სოლსკიაერი ევროპის ლიგის ბურთით უკმაყოფილოა.
მწვრთნელების მატჩისშემდგომი კომენტარი
ოლე გუნარ სოლსკიაერი ევროპის ლიგის ბურთს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ფეხბურთელებს ისედაც სათამაშოდ შეუსაბამო პირობები კიდევ უფრო დაუმძიმა და საბოლოო შედეგიც ნაწილობრივ ამ მიზეზებმა გამოიწვია.

წითელი ეშმაკები "ბრიუგეს" ოლდ ტრაფორდზე სტუმრად გატანილი ბურთის უპირატესობით დახვდებიან და ეს ყველაფერი ენტონი მარსიალის დამსახურებაა, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშის შეცდომით ისარგებლა და ემანუელ დენისის ანგარიშის გამხსნელი გოლი გააბათილა.

"იუნაიტედი" მატჩში შეტევით პოტენციალს თითქმის ვერ ავლენდა და საკუთარ ნახევარზეც ბევრი დაუდევარი მოქმედებით გამოირჩეოდა, ხოლო ეს ყველაფერი სოლსკიაერმა წვიმიან და ქარიან ამინდსა და უცნაურ, რთულად სათამაშო ბურთს მიაწერა.

როდესაც მატჩის შეფასება სთხოვეს, მან თქვა:

"დაუდევრობას და დაბალ კონცეტრაციას სტადიონის და ამინდის მდგომარეობა ემატებოდა, ხოლო ბურთი თამაშს კიდევ უფრო ართულებდა. ვფიქრობ, თუ ნებისმიერ მოთამაშეს შეეკითხებით, გეტყვიან რომ როდესაც ფეხბურთის თამაში გსურთ, ეს კონდიციები ყველანაირად შეგიშლიან ხელს".

როდესაც ბურთთან დაკავშირებით ჩაეძნიენ, სოლსკიაერმა ახსნა სცადა:
"ის უბრალოდ სხვანაირია, და ასევე მისით თამაში რთულია. უბრალოდ თავად სცადეთ და დარწმუნდებით. რა თქმა უნდა, ორივე გუნდზე ეს ყველაფერი ერთნაირად მოქმედებს, მაგრამ პირობები ნამდვილად არ იყოს სასიამოვნო, წვიმა და ქარი ცუდი კომბინაციაა. ორივე გუნდმა უცნაური გოლი გაიტანა, რაც თითოეული მათგანის დაბალმა კონცეტრაციამ გამოიწვია".

აღსანიშნავია "ბრიუგეს" მწვრთნელის, ფილიპ კლემენტის კომენტარი, რომელიც არ დაეთანხმა სოლსკიაერს:

"ჩვენ ბურთებს უეფა გვაწვდის, ასე რომ ისინი ჩვენ არ გვეკუთვნის და არც ჩვენ ვამზადებთ. ევროპის ლიგის მატჩებში ერთი და იგივე ბურთებს იყენებენ, ამიტომ მე პრობლემას ვერ ვხედავ".

საინტერესოა ისიც, რომ ამ ბურთებს ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის მთელი ჯგუფური ეტაპის მანძილზე იყენებდნენ, ამიტომ ლოგიკური გაგვიჩნდეს კითხვა, თუ რატომ ვერ შეამჩნია სოლსკიაერმა ამ მოდელის უცნაურობა და განსაკუთრებულობა?!

წყარო: metro.co.uk
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
22 თებერვალი 2020 00:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მაგ თამაშში დე ხეა რო მდგარიყო კარში მოვიგებდით წყნარად, მაგრამ არაუშავს ყველა კარგად ვხვდებით რო ოლდზე საბრძოლო სასტავი ქიენბა 28 ში და ჰანდიკაპითაც მოიგებს მანჩესტერი ესე მგონია
0
№2
ავტორი: giorgi_mg
22 თებერვალი 2020 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: shotkin
მაგ თამაშში დე ხეა რო მდგარიყო კარში მოვიგებდით წყნარად, მაგრამ არაუშავს ყველა კარგად ვხვდებით რო ოლდზე საბრძოლო სასტავი ქიენბა 28 ში და ჰანდიკაპითაც მოიგებს მანჩესტერი ესე მგონია

იგივე აზრის ვარ შოთ, იმასაც ვფიქრობ 2 ბურთის სხვაობით მოგებაზე დავდო))
1
№3
ავტორი: makaveli
22 თებერვალი 2020 03:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ბურთის რა გითხრათ მაგრამ ნუ პერეირა ლინგარდი დალო და მისთანებზე არაფერს ვამბობ მაგრამ ეს ძააან ჩაშტერება ბავშვია უილიამსი გუშინ ისე თამაშობდა თითქოს თამაშის წინ კაი სამი თალია მოცხოო. მე არ ვიცი რა მოგწონთ მაგრამ იმასაც ვერ ვხედავ რო განვითარება შეუძლია, პროსტა იმდენჯერ დაკარგა ბურთი იმდენჯერ როო რამის გული ამერია ერთადერთი რაც გააკეთა 84 წუთზე ზუსტად ცენტრში პასი ჩაუჭრა მეტოქეს დააბრუნონ რეზერვებში და იდგეს ის საცოდავი შოუ რა
0
№4
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2020 10:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
პირობები არ იყო კარგი ნამდვილად მაგრამ ეგ არაფრის გასამართლებელი არაა
0
№5
ავტორი: JuanMata
22 თებერვალი 2020 12:33
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: shotkin
მაგ თამაშში დე ხეა რო მდგარიყო კარში მოვიგებდით წყნარად, მაგრამ არაუშავს ყველა კარგად ვხვდებით რო ოლდზე საბრძოლო სასტავი ქიენბა 28 ში და ჰანდიკაპითაც მოიგებს მანჩესტერი ესე მგონია


ახლა მასე აუტიდან ერთი ერთზე რომ არ გაეყვანა ბრიუგეს ფეხბურთელს მარსიალი მომენტსაც ვერ შევქმნიდით.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2020 14:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია ოლდ ტრაფორდზე ამათი მოსაწონი ბურთი იქნება :)
0
№7
ავტორი: shotkin
24 თებერვალი 2020 13:00
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: JuanMata
ციტატა: shotkin
მაგ თამაშში დე ხეა რო მდგარიყო კარში მოვიგებდით წყნარად, მაგრამ არაუშავს ყველა კარგად ვხვდებით რო ოლდზე საბრძოლო სასტავი ქიენბა 28 ში და ჰანდიკაპითაც მოიგებს მანჩესტერი ესე მგონია


ახლა მასე აუტიდან ერთი ერთზე რომ არ გაეყვანა ბრიუგეს ფეხბურთელს მარსიალი მომენტსაც ვერ შევქმნიდით.


ახლა მასე როგორ? :დ რომერო რო წოი გამორბის ბოლო მცველივიტ ბურთზე სათამაშოდ ახლა მასეა?::::::დდდდ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top