თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2020, 22:27
ავტორი: volldagger,
ნანახია: 1553,
კომენტარები: 5
კლოპის წერილი პატარა "წითელ ეშმაკს"
"მანჩესტერ იუნაიტედის" 10 წლის ფანმა კლოპს წერილი მისწერა, გერმანელმა კი უპასუხა.
კლოპის წერილი პატარა
დარა ქერლი სასკოლო დავალების ფარგლებში იურგენ კლოპს წერილი გაუგზავნა. 10 წლის მოსწავლემ "ლივერპულის" მწვრთნელს სთხოვა, რომ შემდეგი მატჩები წაეგოთ, რათა ამ უკანასკნელის გუნდმა პრემიერ ლიგის თასი ვერ აღმართოს.

კლოპმა მას საპასუხო წერილი გამოუგზავნა, რომელშიც დარას ვნებას ფეხბურთისადმი აქებს და იმის ახსნა-განმარტებას აყოლებს, თუ რატომ ვერ დაკარგავს "ლივერპული" ქულებს.

დარას მამამ, გორდონმა BBC News-ს განუცხადა, რომ მისმა შვილმა კლასელებისგან განსხვავებული სამიზნე აირჩია კლოპის სახით და დავალებას თითქოს გადაუხვია კიდეც წერილის ადრესატის შერჩევით. მან ასეთი რამ მიწერა გერმანელს:
"ლივერპული" უკვე ძალიან ბევრ თამაშს იგებს. თუ თქვენ კიდევ ცხრა თამაშს მოიგებთ, თქვენ გექნებათ საუკეთესო დაუმარცხებელი სერია ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში და მე, როგორც იუნაიტედის ფანს ეს ძალიან მეწყინება. ამიტომ, როდესაც "ლივერპულს" შემდეგი თამაში ექნება, გთხოვთ წააგებინეთ. თქვენ მოწინააღმდეგეს ერთხელ მაინც უნდა გაატანინოთ. ვიმედოვნებ, რომ მოვახერხე დარწმუნება იმაში, რომ პრემიერ ლიგა ან თუნდაც რომელიმე შემდეგი მატჩი აღარ მოიგოთ".

კლოპის წერილი პატარა "წითელ ეშმაკს"

დარას მამა შოკირებული იყო, როდესაც საპასუხო წერილი მიიღეს.
"ჩემი მეუღლე, ტრისია, ადგილობრივ ფოსტის ოფისში იყო და მას უთხრეს, რომ ჩვენი შვილის სახელზე წერილი იყო მოსული".
"მას აინტერესებდა, თუ ვის უნდა გამოეგზავნა ჩვენი შვილისთვის წერილი, ხოლო როდესაც სახლში მოვიდა და დარას ამის შესახებ ჰკითხა, მან უპასუხა: აჰ, იურგენ კლოპისგან იქნება. ის მართალი აღმოჩნდა".


კლოპის "ლივერპულს" პრემიერ ლიგის მოგებამდა სულ ცოტა უკლია და ამ ყველაფერს ისინი დაუმარცხებლად აკეთებენ. გერმანელი საპასუხო წერილში დარას წერს:

"სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში თქვენს თხოვნას ვერ შევასრულებ. რამდენადაც ძლიერადაც არ უნდა გსურდეთ "ლივერპულის" წაგება, ჩემი საქმე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გავაკეთო ყველაფერი და მათ დავეხმარო მოგებაში, რადგან მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, ვისაც ეს სურს. სწორედ მათ გამო ვიქცევი ასე და არ მინდა ისინი დავაღალატო. გაგახარებ და გეტყვი, რომ ჩვენ წავაგეთ თამაშები წარსულში და მომავალშიც დავმარცხდებით, რადგან ეს ფეხბურთია. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც 10 წლის ხარ, შენ ფიქრობ, რომ ყველაფერი დარჩება ისე, როგორც ახლა არის, მაგრამ როგორც 52 წლის ადამიანი გეტყვი, რომ ეს ასე არ არის".

კლოპმა ასევე დაამატა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუმართლა, რომ დარას სახით ასეთი ფანი ჰყავს და შეაქო მისი ფეხბურთისადმი და საყვარელი კლუბისადმი ვნება.

გერმანელის მხრიდან ასეთი ჟესტი ნამდვილად მისასალმებელია, რადგან უთხრა მსგავსი სიტყვები 10 წლის ბავშვს, თუნდაც ის იყოს მოწინააღმდეგე გუნდის ფანი, ნამდვილად პატივისცემის ღირსს ხდის მის პიროვნებას.

წყარო: BBC
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
21 თებერვალი 2020 23:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ცხოვრებაში პირველად ლივერპულში რამე /ვინმე თუ მევასებოდა ეს კლოპია ამ სტატიის გამო არა ზოგადად ტიპი კაი ტიპია აშკარად როგორც პროფესიონალიც ხო დონეა და თან ამგარი პოზიტიური მასტია რთულია არ გევასებოდეს ეგეთი კაცი.
0
№2
ავტორი: Lalana
22 თებერვალი 2020 00:19
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: shotkin
ცხოვრებაში პირველად ლივერპულში რამე /ვინმე თუ მევასებოდა ეს კლოპია ამ სტატიის გამო არა ზოგადად ტიპი კაი ტიპია აშკარად როგორც პროფესიონალიც ხო დონეა და თან ამგარი პოზიტიური მასტია რთულია არ გევასებოდეს ეგეთი კაცი.

პირველად კლოპი 2010ში ბაიერნთან თამაშისას შევამჩნიე,მაგრად მიმიზიდა მისმა დორტმუნდმა,მაგ თამაშიც ისე მოუგეს მიუნხენელებს რომ ერთი სიამოვნება იყო მათი ყურება.მაგის შემდეგ ასე თუ ისე ვადევნებდი დორტმუნდის თამაშებს თვალს და აი ფერგიმ რომ დაგვტოვა ძალიან მინდოდა გერმანელი ჩვენთან მოსულიყო,მაგრამ საბოლოოდ მაინც და მაინც იმ გუნდში მოხვდა,რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტია.ყველანაირად ვაფასებ ამ კაცს და სამწუხარო ისაა რომ ახლა ის ლივერპულს წვრთნის.ტიპს დღესაც საკმაოდ მწირი რესურსი აქვს თუ სხვა გრანდებს შევდარებთ,ცალკე აღებული ფეხბურთელები კლოპამდე არც არავინ იყვნენ,ამ რესურსით კი ასეთი დონის ჩვენება საკმაოდ რთულია.
1
№3
ავტორი: giorgi_mg
22 თებერვალი 2020 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დასაფასებელია...
0
№4
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2020 09:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
რა ბავშვია:)))❤️

რა ბავშვია:)))❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2020 14:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან მაგარი კაცია კლოპო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top