თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2020, 22:28
ავტორი: volldagger,
ნანახია: 1341,
კომენტარები: 10
მერსონი: "მას შესვენება სჭირდება"
მერსონი სოლსკიაერს რჩევას აძლევს.
მერსონი:
პოლ მერსონს სჯერა, რომ დროა ოლე გუნარ სოლსკიაერმა დენიელ ჯეიმსი პირველი გუნდიდან "მოკვეთოს".

უელსელი გარემარბი "მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში შეუერთდა "სუონსიდან" და კლუბის ცხოვრებაში კონტრაქტის გაფორმებიდანვე აქტიურად ჩაება. იგი თავიდანვე ხშირად ხვდებოდა ძირითად თერთმეტეულში და პრემიერ ლიგის 25 მატჩში უკვე 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.

თუმცა, არსენალის ყოფილი ვარსკვლავი პოლ მერსონი თვლის, რომ ჯეიმსის გავლენა გუნდში ბოლო კვირების მანძილზე ძალიან შესუსტდა და მიიჩნევს, რომ იგი დროებით პირველ გუნდს უნდა ჩამოაშორონ. Metroს-თან ინტერვიუში მერსონი ამბობს:

"ძალიან ვწუხვარ ამ ახალგაზრდას გამო. ის მოედანზე უკვე დაკარგულად გამოიყურება - მას შესვენება სჭირდება. ჯეიმსს შეუძლია მთელი მატჩი ჩაატაროს, მაგრამ მისი თამაში ამ მომენტისთვის მხოლოდ სირბილზე და სისწრაფეზეა ორიენტირებული. ამით პრემიერ ლიგაში შორს ვერ წახვალ, სწორედ ამიტომ ვწუხვარ მის გამო. ის დროებით პირველი გუნდს უნდა ჩამოაშორონ, მაგრამ მისი შემცვლელი ამ მომენტისთვის არ ჰყავთ".

საინტერესოა, მართალია თუ არა მერსონი. ჯეიმსის თამაშის ხარისხი თანდათან კლებულობს. იგი ბოლომდე იხარჯება, მაგრამ შედეგი სახეზეა - სეზონის პირველ ნახევარში მისი თამაში შეტევაში ბევრად შედეგიანი იყო. შესაძლოა, დროებით განვითარების ლიგაში გაგზავნამ უელსელი გამოაფხიზლოს, პოლ მერსონიც სწორად ამას გულისხმობს.

დაველოდოთ, თუ როგორ უპასუხებს პოლ მერსონს 22 წლის უელსელი კვირას, ოლდ ტრაფორდზე, "უოტფორდთან" მატჩში.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: bziki
21 თებერვალი 2020 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კაია ეს ახალგაზრდებზე გაკეთება აქცენტის მარა ამ ასაკში ვერ გაქაჩავენ კვირაში 2-3 თამაშს შანსი არაა თან ამ წნეხით და დატვირთვით,სკამია საჭირო სკამი,სკამზე კიდე ლინგარდი და მატა არიან:(((
რეშიც მაგიტო დაიმტვრა და ვილიამსიც მაგიტო რეგრესირებს.
მერსონი 100 % იანია ერთი 2-3 კვირა წესით უნდა დაასვენონ(განაცხადს მიღმა დატოვებით და არა სკამზე ჯდომით) მარა სადაა მაგის ფუფუნება
2
№2
ავტორი: volldagger
21 თებერვალი 2020 22:44
  • სიახლეები: 11
  • კომენტარები: 8
ციტატა: bziki
კაია ეს ახალგაზრდებზე გაკეთება აქცენტის მარა ამ ასაკში ვერ გაქაჩავენ კვირაში 2-3 თამაშს შანსი არაა თან ამ წნეხით და დატვირთვით,სკამია საჭირო სკამი,სკამზე კიდე ლინგარდი და მატა არიან:(((
რეშიც მაგიტო დაიმტვრა და ვილიამსიც მაგიტო რეგრესირებს.
მერსონი 100 % იანია ერთი 2-3 კვირა წესით უნდა დაასვენონ(განაცხადს მიღმა დატოვებით და არა სკამზე ჯდომით) მარა სადაა მაგის ფუფუნება


კაკრაზ მაგას ამბობს ესეც, რომ დასვენება ჭირდება მარა ვინ უნდა შეცვალოსო.
ისე მარსიალის კრაიზე გადაწევა და იღალოს დაყენება ფორვარდად უოტფორდთან შეიძლება..
0
№3
ავტორი: bziki
21 თებერვალი 2020 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
volldagger
შეილება 4 4 2 ში ან 3 5 2 ში ათამაშოს ერთად არ მგონია მარსიალი გაწიოს ვინგერად.
გრინვუდი კიდე კაი დაასვენეს,ეგეც ლანდივით დადიოდა უკვე.
0
№4
ავტორი: shotkin
21 თებერვალი 2020 23:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ზუსტად თქვა რა , მაგას ყველა ხედავს რო ჩაიკარგა მარა აბა ვინ გინდა უკეთესი რო დააყენო? ესე ხდება მაშინ როცა გუნდი გარდაქმნის პერიოდშია და ჯერ მარტო იმიტო არ მინდა ოლეს წასვლა რო დავიღალე ამ ახალ ახალი მწვრთნელების გუნდის გარდაქმნებით და ბოლომდე ვერ მიყავნილი გარდაქმნილი გუნდით იმიტორო აგდებენ მერე ტრენერებს, ყველას კარგად ესმის რო ვინგერს როცა დაიმატებს მანჩესტერი ძლიერს ჯეიმსი უპრობლემოდ გადავა სკამზე და გახდება სკამის იგროკი და შემოიტანს როცა საჭირო იქნება დამატებით ენერგიას ან კონკრეტული მატჩებისთვის სადაც ბევრი სირბილი და მსგავსი მოთამაშე დაჭირდება იქ გამოიყენებს და როტაციების მიზნით.
0
№5
ავტორი: PaLoMo
22 თებერვალი 2020 00:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
სტერლინგიც ეგრე იყო თავიდან,მაგრამ კარგ ხელში მოხვდა და კი ხედავთ რასაც აკეთებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Karanadze
22 თებერვალი 2020 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
ზუსტად ძმაო ზუსტად.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
22 თებერვალი 2020 01:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბრიუგესთან ვილიამსი შოს დუეტის კიდევ ერთხელ დაყენებაც შეცდომა მგონია, ერთერთი უნდა დაესვენებინა და ფლანგზე მარსიალი დაეყენებინა, ეხლა ორივე დაიღლება, ასე ყველა თამაშში დაყენებით, თან ეშლიც აღარ არის, რაღაც უნდა მოიფიქროს ოლემ, თორე ტრამვები მოგვეძალება ეჭვი მაქვს.
0
№8
ავტორი: ikeoni
22 თებერვალი 2020 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აშკარად მოუკლო ამ ბოლო დროს მაგრამ იმედია დროებითია და აკრიფავს ისევ ფორმას ❤️
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
22 თებერვალი 2020 14:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საგრძნობლად მოუკლო მართლა ჯეიმსმა
0
№10
ავტორი: David_Beckham7
22 თებერვალი 2020 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მოუკლო კი თავიდნა ბევრად უკეთესი იყო მაგრამ მგონია რო აწი ყველა ათამაშება წინ რადგან ვნახეთ ბრუნოს 10 მა წუთმა როგორ გამოაცოცხლა თამაში. მისი პასები მოძრაობა მაგრად მომწონს. ვფიქრობ გრინვუდი თუ ჯანრთელადაა უნდა დააყენოს ძირითადში. 4-3-3 ს ვარჩევდი. მარსიალი კრაიზე შუაში იგალო მარჯვნოვ გრინვუდი. გამთამაშებლად ბრუნო და უკან 2 ჩამშლელი აღარ უნდა 5 მცველი და 2 ჩამშლელი. ოლტრაფორდზე მაინც არ უნდა თამაშობდე ესე თან ვოტფორდთან. ბრიუგესთან ბრუნო რო შემოვიდა 4-3-3 ზე გადავიდა და იმიტომაც უტევდნენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top