თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2020, 22:14
ავტორი: volldagger,
ნანახია: 1262,
კომენტარები: 7
"ის გასაოცარი იყო"
ვან პერსი ფერნანდეშით აღფრთოვანებულია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმავალ-დაღმავალი სეზონი კვლავ გრძელდება. ორშაბათ ღამეს ლონდონის "ჩელსისთან" გასვლაზე 2-0 გამარჯვების შემდეგ, წითელი ეშმაკები ბელგიაში გაემართნენ "ბრიუგესთან" დასაპირისპირებლად ევროპა ლიგის მატჩის გასამართად.

ოლე გუნარ სოლსკიაერმა ორშაბათს გამართული მატჩის შემდეგ ძირითად თერთმეტეულში ბევრი ცვლილება შეიტანა, მაგრამ ამას თამაშის ხარისხზე დადებითად არ უმოქმედია, შედეგად კი ბელგიელებთან ეშმაკები ფრეს დასჯერდნენ.

თუმცა, თამაშის ბოლო 10 წუთი "იუნაიტედის" სასარგებლოდ მიმდინარეობდა. ბრუნო ფერნანდეში ცვლილებაზე შემოვიდა და სწორედ ამან განაპირობა მატჩის სადავეების ხელში მოქცევა.

ამ მოკლე დროში, ბურთთან ბრუნოს თითქმის ყველა შეხება დაცვის ხაზის გამჭრელი პასებით, დრიბლინგით, ან სახიფათო საგოლე მომენტით დასრულდა. აშკარაა, რომ "ეშმაკებმა" სწორი და დროული შენაძენი გააკეთეს იანვარში.

პორტუგალიელის თამაშით ასევე აღფრთოვანებული დარჩა რობინ ვან პერსი, რომელმაც ქება-დიდება შეასხა 25 წლის ნახევარმცველს მისი ბრწყინვალე თამაშის შემდეგ "ბრიუგეს" წინააღმდეგ:

"ის გასაოცარი იყო. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მას ნამდვილად შეუძლია ბევრი რამის შემოთავაზება გუნდისთვის. ბურთთან შეხება, ჩაწოდება, პასი... მისი ყურება სიამოვნებაა"[/b]- ამბობს ვან პერსი BT Sport-ის პირდაპირ ეთერში.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2020 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
საოცრად მაგარი ბიჭია❤️
0
№2
ავტორი: volldagger
21 თებერვალი 2020 22:19
  • სიახლეები: 11
  • კომენტარები: 8
http://oldtraffordfaithful.com/ არის წყარო, არადა მიწერილი მქონდა :დ

გაუმარჯოს ეშმაკებს, 10 წელია აქ ვარ სულ და არ ვაქტიურობდი არც კომენტარებში და არც ისე, პროსტა ეს საიტი ისე მოკვდა ერთი პერიოდი რომ ლამის ხელი ჩავიქნიე მეც, მაგრამ აი მერე ALEXFERGUSONმა რომ დაიწყო გაცოცხლება აქაურობის, გადავწყვიტე მეც ჩემი წვლილი შევიტანო.
დამწყები ვარ, მალე ავუღებ ალღოს, თავიდან შეცდომებზე გთხოვთ ძაან ნუ შემდგებით :D
მაგრად მევასებით ყველა მანჩესტერის ფანი, ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ გაჭირვებას ერთად გადავაგორებთ! <3
3
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 თებერვალი 2020 23:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ხარისხიანი ბიჭია ბრუნო fellow
0
№4
ავტორი: shotkin
21 თებერვალი 2020 23:51
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ესეთი ხარისხიანი ფეხბურთელების გარეშე არაფერი გამოვა, ბრუნოს ბურთთან ურთიერთობა არის ერთი სიამოვნება საყურებლად, სწრაფად აზროვნებს სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას აკეთებს ქი პასებს, აწვდის კარგად თამამია,ტექნიკურია დარტყმაც კარგი აქვს როგორც თამაშიდან ისე სტანდარტულიდან ჯერ ბევრმა არ იცის რამხელა ბრილიანტი დაიმატა ამ გუნდმა. სატრანსფერო პოლიტიკა სწორად მიდის აშკარად რაც ფერგის მერე დანამდვილებით შემიძია ვთქვა რო ასე არიყო. წელს წარმატებული სატრანსფერო ფანჯარა თუ გამოვიდა წელსვე შეიძლება გუნდის 90% მაინც დაკომპლექტება (პირველ 11 ეულს ვგულისხმობ და არა ზამენიანად) ეხლა მთავარია უოტფორდს მოუგონ და ისევ არ გაიმეორონ იგივე რასაც მთელი სეზონია აკეთებენ ცოტა გაგვახარონ და მიუახლოვდნენ 4 ადგილს წესიერად მითუმეტეს ჩელსი ტოტეს ხვდება და ნებისმიერ ვარიანტში თუ მოვიგეთ ჩვენი თამაში ეს წინ წაგვწევს
0
№5
ავტორი: PaLoMo
22 თებერვალი 2020 00:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: volldagger
http://oldtraffordfaithful.com/ არის წყარო, არადა მიწერილი მქონდა :დ

გაუმარჯოს ეშმაკებს, 10 წელია აქ ვარ სულ და არ ვაქტიურობდი არც კომენტარებში და არც ისე, პროსტა ეს საიტი ისე მოკვდა ერთი პერიოდი რომ ლამის ხელი ჩავიქნიე მეც, მაგრამ აი მერე ALEXFERGUSONმა რომ დაიწყო გაცოცხლება აქაურობის, გადავწყვიტე მეც ჩემი წვლილი შევიტანო.
დამწყები ვარ, მალე ავუღებ ალღოს, თავიდან შეცდომებზე გთხოვთ ძაან ნუ შემდგებით :D
მაგრად მევასებით ყველა მანჩესტერის ფანი, ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ გაჭირვებას ერთად გადავაგორებთ! <3

შემოგევლე.აბა შენიცი წარმატებები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: giorgi_mg
22 თებერვალი 2020 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: volldagger
http://oldtraffordfaithful.com/ არის წყარო, არადა მიწერილი მქონდა :დ

გაუმარჯოს ეშმაკებს, 10 წელია აქ ვარ სულ და არ ვაქტიურობდი არც კომენტარებში და არც ისე, პროსტა ეს საიტი ისე მოკვდა ერთი პერიოდი რომ ლამის ხელი ჩავიქნიე მეც, მაგრამ აი მერე ALEXFERGUSONმა რომ დაიწყო გაცოცხლება აქაურობის, გადავწყვიტე მეც ჩემი წვლილი შევიტანო.
დამწყები ვარ, მალე ავუღებ ალღოს, თავიდან შეცდომებზე გთხოვთ ძაან ნუ შემდგებით :D
მაგრად მევასებით ყველა მანჩესტერის ფანი, ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ გაჭირვებას ერთად გადავაგორებთ! <3

გაიხარე, მადლობა და წარმატებები!
ბრუნოს რაც სეეხება იმედია მრავალი წელი 10 იანის პრობლემა მოგვეხსნება
0
№7
ავტორი: Svanchester
22 თებერვალი 2020 14:04
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: volldagger
http://oldtraffordfaithful.com/ არის წყარო, არადა მიწერილი მქონდა :დ

გაუმარჯოს ეშმაკებს, 10 წელია აქ ვარ სულ და არ ვაქტიურობდი არც კომენტარებში და არც ისე, პროსტა ეს საიტი ისე მოკვდა ერთი პერიოდი რომ ლამის ხელი ჩავიქნიე მეც, მაგრამ აი მერე ALEXFERGUSONმა რომ დაიწყო გაცოცხლება აქაურობის, გადავწყვიტე მეც ჩემი წვლილი შევიტანო.
დამწყები ვარ, მალე ავუღებ ალღოს, თავიდან შეცდომებზე გთხოვთ ძაან ნუ შემდგებით :D
მაგრად მევასებით ყველა მანჩესტერის ფანი, ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ გაჭირვებას ერთად გადავაგორებთ! <3

წარმატებები მუხბე

კარგია რომ ასეთ დროს გამოჩნდი.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top