თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2020, 23:57
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2510,
კომენტარები: 24
მიმოხილვა: ბრიუგე 1-1 იუნაიტედი
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა.
მიმოხილვები
24 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
20 თებერვალი 2020 23:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ტაქტიკური თამაში, ანგარიში ყველას აწყობს მანჩესტერში და ოლდზე დიდი ალბათობით გადაილეწავენ მკლავზე ოღონდ ოპტიმალური სასტავით და არა ამ საწყლისი 11 ეულით
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 თებერვალი 2020 00:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რო ვნახე 5 მცველი ეგრევე ეტყობოდა რა თამაშიც იქნებოდა, რა საჭიროა ასეთი დაცვითი ტაქტიკა, არიქა ჩელსისთან გაამართლაო თუ რა... ლინგარდმა, პერეირამ, დალომ, ვილიამსა საერთოდ რა ითამაშეს ვერ გავიგე, რომეროც ძაან აჭრილი იყო და კიდე კაი მეორე მეკარეა და არა პირველი, მატამაც ვერ ივარგა, იგალომდე ბურთი არ მიდიოდა თორე იზამდა რამეს, ბრუნო კარგად შემოვიდა და ბოლოს ჯარიმა უნდა დაერტყა მაინც ასე მგონია. მოკლედ რაცაა ამ გუნდის მთავარი პრობლემა, ეგ ჩანს ყოველ მეორე მატჩში მინიმუმ - სტაბილურობა.
0
№3
ავტორი: PaLoMo
21 თებერვალი 2020 00:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ხოდა ახლა მითხარით ვინმემ რას ნიშნავდა ეს მატჩი?ართქვათ ახლა გუნდი გადაღლილია და ეგეთები. გაიტანე 2ბურთი და დაისვენე მერე,მაგრამ ჩემი ფეხები.იმედია ზაფხულში პოჩეს ან ნაგელსმანს მოიყვანენ,მაგრამ ნაგელსმანინმეეჭვება მოვიდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Dato kutaisi
21 თებერვალი 2020 00:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3192
ახალგაზრდა ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ მრისხანე მეტოქესთან გასვლაზე 1:1 მშვენიერი შედეგია.რომ არა მარსიალის სისწრაფე ამ თამაშსაც წავაგებდით.ისევ ინდივიდუალური გოლით და ისევ მეტოქის შეცდომაზე აგებული.
აი რაც შეეხება იგალო მარსიალს რეშს და სხვა ნებისმიერს ვინც არ უნდა იდგეს ჩვენთან 9-ანზე,აი ლევანდოვსკიც რო დააყენო მაინც ასეთი შედეგი იქნება.
სქოულზმა მარსიალს სულ უნდა უძახო დაბრუნდი შენს პოზიციაზეო.გაგიჟდე შეიძლება კაცი.დგას თავი პოზიციაზე ბურთი არ მიაქვს არავის და მძორივით აგდიაო იმას იძახიან.ჩამოვა უკან და ფირმინოსავით ქვემოდან მოაქვს და წინ რატო არააო.გაიყვანა მარსიალი შემოვიდა იგალო და ისიც უკან დარბოდა ბურთისთვის.
ეხ ძმებო მეც არ მომწონს მარსიალის უჟმურობა მაგრამ თვალებში ნაცრის შეყრამ რა ზომაზეც მიგვიყვანა აგერაა.რა უნდა აკეთოს გუნდმა არ იცის ეგაა პრობლემა და განსაკუთრებით ეს ნათელია ცენტრში,რადგანაც მომენტების მთლად შექმნა თუ არა წამოწყება და ბურთის წინ ატანა მაინც ხომ ცენტრის საქმეა.ხოდა აი ამ ცენტრში არ იცის გუნდმა რა უნდა აკეთოს.დღეს რომ ფორმები გაეცვალათ იტყოდა ადამიანი სწორად თამაშობს მანჩესტერიო ამწვავებს და მომენტებიც აქვსო.მერამდენედ ხდება ასე რომ ჩვენზე მეტად ამ გუნდის სახელის ღირსი ჩვენზე სუსტი მეტოქე უფროა.მოკლედ ტაქტიკური თვალსაზრისით შეიძლება ეს შედეგი კარგია,მაგრამ სხვა მხრივ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
ახლა დაიწყება ამ სასტავით აბა რას ელოდოთ და ასე შემდეგ.ვეღარ ვპოულობ ისეთ გუნდს დედამიწაზე რომელთანაც ჩვენი როტაციული შემადგენლობაც უკეთესია მეტოქისაზე.პარადოქსია აბა რა არის.მთელი ბრიუგეს შემადგენლობის ფასი ერთი მცველი გვყავს.
ვინმეს დღეს ვჯობივართ უპირობოდ?ვინმე არის ისეთი ვისთანაც როცა მოედანზე გავდივართ ვართ ფავორიტი?პრემიერ ლიგაში არა.ევროპა ლიგაზე არა.თასზე ჩემპიონშიპის გუნდებთან არა.აბა ჩვენი ეროვნული ლოგოს გუნდებთან საბედნიეროდ არ უწევს შეხვედრები მანჩესტერს,ყოველშემთხვევაში ჯერ მაინც.
გვქონდეს იმედი და გვქონდეს ილუზია რომ ოლე ამას დაალაგებს და წინ წავალთ.ამას არავინ გვიშლის.
მანამდე კი სიტის და ლივერის ფანები უმღერებენ ოლეს:"ჩვენ გვინდა რომ დარჩე ოლე"
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
21 თებერვალი 2020 00:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვისაც ნაკლები შანსი ეძლევა თამაშის, იმათ ქონდათ დასამტკიცებელი ბევრი რამ, შეიძლება არაა ძაან მბიშვნელოვანი მატჩი გუნდურად მარა ცალკეულმა ფეხბურთელებმაც ვერ ივარგეს, დალოს თვითონაც ეტყობოდა რო შეცვალეს სახეზე ეწერა ასე ვერ მოვხვდები ძირითადშიო, ვილიამსმა სულ დაკარგა ის მუხტი რაც ქონდა და გახდა არაფრით გამორჩეული სხვებისგან, რამდებიმე თამაშში თოთქოს რაღაცა ხასიათით მებრძოლიაო მარა მარტო ეს არ კმარა, ლინგარდი და პერეირა სათადარიგოს ხალხიც აღარაა უკვე, მატიჩს რატო აქვს ამხელა რეგრესი ვერ გავიგე, მატაზე კალატოზმა თქვა და 100% ით ვეთანხმები, ამ შემადგენლობიდან 11-12 კაცია რომელსაც შეუძლია ასე თუ ისე მაღალი დონის ჩვენება და როგორც კი გადაახალისებ ეგრევე ვარდება ხარისხი, აქეთ კიდე ეს 5 მცველი და მივიღეთ სვარკა.
0
№6
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2020 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
მართლა თავიდანვე ეტყობოდა რა თამაშიც იქნებოდა
0
№7
ავტორი: Mr.Ika
21 თებერვალი 2020 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
მთელი ორი სეზონია ტაქტიკური ექსპერიმენტების მსხვერპლია გუნდი + 7-8 კაცია წასასვლელი გუნდიდან. უნდა ჩანაცვლდნენ სასწრაფოდ დალოები,პერეირები, ლინგარდები.
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
21 თებერვალი 2020 00:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3192
იმ დღეს მომასწრო რო აღარ ვნახავ ფრაზას "გუნდი გასაწმენდია" "გასაყრელია ხალხი".
ეს დაუსრულებელი პროცესია ასე რომ არ მიმაჩნია ეს რელევანტურ არგუმენტად იმაზე როდესაც გუნდი ფეხბურთს ვერ თამაშობს.
რამდენი წელი უნდა ამ წმენდას?3-4-5?ამდენი ხნის მანძილზე თუ ესე ვითამაშეთ მერე მართლა არაფერი გვეშველება.
წასასვლელები ცოტა წავიდა?კაი ჰა ლინგარდი და დალო გაუშვა მიაყოლო მატიჩი მატა.მერე ამ 4კაცს ჩაანაცვლებ 4ით ერთ ფანჯარაზე?თან ისე რომ გაძლიერდები?ზამენის ხალხის მაგივრად მოვიყვანთ პირველი გუნდის ხალხს?
აუ რა აფსურდია პროსტა.
გას*****ია ოლეს კარგის ყველაფერი.უბრალოდ მაგრად მიტყდება უკვე ბავშვბი რომ დაჯდებიან ჩემთან ერთად აბა ვუყუროთო მოემზადებიან და მეორე ტაიმის ყურების სურვილი აღარ აქვთ.
#ოლე მიაწექი.
0
№9
ავტორი: Malboro463
21 თებერვალი 2020 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5848
ლინგარდმა კიდე რამდენი მატჩი უნდა ჩაგდოს რომ #ლეზე დაიკიდოს ეს ფეხბურთელი? 90 წუთი ათამაშა რისთვის რას აკეთებდა მაგის ათამაშების იმედი აქ? სეზონი მთავრდება და ამის ექსპერიმენტები არ ილევა რასგავდა დღევანდელი თამაში დასაწყოსში ზედიზედ 3 გადაცრმას ვერ აკეთებდნენ.
ვილიამსაც ლიმგარდის მომავალი აქ.

ლიგაზეც რომ გავიდეს ეს გუნდო ეს კაცი მაინც არა გასაჩერებელი მომავალში კიდე ოთხეულისთვის მოგვიწევს ბრძოლა.
0
№10
ავტორი: Svanchester
21 თებერვალი 2020 01:22
  • სიახლეები: 2760
  • კომენტარები: 3856
პერეირა და ლინგარდი სკამს არუნდა მოაშორო, რა მნიშვნელობა აქვს რა შედეგი გვაწყობდა და რა ვითამაშეთ, გუბდისთვის შეუფერებელი კადრებითაა სავსე შემადგენლობა. მატა 90 წუთის კაცი არ არის დიდი ხანია, უილიამსს აქვს შესაძლებლობების უფრო მაღალ დონეზე აყვანის უნარი თუმცა მე შოუს ვამჯობინებ ამ ეტაპზე მაინც, უგულო თამაში იყო, ინდივიდის ხარჯზე გატანილი გოლით, ფერნანდეში უდიდესი ძალაა გუბდისთვის, ეს და პოგბა ერთად სასწაული დუეტი გამოვიდოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top