თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2020, 19:04
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1711,
კომენტარები: 12
რობინ ვან პერსი: "ლამაზად უნდა იმარჯვებდე"
რ.ვ.პ. "იუნაიტედის" მომავალზე და ოლე გუნარ სოლსკიაერზე
რობინ ვან პერსი:
"იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელის, რობინ ვან პერსის თქმით, სოლსკიაერთან კითხვები დარჩება, თუნდაც მან მოიგოს ევროპა ლიგა. რობინს მიაჩნია, რომ გუნდმა უნდა აჩვენოს მიმზიდველი ფეხბურთი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აპატიონ მას დამარცხება.

თუ რამე არ შეიცვლება, მაშინ ოლესთან კითხვები დარჩება, თუნდაც მან მოიგოს "ევროპა ლიგა". სტანდარტები ახლა ძალიან მაღალია. ეს გარკვეულწილად გაათავისუფლებდა ზეწოლისგან, მაგრამ კლუბი ამდენი წლის განმავლობაში იმარჯვებდა და ყველას ახსოვს ფერგიუსონის ხანა , - ციტირებს რობინ ვან პერსის სიტყვებს "The Sun-ი".

მისი ფილოსოფია იყო რისკეზე წასვლა და საინტერესო ფეხბურთის ჩვენება. ეს არის სწორედ ის,
რასაც ელოდება მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი. როდესაც თამაშობთ ასეთ კლუბში, უნდა შეეგუოთ,რომ უბრალოდ გამარჯვება არ არის საკმარისი - თქვენ უნდა მოიგოთ ლამაზი და საინტერესო ფეხბურთის ჩვენებით.


როდესაც მათ მოურინიოს ხელმძღვანელობით მოიგეს ევროპა ლიგა, მინდა გითხრათ,რომ ამ გამარჯვებას დიდი სიამოვნება არ მოუტანა- დიახ, მათ მოიგეს, მაგრამ ამას უნდა აკეთებდეთ გარკვეული გზით. თუ ლამაზად არ გაიმარჯვებთ, მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ აღიქვამს ასეთ გამარჯვებებს. თუ "აიაქსთან" ფინალურ მატჩს დავუბრუნდებით, ეს იყო ტაქტიკური ფინალი. მანამდე ჩატარებული მატჩებიც არ იყო კარგი. ვერ იტყვით, რომ "იუნაიტედი" ორი თავით მაღალი იყო, ვიდრე მისი მეტოქე.

მათ მოიგეს ფინალი, მაგრამ მომდევნო თვეების განმავლობაში სოლსკიაერს კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადაედგა წინ. ფეხბურთი გართობაა და გულშემატკივრებს სურთ ამის ნახვა. თქვენ თამაშისგან სიამოვნება უნდა მიიღოთ.

შეგიძლიათ გაიმარჯვოთ სხვა სტილით, არის რამდენიმე გზა, მაგრამ სისტემა, რომელსაც ისინი ეძებენ, უნდა იყოს პოზიტიური. ვიმედოვნებ, რომ სოლსკიაერი შეძლებს ამ სტილის პოვნას. ის უკვე დამკვიდრდა ევროპაში, მაგრამ თუ თქვენ ხართ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი,ბევრი რამის დამტკიცება მოგიწევთ. უნდა იცოდეთ,რომ აქ ვერ გაჩერდებით, პირველიდან ბოლო დღემდე.

ევროპა ლიგა არის დიდი ტურნირი, რომ გაიმარჯვოთ, თქვენ უნდა მოუგოთ რამდენიმე ძალიან კარგ გუნდს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გუნდები, რომლებიც თამაშობენ უმაღლეს დონეზე, უკეთესდებიან, დიდ თანხებს ხარჯავენ საუკეთესო მოთამაშეების შესაძენად. მაგალითად, "ინტერ მილანს" თუ შეხედავთ, ეს არის უმაღლესი დონის გუნდი და მათთან თამაში ძალიან რთულია.

დარწმუნებული არ ვარ, რომ "იუნაიტედი" ფინალამდე მივა - დასძინა რობინმა.


http://www.manutd.ru/
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: s1ck1ngzz
20 თებერვალი 2020 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მართალი თქვა რობიმ, მარტო კლასის ხარჯზე არ უნდა იყოს გუნდი რო აი მარსიალი მოატყუებს და გაიტანს,ლამაზ კომბინაციებს და გათამაშებებს თავისი ხიბლი აქვს,ოლესი მე ბოლომდე მჯერა რო გამოაცოცხლებს გუნდს ათამაშებს ისეთ ფეხბურთს რაც მანჩესტერს შეეფერება,სამუშაო აქვთ ბევრი და ამას დრო გვიჩვენებს

დავამატებ კიდე, რობის ბოლო სიტყვებმა არ მომხიბლა შეეძლო ეთქვა უკეთესი სიტყვები მოტივაციისთვის და არა ის რო ფინალამდეც ვერ მივალთ.
0
№2
ავტორი: Chesterman
20 თებერვალი 2020 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
1000%
0
№3
ავტორი: Karanadze
20 თებერვალი 2020 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Va tbilisi red gaichita videoshi manchesteris gverdze. Belgiashi arian qartuli droshit manches qartveli fanebi. Yochag
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2020 20:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როგორ მევასებოდა რობინი :)
0
№5
ავტორი: ikeoni
20 თებერვალი 2020 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
სასწაულად შემიყვარდა როცა ჩვენთან გადმოვიდა ❤️
0
№6
ავტორი: Svanchester
20 თებერვალი 2020 21:32
  • სიახლეები: 2776
  • კომენტარები: 3861
ვნახოთ ბრუნო რა სანახაობას მაჩუქებს. მომენატრა ბიჭობა 4 თვეა არ მინახიან საქმეში :დდ
0
№7
ავტორი: bziki
20 თებერვალი 2020 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Shemadgenlobas vuyureb da mecineba, ligaze ro viyot ras izavdnen? am gundit itamashebdnen?
Amati bedi briugea da sheudlia daasvenos 3-4 kaci, magari samushao zafxulshi magari
0
№8
ავტორი: Malboro463
20 თებერვალი 2020 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
კაი რა ამოს დე და ვატირე ასე აწყობილი გვაქ ყველაფერი შემადგენლობა რომ გადახალისა? მოოგე ეს მატჩი გაინაღდე და განმეორებითში მიეცი სხვებს შანსი რატო რისკავ
რა უნდა დალოს ძირითადში რამე უნდა გახდეს ეგ ფეცბირთელი? გასაგდებია გუნდიდან
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
20 თებერვალი 2020 22:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აი ისეთი აჭრილი ვუყურებ ლამის ტელევიზორი გადავაგდო ფანჯრიდან
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2020 23:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა სვარკასაც ველოდი ის სვარკა იყო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top