თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2020, 19:44
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1559,
კომენტარები: 13
ერიკ ბაის პირველი კომენტარი
დაბრუნების შემდეგ ბაიმ პირველი კომენტარი გააკეთა
ერიკ ბაის პირველი კომენტარი
"იუნაიტედის" მცველმა ერიკ ბაიმ კომენტარი გააკეთა მოედანზე მის დაბრუნებაზე სერიოზული ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ, რომლის გამოჯანმრთელებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა.

ადვილი არ არის თამაში, როდესაც ამდენ ხანს არ თამაშობდი, ციტირებს "Mirror"- ბაის სიტყვებს.

ერთი კვირის წინ მზად ვიყავი მეთამაშა და მწვრთნელს ვუთხარი ამის შესახებ. რამოდენიმე წუთი დამჭირდა იმისთვის, რომ მატჩის დაწყება კომფორტული ყოფილიყო. მართალი გითხრათ, ამდენი ხნის არყოფნის შემდეგ ოდნავ ვნერვიულობდი, რადგან თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ როცა "ჩელსისთან" მატჩში დავშავდი,მაგრამ ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა. მე ვიგრძენი მხარდაჭერა ჩემი მეგობრებისგან და ნდობა ჩემი მწვრთნელისგან , ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ოლე გუნარ სოლსკიაერი ასევე კმაყოფილი იყო ბაის დაბრუნებით.

მან მშვენივრად ითამაშა, არა? - თქვა ოლემ. მე ნამდვილად არ მიფიქრია ბევრი შემადგენლობის არჩევისას, რადგან ერიკი უმაღლესი რანგის მოთამაშეა, თუმცა ეს იყო მისი პირველი თამაში მას შემდეგ, რაც შარშან, აპრილში "ჩელსისთან" ვითამაშეთ.

ის არის უმაღლესი კლასის დამცველი. კოვაჩიჩთან მისი ეპიზოდი, მისი ვარდნა, უმაღლესი დონის გამოვლინებაა. ის არის სწრაფი, ის ძლიერია, ის მამაცია, როგორც ლომი, და კარგია, რომ დაბრუნდა.
-დაასრულა სოლსკიაერმა.

http://www.manutd.ru/
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: David_Beckham7
19 თებერვალი 2020 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
წაკითხვას ვერ ვასწრებ ახალი სტატია იდება :D გაიხარე ფერგი, ამდენ ხალხს რო ესე გვახარებ და ისევ გვკრინავ ყველა ახალ სტატიაზე. მხოლოდ ნამდვილი მანჩესტერელი თუ შეძლებდა ამდენი დროს და ენერგიის გამონახვას. რაც შეეხება ბაის, მე აქამდეც ვთქვი, ეს ბიჭი არ დაშავდეს და ამ დონის მცველი არც გვყავს, ბისაკა ცენტრში ჩათვალე. ბისაკას ერთი იმას ვუწუნებთ ფლანგიდან შეტევაში ვერ ერთვებაო როგორც დღევანდელო ფეხბირთი მოითხოვს. ცენტრ მცველს ეს არც მოეთხოვება ამიტომ როგორც მხოლოდცველს ისე შევაფასებდი და ვიტყოდი თუ არ დაშავდება სეზონის ბოლომდე ძაან წაგვადგება და იმედიანად ვარ ლიგოს ბადეში მოსახვედრადაც
1
№2
ავტორი: bendzela
19 თებერვალი 2020 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ბაილიი და ჰარიი ორივე ერთად ჩინეთის კედელივითვიქნებიან .. იმედია მიეცემა შაანსიი ..გაიარე ფერგი ესეთი აქტიურობისთვის მადლობელი ვარ რო საიტი გამოაცოცხლე და ყველა ერთად გაგვაერთიანე .
0
№3
ავტორი: The Special One
19 თებერვალი 2020 20:24
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
იმუშაოს ფიზიკაზე და ჩვენზე მაგარი დუეტი არ ეყოლება არავის,ძალიან სოლიდური დააცვა ყალიბდება,ვილიამსი-თავგასა-ერიკა-ობობა.წინაც ფრედი და მაკტომინეი რასაც ქვია მტვერსასრუტები არიან,ზემოთ ბრუნო და გვრჩება გასაძლიერებელი მარჯვენა ვინგერი და მაღალი დონის 9 ნომერი.ამ გუნდით უკვე ოთხეულზე კი არა პრემიერ ლიგაზე უნდა ვიფიქროთ.

შემდეგი თამაში ჩელსის ტოტენჰემთან აქვს,დიდი იმედი მაქვს რომ ორივე წააგებს <3 :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2020 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ძალიან მაგარი ბიჭია და იმედია დაახწევს თავს ამ ტრამვებს love
0
№5
ავტორი: Bruno18
19 თებერვალი 2020 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 117
ადმინ მადლობა შრომისთვის. რაც შეეხება ბაის ჩემი აზრით ლინდელოფზე ბევრად მაღლა დგას ეს ბიჭი, სხვა თუ არაფერი ის აგრეაია მაინც აქვს რაც მცველს უნდა გააჩნდეს. მთავარია არ დაიტრავმოს ისევ და კარგი ცენტრი გვეყოლება.
0
№6
ავტორი: Chesterman
19 თებერვალი 2020 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
ეს სეზონი რო ჩაამთავროს ტრავმის გარეშე დაცვაა სერიოზულ შედეგს დადებს ეს და ფრედი პიტბულები არიან ჩვენი )))
0
№7
ავტორი: giorgi_mg
19 თებერვალი 2020 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ოღონდ შენ ტრამვა არ მიიღო მაღარიჩი ცვენზეა)) ან ცხვარს დავკლავთ)))
0
№8
ავტორი: Lukalaba
19 თებერვალი 2020 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ქეთინო ლინდელოფს მაინც ჯობია რაც არ უნდა ტრამვა მიიღოს ბაიიმ თუ ბაილიმ ამიტომ კაი დუეტი იქმნება ჰარი და ეს და ფლანგებზე ვილიამსი ბისაკა

ალექსფერგიუსონ მადლობა ყველაფრისთვის ძმაო და ბრავო რომ ასე შრომობ love
0
№9
ავტორი: shotkin
20 თებერვალი 2020 03:10
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეს ოღონდ არ იტრანვებოდეს ისეთი ტემპით როგორც ჩვევია და დაცვაში პრობლემა არ გვექნება ვაფშე
0
№10
ავტორი: temo-scholes
20 თებერვალი 2020 03:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Avtors ratqmaunda didi madloba<3 da madloba tqven bochebo vinc am kacis saqmes ase.magrad afasebt... Aqac chans tu rogoei monatrebulebi viyavit yvela aset situacias da gaertianebas
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top