თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2020, 16:19
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1582,
კომენტარები: 10
"მინო რაიოლამ ტონი შეცვალა"
რაიოლა: "ცუდი არაფერი მითქვამს"
საფეხბურთო წრეებში აღშფოთების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო მინო რაიოლას გუშინდელი განცხადებით, აგენტმა შესამჩნევად შეცვალა ტონი და ინტერვიუ მისცა "სკაი სპორტს". კითხვაზე, თუ ისაუბრა ოლე გუნარ სოლსკიაერთან ან ედ ვუდვორდთან განცხადების შემდეგ, რაიოლამ თქვა:


არა, მაგრამ მე დავუკავშირდები ოლეს, რადგან სერიოზული არაფერი მომხდარა. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებდი კლუბისადმი ან პირადად მისთვის უპატივცემულობის გამოვლენას.

ჩემი ფეხბურთელები თამაშობენ "მანჩესტერ იუნაიტედში" და მხოლოდ საუკეთესო მინდა. მე არაფერი მაქვს ოლეს საწინააღმდეგო და ვფიქრობ, რომ მას არაფერი აქვს ჩემი საწინააღმდეგო. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მისი ფრაზა იყო არასწორი. უბრალოდ მინდა ვუპასუხო ყველას, ვინც თვლის, რომ თუ ისინი დაქირავებენ მოთამაშეს, მაშინ ისინი სრულად ფლობენ მას არასწორია.

პოლი ჯერ კიდევ არის ერთგული "მანჩესტერ იუნაიტედის", ეს ეჭვგარეშეა. მას კლუბთან აქვს კონტრაქტი, და მას სურს გუნდში დაბრუნება რაც შეიძლება მალე და პოზიტიური როლის შესრულება სეზონის ბოლოს. ამჟამად არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოგბას მომავლის შესახებ. პოლი პატივს სცემს მის კონტრაქტს. ყველას წუხს, რომ პოლი ტოვებს გუნდს, მხოლოდ ეს კითხვა მე არ მაწუხებს.

არის თუ არა პოგბა ღია მოლაპარაკებაზე "იუნაიტედთან ”ახალ ხელშეკრულებაზე?

როგორც კი ის ტრავმის შემდეგ დაბრუნდება, ჩვენ მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის. მას ამჟამად მოქმედი კონტრაქტი აქვს, ამიტომ ის მხოლოდ მისი ფიზიკური ფორმის აღდგენაზე აკეთებს აქცენტს.

როდესაც აგენტი წარმოადგენს რომელიმე მოთამაშეს, რა თქმა უნდა, მათ შორის იქნება საუბარი მომავლის შესახებ, იმაზე, თუ სად უნდა გააგრძელო კარიერა, თუნდაც მწვრთნელის გეგმების ნაწილი იყოს - ეს ნორმალური სიტუაციაა. ვფიქრობ, რომ ჩემი ინტერვიუ სრულიად ლოგიკური იყო როდესაც ვთქვი, რომ შესაძლოა, პოლი ერთ დღეს დაბრუნდეს "იუვენტუსში", რადგან იტალია მისი მეორე სახლია. მაგრამ მე არ მითქვამს, რომ ის მომავალ წელს ან ერთ წელიწადში დაბრუნდებოდა. თქვენ არასოდეს იცით რამ მოხდება.

ამ ტიპის ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნა არ არის, რადგან ბევრ კლუბს არ შეუძლია შეიძინოს ამ კალიბრის ფეხბურთელი. ამ ეტაპზე, არცერთ კლუბთან არ არის მოლაპარაკება.

რას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ სოლსკიაერს პოგბას გარდა სხვა საფიქრალი აქვს?

მე ვგულისხმობდი, რომ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა უფრო მნიშვნელოვანია კლუბისთვის. ჩემი სიტყვები კვლავ კონტექსტიდან ამოიღეს და მათ სხვა მნიშვნელობა მიეცა -დაასრულა პოლ ბოგბას აგენტმა.

http://www.manutd.ru
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2020 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
მაინც შენი ცენზურაი დედას ცენზურა
1
№2
ავტორი: Chesterman
19 თებერვალი 2020 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
: ALEXFERGUSON-საღოლ ძმააო როგორ გამოცოცხლდა საიტი
0
№3
ავტორი: David_Beckham7
19 თებერვალი 2020 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ვიღაცამ ალბათ ჭკუაზე მოიყვანა ან ურჩია მაინც რო ამას ძირითადად ვარკვლავებთან აქვს საქმე და მსგავსი ფეხბურთელების ყიდვა სულ მართლაც რამდენიმე გუნდს შეუძლია, მანჩესტერს რო გაანაწყენებ მოიმდურებ არც სხვა გუნდები შეხვდებიან გაღიმებულები, მოლაპარაკებბეში შემდგომ ყველა შეეცდება ამასთან თავი აარიდონ. რადგან არავინაა დაღვეული ჩავარდნებისგან და ის გარემო რასაც ეს თავისი ფეხბურთელის ირგვლივ ქმნის არცერთ გუ დს არ მოეწონებოდა თავის შტაბში
0
№4
ავტორი: GEORGE22
19 თებერვალი 2020 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ლინგარდზე მაინც იყოს ლაპარაკი ამის დედა ვატირე,ხო აღარავინ ეჩხუბებოდა ამ გასიებულს :დდ
0
№5
ავტორი: makaveli
19 თებერვალი 2020 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
აქაც დავწერ !!! ALEXFERGUSON !!! მივმართავ სტატიის ავტორს.. უდიდესი მადლობა ძმაოო რო ესე აქტიურად წერ სტატიებს და ესეთი სიხალისე შემოიტანე და გააცოცხლე საიტი !!! საღოლ მეგობარო მართლა იმენა საიტზე შემოსვლის სურვილი აღარ მქონდა ხოლმე და ეს მოკლე დროში იმდენი სტატიაა დაწერე უკვეე მართლა გულით მიხარია შენ და ჩვენ გამო ზოგადად !!!
0
№6
ავტორი: bendzela
19 თებერვალი 2020 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
ამაზე უნამუსო და ცენზურაი კაცი ფეგბურთის ისტორიას არ ახსოვს .რა ვერ გაძეხი შე ****ო..
0
№7
ავტორი: David_Beckham7
19 თებერვალი 2020 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ციტატა: makaveli
აქაც დავწერ !!! ALEXFERGUSON !!! მივმართავ სტატიის ავტორს.. უდიდესი მადლობა ძმაოო რო ესე აქტიურად წერ სტატიებს და ესეთი სიხალისე შემოიტანე და გააცოცხლე საიტი !!! საღოლ მეგობარო მართლა იმენა საიტზე შემოსვლის სურვილი აღარ მქონდა ხოლმე და ეს მოკლე დროში იმდენი სტატიაა დაწერე უკვეე მართლა გულით მიხარია შენ და ჩვენ გამო ზოგადად !!!

ძაან დიდ და კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი ძმა, ყველას სახელით დიდი მადლობა და პატივისცემა ეკუთვნის (Y)
1
№8
ავტორი: Lalana
19 თებერვალი 2020 19:53
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: David_Beckham7
ციტატა: makaveli
აქაც დავწერ !!! ALEXFERGUSON !!! მივმართავ სტატიის ავტორს.. უდიდესი მადლობა ძმაოო რო ესე აქტიურად წერ სტატიებს და ესეთი სიხალისე შემოიტანე და გააცოცხლე საიტი !!! საღოლ მეგობარო მართლა იმენა საიტზე შემოსვლის სურვილი აღარ მქონდა ხოლმე და ეს მოკლე დროში იმდენი სტატიაა დაწერე უკვეე მართლა გულით მიხარია შენ და ჩვენ გამო ზოგადად !!!

ძაან დიდ და კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი ძმა, ყველას სახელით დიდი მადლობა და პატივისცემა ეკუთვნის (Y)

ნამდვილად,საიტი მოკვდა და ალექსმა ისევ გამოაცოცხლა,დიდი მადლობა ამისთვის.
0
№9
ავტორი: giorgi_mg
19 თებერვალი 2020 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
Alexferguson აქაც მადლობა)))
მინოს კიდე დააჭერინებენ ინგლისურ სარდელს მალე ეჭვი მაქვს
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2020 21:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თავის თავზე ზრუნავს მარტო ეს კაცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top