თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2020, 15:37
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1429,
კომენტარები: 8
"ვინ იქნება სპორტული დირექტორი"
"იუნაიტედმა" მოლაპარაკებები დაიწყო
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოლაპარაკებებს აწარმოებს ანტერო ენრიკესთან და რალფ რანგნიკთან, კლუბის ტექნიკური დირექტორის დანიშვნის თაობაზე, იტყობინება "ტელეგრაფი"

გამოცემის ცნობით, ენრიკესთან მოლაპარაკება მოწინავე ეტაპზეა, ხოლო 51 წლის სპეციალისტთან კლუბი საკმაოდ ახლოსაა, ირწმუნებიან სხვადასხვა წყაროები.

ამასთან, "მანჩესტერ იუნაიტედის" რამდენიმე გავლენიანი ფიგურა მხარს უჭერს რალფის კანდიდატურას. რაც შეეხება "ლაიფციგის" ყოფილ მწვრთნელს და "რედ ბულის" სპორტული განყოფილების ამჟამინდელ ხელმძღვანელს, უპირატესობას "პრემიერ ლიგაში" გადასვლას ანიჭებს.

ანტერო ენრიკე ცნობილია თავისი საქმიანობით, როგორც "პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორი. იგი პირადად შეარჩიეს კლუბის "ყატარელმა" მფლობელებმა და მისი დამსახურებაა კილიან მბაპეს გადაყვანა, რომელმაც იგი დაარწმუნა "რეალში" წასვლაზე უარი ეთქვა. ასევე დიდი წვლილი შეიტანა ნეიმარისა და დანი ალვეშის გაფორმებაში.

მანამდე ენრიკემ 26 წელი გაატარა პორტოში, სადაც ის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ, კლუბის ვიცე-პრეზიდენტად გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან პირადი ურთიერთობები დაამყარა ევროპის საუკეთესო კლუბების ხელმძღვანელობასთან და წამყვან აგენტებთან. მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ტრანსფერებში,როგორიცაა ანდერსონის "იუნაიტედში" გადაყვანა, ბოსინგვა - "ჩელსიში", ფალკაო "ატლეტიკოში", პეპე და დანილო "რეალში" და სხვები.


რანგნიკი ითვლება თანამედროვე გერმანული ფეხბურთის პიონერად და ლაიფციგისა და მისი პარტნიორი კლუბის "ზალცბურგის" წარმატებების არქიტექტორად.

2012 წელს მან ორივე კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავა, ხოლო 2015 წელს მხოლოდ "ლაიფციგზე" გაამახვილა ყურადღება, სადაც მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოდა. 2019 წელს იგი ხელმძღვანელობდა "რედ ბულის" სპორტულ განყოფილებას.

სწორედ მის სახელს უკავშირდება "ლივერპულის" ამჟამინდელი ოთხი მოთამაშე. სადიო მანე, ნაბი კეიტა, რობერტო ფირმინო და ჯოელ მატიპი, ასევე "ლაიფციგის" თავდამსხმელი ტიმო ვერნერი, რომელიც მრავალი ტოპ კლუბის სამიზნეა.


http://www.manutd.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2020 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ორივე სერიოზული კანდიდატია ვნახოთ რა იქნება მთავარია დაინიშნოს რა:())
0
№2
ავტორი: shotkin
19 თებერვალი 2020 16:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ვინმე მოიყვანონ თორე მაგიტომაც გვიჭირს ტრანსფერები, პროფესიონალი არ გყვას ამ სფეროში და გვჭირდება იმედია ზაფხულის სატრანსფერომდე დანიშნავენ ვინმეს
0
№3
ავტორი: bziki
19 თებერვალი 2020 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Erti niuansia aq kide vudvords ar calia molaparakebebi awarmoos Aprilshi an martshi tavisi saqmeebi blomad eqneba, da Saertod mag funqcias vudvordi ki ara treneri itavsebs exla.

Rangniki jobia tu wamoiyvanes, germaneli xalxis profesionalizms vendobi:d
0
№4
ავტორი: David_Beckham7
19 თებერვალი 2020 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ებიჭო იქნებ გვეშველოს, რა ტრანსფერები დაუდია კაია რო განხილული იყო ეს როგორ მოგვიხდება და რამდენად წინ წაწევს ტრანსფერების ხარისხს, ამას რომელი გაზეGი წერს სანდოა თუ ვიცით?
0
№5
ავტორი: Lalana
19 თებერვალი 2020 19:50
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
რაგნიკი ძაან მაგარი კანდიდატურაა,ლაიფციგი რამოდენი წელიწადია შეიქმნა და უკვე ბუნდესლიგაზეც იჭიმებიან და აგერ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშიც არიან.იქით ზალცბურგიც კარგი გუნდი დააყენა.ეს მახსოვს ლაიფციგის მწვრთნელი რომ იყო,ტიპი ორ საქმიანობას ერთად ითავსებდა.დიდი სიამოვნებით ვიხილავდი აქ.ამ რესურსით დარწმუნებული ვარ სერიოზულ გუნდსაც შექმნიდა.
0
№6
ავტორი: giorgi_mg
19 თებერვალი 2020 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რაგბიკს ვისურვებდი თუმცა ორივე კანდიდატურა წონიანია, მიდი ედ რამე ქენი, თყმცა შენ ვინ გეკითხება))
0
№7
ავტორი: Lukalaba
19 თებერვალი 2020 21:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
უკარგესია ორივე მართლა და ნამდვილად საჭიროა ამიტომ დაიდოს უნდა სპორტული დირექტორი

ციტატა: David_Beckham7
ებიჭო იქნებ გვეშველოს, რა ტრანსფერები დაუდია კაია რო განხილული იყო ეს როგორ მოგვიხდება და რამდენად წინ წაწევს ტრანსფერების ხარისხს, ამას რომელი გაზეGი წერს სანდოა თუ ვიცით?

კი ტელეგრაფი და კიდევ რამოდენიმე ინგლისური და გერმანული წყაროები
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2020 21:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია ვინმე მოიყვანონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top