თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2020, 12:45
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1165,
კომენტარები: 6
"ოლდ ტრაფორდი" 110 წლისაა
"ოცნებების თეატრის" გახსნის დღიდან 110 წელი შესრულდა.
დღეს "ოცნებების თეატრის" გახსნიდან 110 წელი შესრულდა. "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" 1910 წლიდან თამაშობს, ერთი ეგაა, 1941-1949 წლებში საშინაო მატჩებისთვის ქალაქის მეორე სარბიელს, უპირველესი მეტოქის "მანჩესტერ სიტის" სტადიონ, "მეინ როუდს" იყენებდა. ეს იმით გახლდათ გამოწვეული, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის ავიაციამ "ოლდ ტრაფორდი" დაბომბა და თითქმის მიწასთან გაასწორა.

მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაბომბილი სტადიონი

"ოლდ ტრაფორდი" 110 წლისაა


სარბიელის აგება კლუბის ერთ-ერთ თავმჯდომარეს, ჯონ ჰენრი დევისს უკავშირდება, რომელიც XX საუკუნის პირველ წლებში ხელმძღვანელობდა გუნდს. 1908 წელს მანჩესტერელებმა პირველი დივიზიონი და სუპერთასი მოიგეს და დევისმაც სამართლიანად ჩათვალა, რომ ასეთ გუნდს საკუთარი სტადიონი უნდა ჰქონოდა.

60 ათასი გირვანქა: კლუბის ხელმძღვანელთა მიერ გამოყოფილი თანხით სტადიონისთვის მიწა შეიძინეს და სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდა. თავდაპირველი გეგმით, არენას 100 ათასი გულშემატკივრისთვის უნდა ემასპინძლა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა - დევისს დამატებით 30 ათასი გირვანქის დახარჯვა მოუწია და სტადიონის ტევადობაც გათვალისწინებულზე ნაკლები გამოდგა - "მხოლოდ" 80 ათასი.

1909 წლის პირველ ნახევარში დაწყებული მშენებლობა წლის მიწურულს დასრულდა, 1910 წლის 19 თებერვალს კი "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა - სტუმრებმა 4:3 გაიმარჯვეს. მატჩს 45 000 მაყურებელი დაესწრო. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც იმ თამაშს აშუქებდა, მანჩესტერის გაზეთ "ივნინგ ნიუსში" "ოლდ ტრაფორდის" ქებაში დაიხარჯა: "ინგლისში ასეთი ლამაზი და შთამბეჭდავი სტადიონი მეორე არ არის. გუნდი, რომელიც ასეთ სარბიელზე თამაშობას, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვისაა "განწირული".

"ოლდ ტრაფორდი" 1910 წელს

"ოლდ ტრაფორდი" 110 წლისაა
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
19 თებერვალი 2020 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
დიდებული გუნდის დიდებული სტადიონი!!! ცოტა ხელის შევლებას საჭიროებს დღეისათვის როგორც მრავალი წყარო იუწყება, არის რამდენიმე საკითხი, მაგრამ ამ გლეიზერებს მონიტორი ვერ დაუყენებიათ აი ელემენტარული ვარი რომ ამოწმებს ეგეთი ოლდ ტრაფორდზე არაა, და რატომ ეგ კიდევ ცალკე განხილვის თემაა
0
№2
ავტორი: bziki
19 თებერვალი 2020 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Xelis shevleba uechveli chirdeba mara arsenali/totenhemivit transfers gareshe dagvtovon 3-4 weli ese datovon jobia:d
Gasaxdelidan amosasvlelic shesacvlelia, rogorc maxsovs ert romeligaca tribunals upirebdben sheketebas da mgoni tevadobasac upirebdben mciredid cvlilebas
0
№3
ავტორი: dybbuk
19 თებერვალი 2020 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: bziki
Xelis shevleba uechveli chirdeba mara arsenali/totenhemivit transfers gareshe dagvtovon 3-4 weli ese datovon jobia:d
Gasaxdelidan amosasvlelic shesacvlelia, rogorc maxsovs ert romeligaca tribunals upirebdben sheketebas da mgoni tevadobasac upirebdben mciredid cvlilebas

იმათ საერთოდ ახალი ააშენეს და მაგიტო, დამატებაზე მე რაც ვიცი ფეხზე დასადგომი ტრიბუნების ნებართვას ითხოვდნენ ფა-სგან, მაგრამ მაგის გაკეთებას მონიტორი დაკიდონ ჯერ ეგ ჯობია:))
0
№4
ავტორი: ikeoni
19 თებერვალი 2020 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
რამდენი აქვს გამოვლილი ამ სტადიონს და რამდენს გაივლის კიდე საოცარი ისტორიით❤️
1
№5
ავტორი: David_Beckham7
19 თებერვალი 2020 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მე წავიკითხე ვუდვორდი ბაზრობდა რო ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ყველა ფულშემატკივარსო და 11 მილიონი ფუნტი დავხარჯეთ რო სტადიონზე ინვალიდებისთვის მოგვეწყო სივრცეო, ადრეც იყო შერემონტებაზე და დაჟე გაზრდაზეც და დადგება ეგ თემაც დღის წესრიგში
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
20 თებერვალი 2020 21:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წითელი თეატრი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top