თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2020, 16:41
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 2005,
კომენტარები: 20
როი კინი: "პოგბა უნდა გაუშვან"
როი კინმა მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
როი კინი:
"იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა თქვა, რომ კლუბმა უნდა გაათავისუფლოს პოლ პოგბა, განმეორებით განიხილონ "ჩელსისთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება და არა მინო რაიოლას ინტრიგები.

"უსამართლოდ მიმაჩნია, რომ რომელიმე მწვრთნელმა ისეთ მდგომარეობაში ისაუბროს სხვა რამეზე, როდესაც მან უბრალოდ მიაღწია ძალიან კარგ შედეგს, თქვა კინმა: მე მესმის, რომ პრესა ვალდებულია დაუსვან ასეთი კითხვები, მაგრამ უსამართლობაა ის საუბრობდეს რომელიღაც აგენტზე, როდესაც მან მხოლოდ კარგი გამარჯვება მოიპოვა. ეს არასწორია.

პოგბას ბანაკში მრავალი თვის განმავლობაში ხმაური იყო და უმარტივესი რამ არის გასაკეთებელი ზაფხულში. ჩვენ პოგბას კარგ ფეხბურთელად ვთვლით, მაგრამ როგორც ჩანს, ის და მისი აგენტი ზედმეტი ბარგია კლუბისთვის. უბრალოდ მოიცილეთ თავიდან და აქცენტი გააკეთეთ იმაზე, თუ რა არის სწორი გუნდისთვის.

ზოგჯერ, გამარჯვების მისაღებად, უნდა წააგო. მე ვიცი, რომ მისმა გაშვებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს კლუბს, როგორც ეს მოხდა ერლინგ ჰოლანდთან და სხვა სიტუაციებში, მაგრამ არასწორია, როდესაც აგენტები დასცინიან კლუბს. უბრალოდ მოიცილეთ თავიდან.

ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ დიდ კლუბზე, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი". არ არის საჭირო ფეხბურთელების და მათი აგენტების დევნა, რომელთაც, ფაქტობრივად, ნამდვილად არ სურთ კლუბში თამაში. აგენტს არ სურს, რომ პოგბა მათთან თამაშობდეს, თვითონ პოგბას კი, არ სურს იქ ყოფნა. ასე რომ, უბრალოდ დაიბანეთ ხელები და უთხარით, რომ ის გუნდს ტოვებს. ის მაინც წავა ზაფხულში ეს 100% არის.

ვეთანხმები ჩემს ყოფილ კაპიტანს და თანაგუნდელს გარი ნევილს.

ეს სიტუაცია დასრულდება იმით, რომ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს” - თქვა გარიმ ორშაბათს ღამის ფეხბურთში. - მაგრამ რაც უნდა მოხდეს, კლუბმა უნდა განსაზღვროს თავისი პოზიცია ამ აგენტთან დაკავშირებით. მრავალი წლის განმავლობაში ის ზიანს აყენებს პოგბას და სხვა მოთამაშეებს. მე არ მესმის, რატომ აძლევენ ამის საშუალებას.

ეს არის სერიოზული პრობლემა "იუნაიტედისთვის". მათ უნდა აჩვენონ ძალა და განაცხადონ, რომ ისინი აღარ აპირებენ ამ აგენტთან მუშაობას და აცნობონ ფეხბურთელებს, რომ თუ ისინი რაიოლას წარმომადგენლები არიან, მაშინვე იტყვიან "არა".

ის ყოველთვის გამოხატავს საჯაროდ ზიზღს კლუბის მიმართ. მე მესმის, რომ საბოლოოდ, ის ცდილობს დაიცვას თავისი მოთამაშე, მაგრამ არა მგონია, რომ რაც სოლსკიაერმა თქვა, აგრესიული ნაბიჯი იყო პოგბას წინააღმდეგ. მან უბრალოდ თქვა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მოთამაშეა, რომ მათ 90 მილიონი გადაიხადეს, რომ მათ უნდათ დარჩეს და კარგად თამაშობდეს.

მაგრამ რაიოლას სურს ამ სკანდალით შეურაწყოფა მიაყენოს, მას სურს რომ პოგბამ დატოვოს კლუბი, მას ისევ ფულის გამომუშავება სურს. მან ამ მოთამაშისგან ათობით მილიონი ფუნტი იშოვა და იგი ასე გააგრძელებს მისი სათამაშო კარიერის დასრულებამდე. მისთვის ის არის ქათამი, რომელიც ოქროს კვერცხებს ქმნის.
- განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2020 17:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ფაიზაღს ბაზრობს რამდენის უფლებას აძლევენ ამ ცენზურა კაცს...მალე უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი რაა მაგრამ მე პოგბას ჩუმად ყოფნა უფრო მაღიზიანებს გამოდი რა ამოიღე ხმა ან შეცვალე ან რავი რამე გააკეთე მაგრამ რას იტყვის წასვლა უნდა თვითონ
0
№2
ავტორი: giorgi_mg
18 თებერვალი 2020 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
როი პირდაპირი და მართალი 100%
0
№3
ავტორი: shotkin
18 თებერვალი 2020 18:03
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მართლა ქათამია პოგბა, არაფერი ძალისხმევა და ხასიათი არ უჩვენებია რაც ამ კლუბშია, დიდ მატჩებში ნულია და 4 წლიანი მოღვაწეობიდან მარტო სიტისთან დაქამბექებას თუ მიაწერ უშუალოდ პოგბას, გაყიდონ 100 ზე მეტად გაიყიდება და მაგ ფულით ბრუნოსნაირი მაგარი ფეხბურთელები მოიყვანონ გუნდში, სატრანსფერო მარკეტი ოლეს ხელში ძალიან მომწონს
1
№4
ავტორი: ManchesterU
18 თებერვალი 2020 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
როგორ მწყდება გული პოგბა რო ასეთი ქათამი გამოდგა მინო რაც არის სუყველამ ვიცით გაუმაძღარი ღორი და ფეხბურთის მტერი როა ცენზურა პოგბას თავის მინოიანად ვინც მანჩესტერზე მაღლა თვლის თავს ყველა ფეხბურთელს შ... არადა როგორ მწყდეა გული ესეთი ჩმორი როა პოგბა და თავის აზრი რო არ გააჩნია კია ღირსი დაალპო სკამზე და ვაბშე არ ათამაშო არც დუბლებში პროსტა ფეხბურთის მტრობა გამოდის ეგ იმიტომ რომ ეგეთი ნიჭიერი კაცის გაფუჭება ცოდოა რეალი ხო არ ვართ ბოლობოლო ან პესეჟე, ერთი კი კაია რო აქედანვე იციან რო პოგბა მიდის ამიტომ 1 ნახევარმცველი უეჭველია ზაფხულში საყიდი თავის სთრაიკერით და მარჯვენა ფლანგელით.
0
№5
ავტორი: dybbuk
18 თებერვალი 2020 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
“ მისთვის ის არის ქათამი, რომელიც ოქროს კვერცხებს ქმნის. - განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.”- ძაან მარტივი განმარტება და რაც მთავარია სრული სიმართლე
0
№6
ავტორი: K1llsw1tch
18 თებერვალი 2020 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ოლემ ისწავლოს როისგან ურჩევნია და პოგბასნაირ თავში ავარდნილ ტ რ ა კ ე ბ ს და ვიღაც აგენტუკებს ბევრს ნუ ალაპარაკებს. მწვრთნელი, რომელმაც დაკარგა კონტროლი გუნდზე და ფეხბურთელებზე არის მკვდარი მწვრთნელი.
0
№7
ავტორი: Malboro463
18 თებერვალი 2020 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
გაუშვან პოგბა ექვსიანზე ვერატი დაიმატონ რვიანზე ბრუნო დადგება და ათიანზე დიბალა :დ
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2020 22:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სიმართლეა სამწუხაროდ
0
№9
ავტორი: alkimikosi
18 თებერვალი 2020 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
Kinic ro mivides asistentad ar undat? Pexburtelebs ert zedmets ar atqmevinebda da moxodavda jilkis ambavshi
0
№10
ავტორი: shotkin
18 თებერვალი 2020 23:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Malboro463
გაუშვან პოგბა ექვსიანზე ვერატი დაიმატონ რვიანზე ბრუნო დადგება და ათიანზე დიბალა :დ

ვერატი ცარიელი ლაზარეთია და არ ღირს მაგის ყიდვა ამის გამო და დიბალას კიდია მანჩესტერი და გული სულ სხვაგან აქვს და რატო უნდა მინდოდეს ძალით მოყვანილი ფეხბურთელი აქ. ჯობია სხვა ვარიანტები ეძებონ ბევრის მონახვა შეუძლიათ უფრო დაბალ ფასად და არანაკლები შესაძლებლობების მქონეების რომლებიც ნაკლებად გაპიარებულები არიან
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top