თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2020, 13:53
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1206,
კომენტარები: 5
მაგუაიერი: "მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო"
მაგუაიერმა გუშინდელი ეპიზოდი შეაფასა.
მაგუაიერი:
პრემიერ ლიგის 26-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ჩელსი" 0-2 დაამარცხა. შეხვედრის 21-ე წუთზე ჰარი მაგუაირმა მიჩი ბაჩუაის წინააღმდეგ იუხეშა. ეპიზოდი VAR-მა გადაამოწმა, თუმცა ჩათვალა, რომ მაგუეიერი წითელ ბარათს არ იმსახურებდა.

"ვიცი, რომ ბაჩუაის დავარტყი, მაგრამ განზრახ არ მიუხეშია. ვიფიქრე, რომ ზედ დამეცემოდა, ამიტომ ფეხი ინსტინქტურად გავწიე წინ მის შესაჩერებლად. მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - განაცხადა ინგლისელმა მცველმა.

გუშინდელ შეხვედრაში მაგუაიერმა "იუნაიტედის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში. 26 წლის მცველმა აღნიშნულ გოლზე კომენტარი გააკეთა: "თავით გოლის გასატანად დიდი დრო დამჭირდა. "ტრანმერს" კი გავუტანე ფეხით, მაგრამ წელს ბევრი შანსი გავუშვი ხელიდან და ვიცოდი, რომ თავური გოლი მხოლოდ დროის საკითხი იყო. ჩემს გოლში დიდი წვლილი მიუძღვის ბრუნოს თავისი ჩაწოდებით და იმედია, სეზონის ბოლომდე კიდევ მრავალჯერ ჩააწოდებს ასე. ნახეთ, რას აკეთებს ბრუნო, გვმატებს ხარისხს თავისი ტექნიკური უნარებით ბურთის ფლობისას უბრალოდ მოედანზე თავისი ყოფნითაც კი. ნამდვილი ლიდერია და კარგია გასახდელში მისი არსებობა, რაც, იმედია, დიდხანს გაგრძელდება".

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სოლსკიაერს "ჩელსისთან" ორი გამარჯვება დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ 1987/88 წლების სეზონის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველად დაამარცხა "ჩელსი" ერთ სეზონში ორჯერ. 1964/65 წლების სეზონის შემდეგ კი პირველად გააკეთა ეს გოლის გაშვების გარეშე.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
18 თებერვალი 2020 14:43
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მსაჯმა თუ ვარმა :)
0
№2
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2020 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
რაის წითელი არაფერი მანდ არ იყო
0
№3
ავტორი: giorgi_mg
18 თებერვალი 2020 17:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პატარაზე მისცხო, ზღვარზე ითამაშა, ცოტა მეტიც და გაააგდებდა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2020 22:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დინამიკაში დიდი არაფერი იყო, რო შეანელეს კადრი მერე გამოჩნდა რო ვითომ განზრახ ჩაარტყა.
0
№5
ავტორი: dybbuk
18 თებერვალი 2020 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
მეც მიყვარს ეს გუნდი და ბევრზე არანაკლებად თუ მეტად არა, მაგრამ ხო შეიძლება ობიექტურად ითქვას რომ გასაგდები იყო?! ikeoni მეგობარო, შეგიძლია მითხრა რატომ არ იყო ეგ წითელი?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top