თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2020, 11:23
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1351,
კომენტარები: 5
ბრუნო: "ჩემი ოცნება ახდა"
ფერნანდეშის მატჩისშემდგომი კომენტარი.
ბრუნო:
პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა "სტემფორდ ბრიჯზე" შედგა, სადაც "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. სოლსკიაერის გუნდმა მიმდინარე სეზონში "ლურჯების" დამარცხება ზედიზედ მესამედ მოახერხეს.

შეხვედრაში თავი ენტონი მარსიალმა და ჰარი მაგუაიერმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა კლუბის ახალწვეულის, ბრუნო ფერნანდეშის გადაცემით ისარგებლა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდგომ შეხვედრა შეაფასა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. "ჩელსი" დიდებული გუნდია და ჩვენ ამ მატჩის მოგება ოთხეულში მოხვედრის იმედის შესანარჩუნებლად გვჭირდებოდა. ვფიქრობ, ბურთით უკეთ თამაშიც შეგვიძლია, მაგრამ ესეც კარგი მატჩი იყო ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. თავს ნამდვილად კარგად ვგრძნობ. ინგლისის უდიდეს გუნდში ვთამაშობ და ჩემი ოცნება ახდა" - განაცხადა ფერნანდეშმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა პორტუგალიელი ნახევარმცველი დაასახელეს.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2020 11:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გუშინდელმა თამაშმა დაგვანახა, თუ რატო მინდოდა ასე ძაან ბრუნო მანჩესტერში :) ❤️
0
№2
ავტორი: David_Beckham7
18 თებერვალი 2020 12:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
კი მართლა ძაან კარგი იყო, ის ძელს გარტმული ჯარიმა სადაც ისეთი კუთხე იყო ყველას გვეგონა აწვდიდაო. პასები, დარტყმები მოედნოს ხედვა და სწრაფი რეაგირება რაც გვჭირდებოდა ეგაა ზუსტად. კიდე უფრო მოუმატებს რაც დრო გავა. მანჩესტერელია გულით იგრძნობა უკვე
0
№3
ავტორი: PaLoMo
18 თებერვალი 2020 12:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: SANDROGRIGA
გუშინდელმა თამაშმა დაგვანახა, თუ რატო მინდოდა ასე ძაან ბრუნო მანჩესტერში :) ❤️

აწი და აწი მოუმატებს ჯერ მაინც ადაოტაციას გადის. +სასტავს რო მოვიყვანთ რომელსაც შეეძლება გახსნა და სტენკის გათამაშება მერე ნახე შენ.პირველი საგოლე გადაცემა ბრუნომაც და ბისკაამაც მიითვალა რაც ძან მახარებს.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2020 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
ძალიან. მაგათი ბიჭი ხარ შენ ❤️
0
№5
ავტორი: bziki
18 თებერვალი 2020 14:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ციტატა: SANDROGRIGA
გუშინდელმა თამაშმა დაგვანახა, თუ რატო მინდოდა ასე ძაან ბრუნო მანჩესტერში :) ❤️

Chem molodins nagdat gadaacharba, sasiamovnod gamaoca, imedia ar dakargavs formas
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top