თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2020, 20:53
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1328,
კომენტარები: 7
მედისონი "იუნაიტედს" კვლავ დაუკავშირეს
"წითლები" "მელიებს" დაუკავშირდებიან
მედისონი
ჯეიმს მედისონი იმედოვნებს, რომ ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავა. "ლესტერ სიტისთან" დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ მოთამაშე უკვე ''ოლდ ტრაფორდზე იქნებოდა, ეს მხოლოდ მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული.
ამჟამად ნახევარმცველი აწარმოებს მოლაპარაკებებს "მელიებთან" ახალ კონტრაქტზე, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში მოლაპარაკებები ნაყოფიერი არ ყოფილა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი იწურება 2023 წელს.
მედისონი დიდიხანია იმყოფება "წითლების" დაკვირვების ქვეშ და ერთ – ერთ მთავარ სამიზნედ ითვლება კლუბის სატრანსფერო სიაში ზაფხულისთვის.
ამჟამად "ლესტერი" პრემიერ ლიგის მესამე ადგილზეა და "მანჩესტერ იუნაიტედს" 15 ქულით უსწრებს. ეს ხელს უწყობს "მელიებს" მომავალ მოლაპარაკებებში, მედისონის გასაყიდად. ''წითელმა ეშმაკებმა'' უკვე იციან, თუ როგორი ჯიუტები შეიძლება იყვნენ ''ლესტერის'' მფლობელები. ამის დასტური ჰარი მაგუერის ტრანსფერია,რომელშიც''მანჩესტერს'' მცველისთვის სარეკორდო 80 მილიონის გადახდა მოუწია.

ამის გათვალისწინებით მედისონის ფასი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

https://www.mbs.news/
ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
17 თებერვალი 2020 21:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეხლა ამაშიც თუ 100 მილიონი მოითხოვეს ცენზურა-->*** ქნან მართლა რა , გაწელე გამოწელე 60 მილიონი ღირს ეს მეტი არა
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
17 თებერვალი 2020 21:07
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
60? აი მაგის შანსი ხო არ არის რო ეს ვინმემ 60-ად გაყიდოს. სავარაუდოდ 120-ით დაიწყებენ ვაჭრობას და 100-ზე ჩამოვლენ. ნაკლებად ალბათ არც გაყიდიან
0
№3
ავტორი: ikeoni
17 თებერვალი 2020 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
არადა ცვეტში მოგვიხდებოდა:)))
0
№4
ავტორი: giorgi_mg
17 თებერვალი 2020 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ეს ისედაც გვინდა პოლი რომც არ წავიდეს, 80 ად იყიდის ის წუწურაქი
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
17 თებერვალი 2020 23:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ზედმეტად დაცვითი შემადგენლობა გამოიყვანა სულშერმა ჩემი აზრით და მაინც პრახადნოი დვერი იქნება რო ვიცი
0
№6
ავტორი: Malboro463
18 თებერვალი 2020 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
შესაფერის გუნდში თამაშობს სხვაგან დაიკარგება ეს
აქამდეც არ იყო დიდი და არც ამის იქით გახდება დაპაუზდა ვეღარ ვითარდება
0
№7
ავტორი: David_Beckham7
18 თებერვალი 2020 08:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
მე მაგრად არ მინდა ისე ქნან რო პოგბა თუ გაყიდეს იგივე თანხა ვინმეში თხლიშონ. პოგბას დარი ნქხევარმცველი ბაზარზე არაა დღეს. არც ეს არხ გრილოში ერთად აღებული პოლს ვერ შეედრება ამიტომ თუ ვერ დავტოვებთ ისე უნდა ვქნათ მისი ფულით სხვა ვიყიდოთ და კოდე დარჩეს სხვა ფეხბურთელისთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top