თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2020, 16:35
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1176,
კომენტარები: 2
ლეგენდა გარდაიცვალა
ლეგენდარული მეკარე ჰარი გრეგი გარდაიცვალა
ლეგენდა გარდაიცვალა
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მეკარე და მიუნხენის კატასტროფის გმირი ჰარი გრეგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დღეს დილით ჰარი გრეგის საქველმოქმედო ფონდმა გამოაცხადა მისი გარდაცვალების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ჰარი გრეგი შეუერთდა მანჩესტერ იუნაიტედს 1957 წელს 23,500 ფუნტად და გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე.

გრეგმა მოახერხა და პირველმა გადაარჩინა ადამიანი. მან თვითმფრინავიდან პატარა გოგონა გამოიყვანა, ასევე გადაარჩინა მისი თანამებრძოლები ბობი ჩარტონი და ჯეიკი ბლანშფლოუერი.

კატასტროფიდან ორი კვირის შემდეგ, გრეგმა უკვე დაიკავა თავისი ადგილი და დანარჩენ გუნდთან ერთად ითამაშა ''FA თასის'' მატჩში ''შეფილდ უენსდთან''

ჰარი თამაშობდა ''იუნაიტედში'' 10 სეზონის განმავლობაში და მონაწილეობა მიიღო 247 მატჩში.
კარიერის დასრულების შემდეგ, მან 20 წელი დაუთმო მწვრთნელობას, შემდეგ კი დაბრუნდა ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც 2015 წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი.


ბოლო დროს მან ოლდ ტრაფორდი მოინახულა 2018 წელს, ხოლო 2019 წელს ინგლისის დედოფალმა ის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი გახადა.


http://www.manutd.ru/
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 თებერვალი 2020 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ძალიან საწყენია:(((
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 თებერვალი 2020 18:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სამწუხაროა, დასაფასებელი პიროვნება იყო ნამდვილად.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top