ოლე გუნარ სოლსკიაერმა კომენტარი გააკეთა პოლ პოგბასთან არსებულ ვითარებაზე და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს მოთამაშის გამოჯანმრთელების პროცესი.
პოლმა იცის, რომ მას დიდი შრომა სჭირდება,რათა დაიბრუნოს ძველი ფორმა. - ციტირებს
''ბიბისი სპორტი'' ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოჯანმრთელდა და მისი მთავარი ამოცანა დაკარგული ფორმის აღდგენაა.
ფრანგის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მის კლიენტს სურს ''იუვენტუსში'' დაბრუნება. ხოლო ჟურნალისტებმა სოლსკიაერს ჰკითხეს,აქვს თუ არა იმის გარანტია,რომ პოგბა დაბრუნდება მოედანზე ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით.
რა თქმა უნდა: მინდა გითხრათ, რომ იგი ამას გააკეთებს, როგორც კი მთლიანად აღიდგენს ფორმას, რომელიც მას თამაშის საშუალებას მიცემს. დარწმუნებული ვარ, რომ პოლს სასოწარკვეთილად სურს კიდევ ერთხელ ითამაშოს ჩვენთვის.
კითხვაზე,თუ რატომ არ გაფრინდა გუნდთან ერთად მარბელაში,ბოსმა უპასუხა:
მე მაქვს ამ გადაწყვეტილების გამართლება. პოლი კვლავ მუშაობს აღდგენის პროგრამაზე. ახლა ვარჯიშობს სარბენ ბილიკზე, ასე რომ იგი უფრო მალე დაბრუნდება. ეს გრძელი გზა იყო და იმედი მაქვს, რომ მას მალე ვნახავთ.
ასევე ოლემ კომენტარი გააკეთა რაიოლას ბოლოდროინდელ განცხადებებზე.
მე არ ვესაუბრები რაიოლას და რა თქმა უნდა,არც პოლთან დაავმჯდარვარ ამ თემაზე სასაუბროდ. პოგბაა ჩვენი ფეხბურთელი და არა რაიოოლა.
პოლი არის ფეხბურთელი და მას ფეხბურთის თამაში სურს.
როცა ფეხბურთელი ვიყავი,მეც დიდი ხნით დავშავდი. ასე რომ ვიცი ეს რაც არის. ეს არის კარიერული პერიოდის რთული პერიოდი, მაგრამ ეს არის ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი. ყოველთვის არსებობს ზიანის რისკი.
ოლე ასევე ახალწვეულ, ოდიონ იგალოსაც შეეხო თუ ის შთაბეჭდილებას მოახდენს, სანამ იჯარის ვადა ამოიწურება, მაშინ ის ვერ ხედავს პრობლემას კონტრაქტის გახანგრძლივებაში.
ეს არის იჯარა, მაგრამ თუ კლუბში ხართ და შეგიძლიათ შთაბეჭდილება მოახდინოთ, მაშინ ამის შანსი გექნებათ. ეს წესი ყველას ეხება - არ აქვს მნიშვნელობა მოთამაშეს იჯარით იყვან თუ ყიდულობ. თუ შთაბეჭდილებას ახდენს სამწვრთნელო შტაბზე, როგორც მოთამაშესა და როგორც პიროვნებაზე, თუ გუნდს უკეთესად დაეხმარებით, არსებობს შანსი, რომ ჩვენ განვიხილოთ ვარიანტი ახალი გარიგების შესახებ.
http://www.manutd.ru/