თბილისი:
მანჩესტერი:
17-02-2020, 13:42
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1526,
კომენტარები: 7
დაუშვა თუ არა ''იუნაიტედმა'' შეცდომა?
გუნდის გაუმჯობესების არანაირი ნიშნები არ არის.
დაუშვა თუ არა  ''იუნაიტედმა'' შეცდომა?
მას შემდეგ, რაც სოლსკიაერი გახდა ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მუდმივი მწვრთნელი, გაუმჯობესების ნიშნები არ არის.

1909 წლის 5 მარტს, ''მანჩესტერ იუნაიტედი'' გაემგზავრა ''ბარნლში'',თასის მეოთხედფინალური ეტაპის გათამაშებისთვის. მოედანი გაყინული იყო, ძლიერად წვიმდა და მატჩის დასრულებამდე 18 წუთით ადრე, მსაჯმა ჰერბერტ ბამლეტმა გადაწყვიტა, რომ მატჩი არ გაგრძელებულიყო. ‘’იუნაიტედისთვის’’ მატჩის შეჩერება იყო საჭირო, რადგან მათ წააგეს 1:0 ანგარიშით.

შემდეგ მათ შეძლეს 3:2 ანგარიშით მოგება და შედეგად,ამ სეზონში პირველად მოიგეს FA თასი.

ბამლეტმა,რომელმაც იმსაჯა 1914 წლის FA თასის ფინალში, გადაწყვიტა დაეწყო სამწვრთნელო კარიერა და იმუშავა ისეთ გუნდებთან, როგორებიცაა ‘’ოლდჰამი’’ ‘’უიგანი’’ და ‘’მიდლსბროუ’’ რომელიც მან თითქმის პირველ დივიზიონში გადმოიყვანა.(ახლანდელი პრემიერ ლიგა)

1927 წლის აპრილში დაინიშნა მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელად. ეს იყო საშნინელი პერიოდი.
ორი თვის შემდეგ, კლუბის მფლობელი ჯონ ჰენრი დევისი გარდაიცვალა. ფინანსების არ ქონამ განაპირობა 1931 წელს ქვედა დივიზიონში დაქვეითება და ბამლეტთან კონტრაქტის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.რაც ალბათ,მიუთითებს მწვრთნელის დანიშვნის სისულელეზე იმის გამო,რომ ის დაეხმარეთ კლუბს ორი ათეული წლის წინ მოეგო ტროფი.

ეს სიტუაცია დღეს ჩვენთან არსებულ ვითარებამდე მიგვიყვანს. მას შემდეგ, რაც მარტში ოლე გუნარმა მიიღო სრული კონტრაქტი, ბამლეტის შემდეგ არცერთ მენეჯერს - არც ფრენკ ო'ფარელს, არც ვილფ მაკგუინსს და არც უბედურ სკოტს დანკანსაც კი არ ქონია - უარესი პროცენტული მაჩვენებელი ვიდრე ოლე გუნარ სოლსკიაერს. 36,67%.

მშვენიერია ახალგაზრდებზე და დაპირებებზე საუბარი, მოთმინების ღირებულების ქადაგება, მაგრამ რა მოხდება, თუ ერთ წელიწადში, ორ-ოთხ წელიწადში აღმოჩნდება,რომ სოლსკიაერი არასწორი არჩეული ადამიანი იყო? რა მტკიცებულება არსებობს, რომ იგი არის იგივე ადამიანი? რა მოხდება, თუ შედეგად, გუნდის პოტენციალი უფრო დასუსტდება? რა მოხდება, თუ მათ ხელიდან გაუშვებენ მაურისიო პოჩეტინოს მსგავსი პირის დანიშვნის შესაძლებლობას, სოლსკიაერის იდეისადმი ერთგულების გამო?

იდეა ძალიან მიმზიდველია. ვის არ სურს კლუბის ლეგენდის დაბრუნება, რათა დაუბრუნდეს იმ ფასეულობებს, რომლებიც მან აითვისა კლუბში. ვის არ მოსწონს თავისი კლუბის უნიკალურობაზე ფიქრი. მას ქვს სული, რომელსაც მხოლოდ ჭეშმარიტი წამოწყება შეუძლია.

სწორედ ამიტომ ფრენკ ლამპარდი ძალიან პოპულარულია ''ჩელსში'' სწორედ ამიტომ ''ბარსელონა'' სცადა ხავის დანიშვნა. სწორედ ამიტომ, ''სანდერლენდის'' გულშემატკივრებმა, სულ მცირე, რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს სიმღერა კევინ ფილიპზე. სწორედ ამიტომ ედ ვუდვორდის საუკეთესო საფეხბურთო გადაწყვეტილება, როგორც მანჩესტერ იუნაიტედის აღმასრულებელი დირექტორი, იყო ცეცხლი გაეხსნა ჟოზე მოურინიოსთვის და დროებით დაენიშნა სოლსკიაერი.

ის შესანიშნავი ადამიანი იყო კლუბის ფასეულობების აღსადგენად და ტოქსიკურობის მოსაშორებლად.
პარიზში გამარჯვება, მხოლოდ 20 წლის წინ ბარსელონაში ცნობილ გამარჯვებასთან შედარებით შეიძლება.

ვუდვორდს, რომელსაც ყოველთვის აქვს საზოგადოებრივი აზრის სისულელეების გრძნობა, დაუყოვნებლივ მისცა სოლსკიაერს სრულმასშტაბიანი კონტრაქტი და მას შემდეგ იუნაიტედმა მოიპოვა 1.40 ქულა თითო თამაშში. აღსანიშნავია, რომ ბამლეტმა ასევე მოიგო ექვსი მატჩი ჩატარებული შვიდიდან.

ფეხბურთის თანამედროვე სამყაროში მოთმინებისთვის ადგილი არ არის და როგორც წესი, ყველას მოთხოვნები ჭარბად აქვს. დღევანდელი აზროვნებით, "არსენალის" ჰერბერტ ჩაპმანი, "ლივერპულის" ბილ შანკლი, ''ლიდსის'' დონ რივი, ბრაიან კლოუ ''დერბი'' და ''ნოტინგემ ფორესტი'', რაც ყველაზე მთავარია, შეიძლება იყოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ალექს ფერგიუსონი. არ გაათავისუფლეს წარმატების მიღწევამდე.

მაგრამ ეს აზროვნების საშიში მეთოდია: თუ ზოგიერთ მწვრთნელი რაღაც მომენტში მიაღწევს წარმატებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მათგანი წარმატებული იქნება. როდესაც სოლსკიაერი 44-ე მატჩს უახლოეს კვირას გამართავს, გონივრულია ვიკითხოთ რა პროგრესი გაკეთდა, თუ გაკეთდა საერთოდ.

მოურინიო გათავისუფლდა გამარჯვებული პროცენტით 53.8%. სოლსკიაერის პროცენტული მაჩვენებელიც კი, თუ ამ თამაშებს ჩათვლით, არის 48.8%. იუნაიტედმა ოლეს ხელმძღვანელობით გაცილებით მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მოურინიოს დროს - 1,7 თითო თამაშში 1.6-ის წინააღმდეგ. თუმცა ასევე გაუშვა 1.2 მეტი 0.9 -ის წინააღმდეგ.

სოლსკიაერის მწვრთნელობაზე, ლუი ვან გოლმა აღნიშნა, რომ ''იუნაიტედმა'' კიდევ ერთი მწვრთნელი დანიშნა, რომელიც კონტრშეტევაზე ვარჯიშობს, რამაც ზოგადად დაცინვა გამოიწვია, მაგრამ ის მართალი იყო.

სოლსკიაერის გუნდის საიმედო თავდასხა, ძლიერად გამოიყურება მხოლოდ იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც უკან დატოვებენ ადგილს, რადგან ისინი პირველები თავს ესხმიან ‘’იუნაიტედს’’. როგორიცაა ''ტოტენჰემი'' ან ''მანჩესტერ სიტი''.
გამონაკლისი მხოლოდ დეკემბრის თვეში მოხდა,როდესაც ''მანჩესტერმა'' პირველმა შეუტია. ეს მოხდა ''ნორვიჩის'', ''ნიუკასლისა'' და ''ჩელსის'' წინააღმდეგ.

თანამედროვე ფეხბურთი უმაღლეს დონეზე, როგორც ამას ''ლივერპული'' და ''მანჩესტერ სიტი'' აჩვენებენ, როდესაც ისინი თამაშობენ, სტრუქტურირებული აზარტია. თავდასხმა, ისევე როგორც დაცვა, პირველ რიგში კარგი ორგანიზაციაა, როდესაც ფეხბურთელებმა იციან სად უნდა გადავიდნენ, ასე რომ, როდესაც შანსი ჩნდება, თამაში არის ნახევრად ავტომატური და ძალიან სწრაფიც კი მტრის მჭიდრო თავდაცვისთვისაც.

ერთი წელი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ სოლსკიაერი ახლოს არის ამ მიზნის მიღწევასთან.

მოურინიოს განთავსუფლების ერთ – ერთი მიზეზი იყო ის, რომ მისი ფეხბურთი ''უნაიტედის'' ისტორიისთვის არასასურველი იყო. სოლსკიაერმა, მოურინიოსგან განსხვავებით, ვერ აიღო თავდაცვა, რომელსაც შეეძლო გაეძლო ნებისმიერი შეტევისთვის.

რაც ჟოზემ გააკეთა გასულ წელს ენფილდზე ჩატარებული მატჩი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, თუმცა ამ ორი მწვრთნელის სტატისტიკა მსგავსია.


სოლსკიაერის პირობებში თითო მატჩში სწორი გადაცემების რაოდენობა შემცირდა. გაიზარდა მეტოქეთა კონტრშეტევისა და სწრაფი გარღვევის შედეგად გაშვებული გოლების რაოდენობა. მოკლედ სრული ქაოსია.

მათი პრობლემები მყისიერად არ მოგვარდება სოლსკიაერის შეცვლით.
მას აქვს სულისკვეთება, გუნდის ფეხბურთელებს სიცოცხლისუნარიანობას აძლევს, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მიმზიდველია ოცნებები, რომ ის მზად არის ამისათვის.

რა თქმა უნდა, დაკარგული არაფერია და გამარჯვებები კვლავ მოვა.

ბაზარზე არსებობს სხვა მწვთნელები, მაგრამ ისინი ყოველთვის არ იქნებიან უფასო. რაღაც მომენტში, ახალგაზრდობის ზრდისა და კონტრშეტევის ბუნდოვანი დაპირებები არ იქნება საკმარისი.

წყარო: manutd.ru
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Maguire_Harry
17 თებერვალი 2020 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ძალიან კარგი სტატია. ვინც თამაშებს უყურებს მიხვდება რომ არის აქ სიმართლის მარცვალი. სეზონის დასაწყისსა და მიმდინარე თამაშებშს შორის ხო უნდა იგრძნობოდეს რაღაც სხვაობა, მწვრთნელის ხელწერა როგორც იტყვიან. ისეთი გრძნობამაქვს ხანდახან ბიჭები დაკარგული არიან, არიციან რა უნდა გააკეთონ, თავდაჯედება 0.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 თებერვალი 2020 14:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლიგაზე თუ ვერ გავედით ან ევროპა ლიგა მაინც ვერ მოვიგეთ, ჩემი აზრით ოლეს დატოვება აღარ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს, დიდი პატივისცემისდა მიუხედავად.
2
№3
ავტორი: Dato kutaisi
17 თებერვალი 2020 15:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
მადლობა ავტორს რომ თარგმნა ეს სტატია
0
№4
ავტორი: ikeoni
17 თებერვალი 2020 16:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: SANDROGRIGA
ლიგაზე თუ ვერ გავედით ან ევროპა ლიგა მაინც ვერ მოვიგეთ, ჩემი აზრით ოლეს დატოვება აღარ მგონია სწორი გადაწყვეტილება იყოს, დიდი პატივისცემისდა მიუხედავად.

ჩემი აზრით ერთი პროცენტი არაა იმის შანსი რო მაგ შემთხვევაში დატოვონ უეჭველი გაუშვებენ...
0
№5
ავტორი: makaveli
17 თებერვალი 2020 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ძალიან ბევრგან შემხვდა სტატია ალეგრის შესაძლო დანიშვნაზე დაა აიი მაშიინ მართლაააა გააუქმონ გუნდი ა.. რატო უნდა მოიყვანო ალეგრი როცა პოჩეა ავისუფალი.. ძაან მინდა რო პროსტა ჭორი იყოს მაგრამ უკვე ბევრი გამოცემა წერს ძაან ალეგრიზე
0
№6
ავტორი: giorgi_mg
17 თებერვალი 2020 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგი სტატიაა და ვეთანხმები 100% არაფერი ნიშან-წყალი იმისა რომ გუნდი ვითარდება არ აჩანს.
0
№7
ავტორი: David_Beckham7
18 თებერვალი 2020 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
კარგი სტატიაა მართლა, ვნახოთ წლის ბოლოს რა მოხდება. საინტერესო წელი გველის თუმცა კი დაგვაწყდება ნერვებიც ტრანსფერების მოლოდინში და უამრავ ჭორებში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top