გავიხსენოთ ''იუნაიტედის'' ლეგენდის ფრაზები.
1. "1999 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალის წინ ბიჭებს ვუთხარი - თასი სულ რამდენიმე მეტრში იქნება თქვენგან. თუ წავაგეთ, ჩვენ ამ თასს ვერ შევეხებით და ბევრ თქვენგანს საერთოდ აღარ ექნება იმის საშუალება, რომ მას მიუახლოვდეს. აბა, გაბედეთ მოედნიდან ისე გამოსვლა, რომ ბოლომდე არ იბრძოლოთ".
2. ''ვენგერზე ამბობენ, რომ ის უზომოდ განათლებულია, რომ ხუთ ენაზე ლაპარაკობს. იცით, ჩვენთან ერთი თინეიჯერი ბიჭი თამაშობს კოტ დივუარიდან და ისიც ხუთ ენაზე ლაპარაკობს".
3. ''გარი ნევილი სულ რაღაც 10 სანტიმეტრით მაღალი რომ იყოს, ინგლისს მისი დარი ცენტრალური მცველი არ ეყოლებოდა. მამამისი გაცილებით მაღალია - 1.87 სმ. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, 'ნევილს ანალიზი ჩაეტარებინა".
4. აბსოლუტური შემთხვევითობაა! მილიონჯერ რომ ვცადო, აღარ გამომივა. რომ გამომივიდეს, პირობას ვდებ, მინდორს დავუბრუნდები. ''ბექემის'' ინციდენტზე.
5. ''მანჩესტერ სიტი" არ არის დიდი გუნდი და მათი მენტალიტეტიც შესაფერისია. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, არის ის, რომ ილაპარაკონ "მანჩესტერ იუნაიტედზე". ეს მათი ბედისწერაა.
6. "მე მასთან ნიძლავი დავდე სეზონის განმავლობაში 15 გოლის გატანაზე, მაგრამ ახლა ვაპირებ, რომ პირობებს ცალმხრივად გადავხედო. თუკი ის ამდენს გაიტანს, ყველაფერს შევცვლი და 150 გოლს ჩავუწერ. ამის უფლება ნამდვილად მაქვს, მე ხომ მისი მწვრთნელი ვარ", - კრიშტიანო რონალდოზე
7. "თქვენ რა, მეხუმრებით? თქვენი აზრით, ვგავარ მაზოხისტს, ვისაც საკუთარი მდგომარეობის დამძიმება სურს? ამ ბრძოლიდან მათ გამოგდებაზე რას იტყვით?" - 2007 წელს რეაქცია შეკითხვაზე "ლივერპულის" საჩემპიონო შანსებთან დაკავშირებით.
8. ჩემი მიზანი წყეული "ლივერპულის" დამხობაა. შეგიძლიათ, ეს სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ.
წყარო:
shortlist.com