თბილისი:
მანჩესტერი:
15-02-2020, 15:25
ავტორი: ALEXFERGUSON,
ნანახია: 1529,
კომენტარები: 7
რაიოლა პოგბას მომავლის შესახებ
პოლ პოგბას აგენტი ფრანგის მომავალს გამოეხმაურა.
რაიოლა პოგბას მომავლის შესახებ
პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თავისი კლიენტის შესაძლო მომავალს. მისი თქმით იუნაიტედის ფრანგ ნახევარმცველს ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნება სურს.

"იტალია არის პოგბას მეორე სახლი. მას სურს დაბრუნდეს იუვენტუსში. თუმცა ვნახოთ რა ვითარება იქნება"- ციტირებს რაიოლას სიტყვებს Sky Sports- ის ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ პოგბა გუნდს დატოვებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ოლე გუნარ სოლსკიაერის სამიზნეები დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ჯეიდონ სანჩო, "ლესტერის სიტის" ნახევარმცველის ჯეიმს მედისონი და "ასტონ ვილას" კაპიტანი ჯეკ გრილიში იქნებიან.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
15 თებერვალი 2020 16:07
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ეს ცალი ფეხით ტურინშია უკვე.
0
№2
ავტორი: ikeoni
15 თებერვალი 2020 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
გავიგეთ რო უნდა წასვლა და მიდის კიდეც რა ვერ დაამთავრეთ ეს თემა
1
№3
ავტორი: PaLoMo
15 თებერვალი 2020 17:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svani
ეს ცალი ფეხით ტურინშია უკვე.

ვიკაირის ჩართვას აპირებს იუვეო⚖️
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: Maguire_Harry
15 თებერვალი 2020 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
მთავარია ვინ მოგვყავს ამას რო ვუშვებთ
0
№5
ავტორი: giorgi_mg
16 თებერვალი 2020 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამის მიდი მოდის თემამ ხო ტვინი წაიღო
0
№6
ავტორი: irakli87
16 თებერვალი 2020 02:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
დასანანია. პოგბას რო ნორმალური ფეხბურთელები ყოლოდა გუნდში მოგებაზე დაგეშილი, პლიუს კარგი მწვრთნელი ეს აქ დარჩებოდა. მანჩესტერი დიდი ხანია არ არის ისეთი მოტივირებული ორიენტირებული გუნდი როგორიც უნდა იყოს პრემიერ ლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის. აქედან გამომდინარე პოგბას დონის ფეხბურთელისთვის რთულია დარჩენა იქ სადაც მომავალი ჯერ კიდევ არ ჩანს. ყველას ეიმედებოდა ხან ლინგარდი ხან შოუ ბაიი ლინდელოფიი ფრედი, ფერეირაა და კიდე ვინიცის ვინ…. მაგრამ რეალურად რო დაუფიქრდე ეს იყო უაზრობა,, ტიპი იუვედან რო გადმოვიდა გავიხსენოთ რა ფეხბურთელების გვერდით უწევდა თამაში და სად მოვიდა იმ იმედად რო უფრო უკეთეს ფეხბურთელებთან ითამაშებდა ასევე უკეთეს ფეხბურთს. ხელფასის და ლანძღვის გარდა რა მიიღო ამ კაცმა უნაიტედში? პროსტა მერამდენი წელია ტიპი ვინების გვერდით თამაშობს, იმენა სამარცხვინო ფეხბურთელების გვერდით უვარგისი, შედარება რომ აიღო ეს იგივეა იუვედან პოგბა პალერმოში რომ გადასულიყო. მარტო გერბის გამო თამაშის არ მესმის. მასე ნოტინგემ ფლორესტი ბევრ პრემიერ ლიგის გუნდს ჯობია მაგრამ ვინ გადასულა იქ სათამაშოდ? (გრანდებში მოთამაშეებს არ ვგულისხმობ) დრო შეიცვალა ყველა კარიერულ წარმატებაზე ფიქრობს და მართლებიც არიან. აბა მანჩესტერი თუ აიყვანს მასზე შეყვარებულ ჩვეულებრივ ფეხბურთელს? მოკლედ იმის ტქმა მსურს რო მარტო კლუბის ისტორიის სიყვარული არარის მთავარი. წარმატების ჟინია მთავარი
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
16 თებერვალი 2020 14:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წავა წავა აბათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top