ოფიციალურად ეშლი იანგი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ინტერის მილანში" გადაბარგდა.მისი კონტრაქტი ექვს თვეზეა გაწერილი,მაგრამ ასევე შეიძლება კონტრაქტი ერთი წლით გახანგრძლივდეს.
კლუბებს შორის შეთანხმება ხუთშაბათს მოხერხდა."ინტერმა" იანგში 1.3 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა,რომელიც ბონუსებსაც ითვალისწინებს.
ეშლი მესამე ფეხბურთელია,რომელიც "მანჩესტერიდან" ანტონიო კონტეს გუნდში გადავიდა,როგორც მოგეხსენებათ ზაფხულში "იუნაიტედი" რომელუ ლუკაკუმ და ალექსის სანჩესმა დატოვეს.
34 წლის ინგლისელმა "მანჩესტერში" 8 წელიწად ნახევარი გაატარა."იუნაიტედი" მას კონტრაქტსაც სთავაზობდა,მაგრამ იანგს მეტი სათამაშო დრო სურდა,რის გამოც "ინტერს" მიაშურა თავი.
იანგმა სოციალურ ქსელში "მანჩესტერზე" პოსტიც გამოაქვეყნა : "Man Utd– სთვის,თქვენ მომეცით შესაძლებლობა მომეგო ტიტულები,მემუშავა ისტორიაში უდიდეს მენეჯერთან და ვყოფილიყავი თქვენი კაპიტანი"
"გმადლობთ,რომ ამ 8 წელიწად ნახევრის განმავლობაში თქვენი ისტორიის ნაწილად მაქციეთ"
ამ სეზონში იანგმა "იუნაიტედის" შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა,სადაც 1 გოლისა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.ეშლი "მანჩესტერს" 2011 წელს ასტონვილადან შეუერთდა და მან "იუნაიტედის" მაისურით 261 მატჩი ჩაატარა,სადაც 19 გოლისა და 43 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ტრანსფერები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.