“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი ეშლი იანგი ზაფხულში “მილანის ინტერს” შეუერთდება იუწყება BBC.
ინგლისელს კონტრაქტი ეწურება,რის შედეგადაც იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს და “მილანში” გადაბარგდება.
იანგს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც შეეძლო დაეტოვებინა გუნდი,მაგრამ “მანჩესტერმა” ის ზაფხულამდე არ გაუშვა.
ეშლიმ “მანჩესტერში” 261 მატჩის ჩატარება მოახერხა,იგი 2011 წელს გადაბარგდა “ასტონ ვილადან” “იუნაიტედში”,რის შემდეგაც მან პრემიერ ლიგის,ევროპა ლიგის, FA Cup-ისა და EFL Cup-ის მოგება მოახერხა.