თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2020, 16:02
ავტორი: Lalana,
ნანახია: 1794,
კომენტარები: 7
გულშემატკივრები სოლსკაიერით უკმაყოფილონი არიან
გუშინდელი მარცხის შემდეგ გულშემატკივრები თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ სოლსკაიერის მიმართ.
გულშემატკივრები სოლსკაიერით უკმაყოფილონი არიან
"მანჩესტერ იუნიატედის" გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან ოლე გუნარ სოლსკაიერით,რომელმაც "არსენალთან" დამარცხების შემდეგ ინტერვიუში მომღიმარი სახით აღნიშნა რომ ყველაფერი კარგადაა.

"იუნაიტედი" ამ მარცხის შემდეგ ისევ მეხუთე ადგილზე იმყოფება და "ჩელსისთან" ხუთი ქულაა ჩამორჩენა.სოლსკაიერმა კი გულშემატკივრებს განუცხადა,რომ გუნდი უმჯობესდება და ისინი სწორ გზაზე დგანან.გულშემატკივრები კი ამ კომენტარს გამოეხმაურენ და ამბობენ რომ ეს სისულელეა.

"ახლახან დაკარგა მნიშვნელოვანი ქულები საშინელი თამაშის შედეგად @ManUtd– ის მწვრთნელი კი ამას ღიმილით და ხალისიანად ხვდება"-განაცხადა თვითერზე ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

"ნათლად ჩანს,რომ წინსვლა არ ჩანს,მის ხელში გუნდი ვერ ვითარდება! #ARSMUN #MUFC #solskjaer"

ერთმა გულშემატკივარმა კი თქვა:"ოლე გუნარი ტაქტიკურად არ არის იდეალური მწვრთნელი,მას აქვს გეგმა და თუ ეს გეგმა თამაში არ მუშაობს მაშინ ის ვერ ახერხებს გარდატეხის შეტანას.ამის შემდეგ კი იგი გამოდის და ღიმილით ამბობს რომ ყველაფერი იდეალურად არის.მე მხოლოდ ორი სიტყვა მაქვს მისთვის #OleOut."

იუნიატედმა არსენალთან 2-0ის დამარცხების შემდეგ სოლკაიერმა დასძინა,რომ ამ დამარცხების შემდეგ გუნდი უფრო ძლიერი დაბრუნდება

მენეჯერმა თქვა:"ჩვენ ვიცით რომ უკეთესები ვართ.ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ბიჭები დაუღალავად მუშაობდნენ,ჩვენ ამ დამარცხების შემდეგ ბევრად ძლიერები დავბრუნდებით"

"იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი რობინ ვან პერსი კი უკმაყოფილო დარჩა სოლსკაიერის დამოკიდებულებით მან აღნიშნა რომ ასეთი მარცხის შემდეგ მწვრთნელმა შეშფოთება უნდა გამოხატოს და ხალისით არ უნდა ეკიდებოდეს ასეთ შემთხვევებს.

"ოლეს რომ ვუსმენ, ძალიან სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს"-თქვა ვან პერსმა

"ვისურვებდი ასეთ დროს მისგან უფრო მეტი სიმკაცრე მოდიოდეს"

"ახლა კი ვხედავ რომ მას მსგავსი თამაშების შემდეგ ეღიმება,ეს კი არ არის გაღიმების დრო"


"იუნატედს" შემდეგი თამაში ფა ქაფის თასზე აქვს ვულვზთან,რომელიც შაბათს,ოთხ იანვარს შედგება.
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
2 იანვარი 2020 16:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
სწორადაც,როცა საჭიროა მაშინ ვერ იგებენ ეს სირბანჯოები.

ისე კი ვამბობდი ვერმოვიგებთთქო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: levionok
2 იანვარი 2020 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
შემოვიდნენ ქართულ ფბ გვერზე და ნახავენ თუ არ ვითარდება მანჩესტერი და ტაქტიკურადაც ტუ სასწაული არ არის,რეებს ბოდავენ ესენი აზრზე არ არიან)))))))))ზოგი ფერგის ადარებს აქ და ზოგი კლოპს და ა.შ ზოგიც ამტკიცებს რომ ტაქტიკურად უძლიერესი გუნდი ვართ პროსტა ფეხბურთელები არიან დებილები! აი გუშინ რომ ლინგარდი სასტარტოში იყო გლეიზერების ადილზე თამაშის წინ მოვხსნიდი ოლეს! (შე დალოცვლო მატას ეხვეწე კონტრაქტი გაახანგრძლივეო და ასეთ დროს თუ არ ათამაშებ გაგეშვა რას ერჩოდი?)ან იმას ვერ ხედავს რომ შოუზე პროდუქტიული უილიამსია? წერეთ ახლა და იყავით რა ქნას ლინგარდითო და მატიჩითო და ფრედითო! არ დაგავიწყეთ რომ მატიჩში და ფრედში 100 მილიონია გადახდილი გადასაყრელები რას მოყავდათ? მეტყვით აქ ოლე არ არის დამნაშავეო კიბატონო არ არის სხვა ყველაფერში ოლეა დამნაშავე და ვინც ოდნავ მაინც იცის ფეხბურთი ამას მიხვდება!
1
№3
ავტორი: ikeoni
2 იანვარი 2020 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მართლა არაა სიცილის დრო
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
2 იანვარი 2020 18:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
იძირება გემი მაგრამ ყველაფერი როგზეა
0
№5
ავტორი: K1llsw1tch
3 იანვარი 2020 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ეს მარცხი, მსგავსად ყველა სხვა მარცხისა არის ოლეს კისერზე. ტაქტიკა 0, სელექცია 0, ქარიზმა 0. ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ დროულად გაუშვებენ და ლეგენდის სტატუსს არ გაიფუჭებს და თავს არ შეაზიზღებს ყველას.
0
№6
ავტორი: krekera
3 იანვარი 2020 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
მედისონი და სანჩო რომ მოაგვარონ მერე იქნებოდა საინტერესო ოლეს გატესტვა...
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2020 00:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვულვზთან კიდე უნდა წააგონ?!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top