28-12-2019, 15:00
ნანახია: 2626,
კომენტარები: 61
მატჩის წინ:ბარნლი - იუნაიტედი
"იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ზედიზედ ორი მატჩის მოგებას შეეცდება
"ბარნლი" შეეცდება "ევერტონთან" მარცხის შემდეგ ხასიათი გამოიკეთოს,ამჟამად შონ დაიჩის შეგირდები მე-12 ადგილზე იმყოფებიან.
"წითელი ეშმაკები" კარგ ხასიათზე არიან და შეეცდებიან ოთხეულს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ.
სიახლეები გუნდებზე
"ბარნლის" ჯეფ ჰენდრიკი გუნდს დაეხმარებას შეძლებს,საეჭვოა აარონ ლენონის და გიბსონის თამაში.
მატჩში დიდი ალბათობით მონაწილეობის მიღებას შეძლებს ეშლი ბარნსი.
რაც შეეხება "იუნაიტედს",მაკტომინაის თამაში ძალიან საეჭვა,მას შემდეგ რაც "კაჭკაჭებთან" მუხლის დაზიანება მიიღო.
იცოდით თუ არა რომ
ბოლო 5 შეხვედრაში "იუნაიტედმა" "ბარნლისთან" ვიზიტისას,მხოლოდ 1 გოლი გაუშვა,დანარჩენ 4 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.
პრემიერ ლიგაში ამ 2 გუნდს შორის 10 შეხვედრა შედგა,სადაც 5 "იუნაიტედმა" მოიგო,4 ფრე და 1 მოგება "ბარნლის".
ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ,2-2 დასრულდა.
მსაჯი : მაიკ დინი
VAR : მაიკლ ოლივერი
დრო : 23:45
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.