20-12-2019, 23:25
ნანახია: 1792,
კომენტარები: 8
ჰოლანდის სამი არჩევანი
განხილულია ჰოლანდის შესაძლო შემდეგი ნაბიჯები
"რედ ბულ ზალცბურგის" თავდამსხმელი,ერლინგ ჰოლანდს აქტიურად უკავშირებენ სხვადასხვა გუნდებს.იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე კი რაფაელ ჰონინგშტეინი,გაბრიელე მარკოტი და დარმეშ სეტი განიხილავენ თუ სად შეიძლება გადავიდეს 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი.
ნორვეგიელი თავდამსხმელი დაკავშირებულია ევროპის რამოდენიმე კლუბთან,მათ შორისაა "მანჩესტერ იუნიატედი","დორტმუნდის ბორუსია" და "ლაიფციგი".ამ სეზონში ჰოლანმდა "ზალცბურგის" მაისურით 28 გოლის გატანა მოახერხა.
მაგრამ რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი?სატრანსფერო პოდგასტზე საუბრისას მარკოტი,სეტი და ჰონინგშტეინი განიხილავდნენ თუ რა არჩევანს გააკეთებს ერლინგი.
"ვფიქრობ ჰოლანდი დორტმუნდის ბორუსიაში გააგრძელებს კარიერას"-ამბობს ჰონინგშტეინი. "ასევე ლაიფციგიც ინტერესდება მისით,როგორც მოგეხსენებათ ზალცბურგი და ლაიფციგი რედ ბულ ჯგუფის ნაწილია,ეს არის ერთი ოჯახი,რომელსაც მართავს რალფ რაგნიკი,ზუსტად მისი დამსახურება იყო ჰოლანდის მიოლდედან ზალცბურგში გადაყვანა"
" ამჟამად მას ურჩევენ,რომ მისი შემდგომი ნაბიჯები უფრო თანმიმდევრული იყოს.მას ჯერ კიდევ შეუძლია ნაკლებად დიდ გუნდში გამოსცადოს თავი,რადგან საკმაოდ ახალგაზრდაა და აქვს დიდი დრო იმისთვის,რომ მაღალი დონის გუნდებისთვის მოემზადოს"
"დორტმუნდი შესანიშნავი ადგილი იქნებოდა მისთვის,ბორუსიელებს ჰყავთ პაკო ალკასერი,რომელიც ტრავმების გამო ვერ თამაშობს,ამიტომ მათ სჭირდებათ თავდამსხმელი,რომელიც რეგულარულად ითამაშებს,ისინი ასევე ბუნდესლიგისთვისაც იბრძვიან და წელს კარგი შანსი აქვთ ამისთვის,ამიტომაც მათ სჭირდებათ ისეთი თავდამსხმელი როგორიც ჰოლანდია.ასევე ვიცით რომ მისი აგენტი მინო რაიოლაა,რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს დორტმუნდელთა ბოსებთან"
მარკოტის განცხადებით კი,რომელიც ESPN- ის ეთერში გააკეთა,თვლის რომ თუ ტიმო ვერნერი დატოვებს ლაიფციგს ის იდეალური შემცვლელი იქნება მისი.
"ჰოლანდი კარგი შენაძენი იქნებოდა ნაგელსმანისთვის,ის კარგ დუეტს შექმნიდა პოულსენთან,ეს ბევრად უკეთესი ვარიანტია ვიდრე დორტმუნდში,ლუსიენ ფავრესთან გადასვლა"
"მათ ჰყავთ შესანიშნავი გულშემატკივარი,მათ აქვთ დიდი სტადიონი და რაც მთავარია მათ ჰყავთ ნაგელსმანი,რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია"
Sky Sports News– ის რეპორტიორი დარმეშ სეტი კი საუბრობს-"ჩვენ ვიცით,რომ მანჩესტერს სკაუტები გაგზავნილი ჰყავდა ჰოლანდის დასაკვირვებლად ზალცბურგი-ლივერპულის მატჩზე"
"ლაიფციგი ძალიან არის დაინტერესებული მისით,როგორც დორტმუნდი,მაგრამ მანჩესტერს ის პლიუსი აქვს,რომ ოლე გუნარი კარგად იცნობს ფეხბურთელს"
მარკოტი კი ფიქრობს,რომ იუნაიტედს გააჩნია სხვა აქტუალური საკითხები,რომლის მოგვარებაზეც უნდა იფიქრონ.
"ცხადია თუ იუნიატედი ხართ თქვენ ცდილობთ შეიძინოთ ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები,რომელბიც პერსპექტიულები არიან,ჰოლანდი კი ასეთია,მაგრამ ვფიქრობ რომ იუნაიტედს სულ სხვა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს ახლა"
"შეტევა არის ის განყოფილება სადაც იუნაიტედს არ უჭირს,მათ ჰყავთ ენტონი მარსიალი,მარკუს რაშფორდი და მეისონ გრინვუდი,ამიტომაც ვფიქრობ თავდასხმის გაძლიერება ნაკლებად პრიორიტეტული უნდა იყოს,რადგან მათ მოედნის სხვა ნაწილში ჭირდებათ გაძლიერება"
"და თუ თავდამსხმელზეა საუბარი,მათ სჭირდებათ ისეთი თავდამსხმელი,რომელიც იქნება გამოცდილი და რომელსაც შეეძლება სკამიდან შემოსვლა და თამაში გარდატეხის შეტანა,თანაც მათ ჰყავთ მეისონ გრინვუდი რომელსაც დრო და განვითარება სჭირდება,ამიტომაც არ ვფიქრობ რომ ახლა მათთვის პრიორიტეტული თავდამსხმელის შეძენა იყოს"
"ასევე გახსოვდეთ,რომ ის თამაშობს კლუბში რომელიც დომინირებს ავსტრიის ჩემპიონატში,მათ ყოველთვის აქვთ ბურთი და ზუსტად ამით ახდენენ მეტოქეზე დომინაციას,იუნაიტედში კი ასე არ იქნება,მაგრამ რა თქმა უნდა სწორ ფასად და სწორი პირობებით თუ მოხდება მისი შეძენა რატომაც არა,მაგრამ არის ერთი რამ,მინო რაიოლა,რომლისთვისაც გუნდს საკმაოდ დიდი საკომისიოს გადახდა მოუწევს და ამ დროს თქვენ ფიქრობთ ეს ინვესტიცია სულ სხვა მიზნისთვის ხომ არ უნდა გამოგეყენებინათ."