ნორვეგიელმა მწვრთნელმა, კომენტარი გააკეთა ჰალანდზე რომელსაც აქტიურად უკავშირებენ "იუნაიტედს".
სოლსკიაერმა დაადასტურა,რომ "ზალცბურგის" ფორვარდი "იუნაიტედის" სამიზნეა,ვინაიდან გუნდი ყოველთვის აკვირდება კარგ ფეხბურთელებს.
19 წლის ბიჭუნა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ახალგაზრდაა,მას შემდეგ რაც მიმდინარე სეზონში არანორმალური სტატისტიკა აქვს.
ჰალანდმა მიმდინარე სეზონში,"ზალცბურგის" მაისურით, 22 თამაშში 28 გოლი გაიტანა.აქედან კი 8 გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო,"ნაპოლის", "ლივერპულის" და "გენკის" წინააღმდეგ.
ჰალანდი ასევე ინტერესდებიან ისეთი გუნდები როგორებიც არიან,"იუვენტუსი","დორტმუნდი","რეალ მადრიდი","ლაიფციგი".
ოლე გუნარ სოლსკიაერის კომენტარი ჰალანდის შესახებ "კოლჩესტერთან" გამარჯვები შემდეგ.
"ის ისეთი ფეხბურთელია,როგორიც მე მომწონს.კარგ ფეხბურთელებს ყოველთვის ვაკვირდებით.ერლინგმა დიდი პროგრესი განიცადა,განვითარება კი ნებისმიერ გუნდში შეეძლება სადაც არ უნდა წავიდეს.მის შესახებ ბევრი ლაპარაკი არ მჭირდება,ჩვენ როგორც გუნდი ვეძებთ ფეხბურთელებს რომლებიც კარგად შეეწყობიან ახლანდელ ფეხბურთელებს,ბოლოს კი ვნახავთ რა გამოვა"