თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2019, 11:57
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2857,
კომენტარები: 32
კინი: "ამას საერთოდ არ ველოდი"
როი კინმა "სიტისთან" მატჩი შეაფასა.
კინი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, როი კინმა "მანჩესტერ სიტისთან" გამარჯვებაზე ისაუბრა.

"ქედს ვიხრი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინაშე. რაც არ უნდა მოხდეს იანვარში, ოლეს ირგვლივ აგორებული ჭორების ჩათვლითაც, დიდებული იყვნენ. ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ნამდვილი თამაში.

საქმე მხოლოდ იმაში არ არის, როგორ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ, არამედ იმაშიც, თუ როგორ მიჰყავდათ მატჩი, როგორ ბლოკავდნენ მეტოქეს და ავლენდნენ ხასიათს.

ნამდვილ სიამოვნებას ვიღებდი მათი ყურებით. სწორედ ასეთი უნდა იყოს "მანჩესტერ იუნაიტედი", მაგრამ ყველაფრის საწინდარი კვირიდან კვირამდე შენარჩუნებული სტაბილურობაა. იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები ასეთ დონეს შეინარჩუნებენ.

ამას საერთოდ არ ველოდი. შთამბეჭდავი იყო - "მანჩესტერ იუნაიტედის" საკადრისი თამაში. გასაოცრად ითამაშეს. "ტოტენჰემთან" გამარჯვებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, დღევანდელი გამარჯვება კი ფეხბურთელებს თავდაჯერებულობას შესძენს იმ კრიტიკის შემდეგ, რასაც ისმენდნენ - არავის მოსწონს, როცა აკრიტიკებენ"
- განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.
ინტერვიუები
32 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
9 დეკემბერი 2019 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
როგორც იქნა კინმა მოკეტა და იმედიმაქვს ოლე კიდე ბევრს მოაკეტინებს
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: Lalana
9 დეკემბერი 2019 13:00
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
სრულიად ვეთანხმები კინს,ამდენი კრიტიკის შემდეგ იყოჩაღეს და გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები,ამისთვის კი ყოჩაღ ოლესაც და ყოჩაღ ბიჭებსაც.ორ უმძიმეს მატჩს სათანადოდ გაუმკლავდნენ.ამ ორმა თამაშმა ისიც დაგვანახა,რომ არც თუ ისე საშინელი შემადგენლობა გვყავს როგორც იხატებოდა,გუნდს რომელსაც შეუძლია ნორმალური ფეხბურთი აჩვენოს სიტისთან და ტოტენჰემთან,ესე იგი იმის შესაძლებლობაც აქვს რომ სათანადოდ ითამაშოს სხვა თამაშებშიც.რაც შეეხება აქამდე არსებულ კრიტიკას,მე ვერ ვხდები რატომ არის კრიტიკის მიმართ ასეთი აგრესია,მითუმეტეს როდესაც ხედავ ასეთ გუნდს და თავისთავად ამის ნახვის შემდეგ მოთხოვნაც აქვს ადამიანს,რომ ასეთი თამაში საშუალო ან დაბალი დონის გუნდთანაც აჩვენოს და ესე იგი იმ უსახურ თამაშებზეც რომლებზეც ხალხს პრეტენზია ჰქონდა ისიც არ ყოფილა ულოგიკო და ამის შემდეგ რთული იქნება იმის აღნიშვნა რომ სათანადო გუნდი არ გვყავს იმისთვის რომ უბრალოდ ნორმალური ფეხბურთი ვაჩვენოთ.
ამ ყველაფრის ასახსნელად კი ორი მიზეზი არსებობს,საშუალო დონის გუნდებთან არ აქვთ ამხელა მოტივაცია და ამიტომაც ვერ აჩვენებენ სათანადო თამაშს,ან მეორე ვარიანტი რომელიც ჩელსისთან მატჩის შემდეგ ავღნიშნე,სადაც ვთქვი რომ ეს ტაქტიკა ისეთ გუნდებთან ამართლებს რომლებიც დომინაციას ცდილობენ მოედანზე და კონტრშეტევის დროს,რაშფორდის,ჯეიმსისა და მარსიალის სისწრაფეები კარგად მოქმედებს ასეთ დროს.
ასევე მინდა გამოვყო ფრედი და მაკტომინეი,რომლებმაც განმუხტეს სილვასა და დებრუინის შეტევაში ჩართულობა.გვარდიოლას როგორც ჩვევია საკუთარი ფლანგის მცველები ცენტრში შემოწია,სილვა და დებრუინი კი უფრო მაღლა აწია,მაგრამ ამ ორმა ისე გაანეიტრალეს ეს ორი ნახევარმცველი რომ წესიერ შეტევებსაც ვერ ანვითარებდნენ.მთავარია ახლა ისეთ გუნდებთანაც ვისწავლოთ თამაში რომლებთანაც ჩვენ ვიქნებით დომინანტები და რომლებიც ასეთ სივრცეებს არ მოგვცემენ.
1
№3
ავტორი: bziki
9 დეკემბერი 2019 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Xooo ეგეთი მანჩესტერი მე ფერგის მერე არ მახსოვს, ცოტა იმედი დამიბრუნდა,
ერთ ორგანიზმად თამაშობდნენ, დაზღვევები, ბრძოლა, ტრენერს გეგმის რწმენა, თავგანწირვა, თან სინქრონში კეთდებოდა ყველაფერი, ლიდერიც გამოიკვეთა მაკტომინეის სახით ააქ ხასიათი მაგ ბიჭს, სხვებზეც ახდენს გავლენას. მუხტი დაიჭირეს გასახდელში მგონი, არავის ეზარება ან უტყდება შავი საქმე, პოგბას გაასხმევინონ და სავიჩი მოიყვანონ ფულიც დარჩება, პოგბა რო გყავს მაშინ დომინანტი უნდა იყო, არც ფრედივით და არც ლინგარდივით არ იშრომებს შანსი არაა სადაც გინდა დააყენო პირიქით სხვებს გააზარმაცებს.
სუსტ გუნდებთან კი გვჭირდება მაგის კლასი(ზუსტად უკლასობის გამო ვტეხავთ ასტონვილასთან) მარა თუ გუნდს არევს გაუშვან თვითონაც აღარ უნდა დარჩენა.

უკლასობაა ალბათ მთავარი მიზეზი ნიუკასლებთან ნიჩიების, განწყობა, მოტივაცია ბევრს ნიშნავს.
ბევრს აფუჭებენ, სივრცე თუ არ აქვთ სწორხაზოვნათ უტევენ, ანგარიში რო მიყავთ თამაშს ვეღარ აკონტროლებენ, პატარები არიან დრო უნდათ გამოცდილება, კლასი აკრიფონ.
ვინმე თუ მწყობრად, გამართულად გვეთამაშა სადაც წინასწარ მონახაზით ვერ გატეხეს მერე პანიკაში არიან თვით რწმენას კარგავენ. ბალანსი არაა გუნდში გამოცდილების. შმეიხელი მაგიტო ეუბნებოდა ოლეს მატიჩი დააბრუნეო, მერა არ იზავს მაგას ოლე ეს წელი ესე იქნება.
1
№4
ავტორი: BARAATTT
9 დეკემბერი 2019 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
რამხელა ემოციებია თქვენი არ მესმის ხან ამბობთ რომ აზრზე არაა ოლე არც ტაქტიკის და არაფრის და ხან პირიქით თურმე მაგარი ტაქტიკოსი ყოფილა მოუს ჩაუდო და პეპსაც ... დაგავიწყათ ამ ორმა თამაშმა ალბათ წინა ჩატატებული თამაშები. ამ გამარჯვებებით მეც ვისიამოვნე მაგრამ ოლეს დიდი ტაქტიკოსობის რა მოგახსენოთ ჩემი აზრით მანჩესტერი დიდ შეცდომას უშვებს ამის დატოვებით და ამას სეზონის ბოლოს ვნახავთ, არ იცის ამ კაცმა როგორ უნდა ათამაშოს გუნდს დომინანტი ფეხბურთი არ იცის საერთოდ რა არის პოზიციური შეტევა მე ვერ ვნახე ვერცერთ შეხვედრაში მსგავსი ტაქტიკა რასაც ის ათამაშებს სწორედ დომინანტ გუნდებთან თუ გვიშველის დაცვიდან სწრაფად ამოსვლა შემტევების სისწრაფის ხარჯზე, მოუს სტილია ერთი ერთში. მოუს აჯვავდით და ამას ადიდებთ რატო? იმიტომ რომ ლეგენდაა? გავარტყი ამის ლეგენდობას და მწვრთნელობას კიდე. არ ვიცი შეიძლება ვცდები და ჯობია ასეც იყოს რადგან მერე ვეღარაფერი გვიშველის
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
9 დეკემბერი 2019 14:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
თუ ვაფასებთ ერთი ან ორი თამაშით მაშინ სწორია ეგ შეფასება.ისე რაც იყო შარშანდელი მოგებების შემდეგ გუნდი ალბათ არ დაავიწყდა არავის.უბრალოდ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას რომ სიტისთან გუნდმა ჩაატარა თავისი საუკეთესო მატჩი.მოუს დროსაც იყო კარგი მოგება სიტისთან 3-2 ქამბექით მაგრამ იქ გუნდს ასე კარგად არ უთამაშია.ყველა რგოლი სწორად მუშაობდა და ზუსტად აკეთებდა იმას რაც ევალებოდათ,მაგრამ ისმის ძალიან რიტორიკული კიტხვა.რატომ ახლა და არა მანამდე?
ეს მდგომარეობა ძალიან გავს მოუსგან გათავისუფლებული გუნდის თამაშის პერიოდს.მაშინაც მოტივაცია იყო.ახლა კი ოლეს შესანარჩუნებლად დადეს მაქსიმუმი.
ერთხელ და სამუდამოდ გაეცა მაინც კითხვას პასუხი,ყავს თუ არა გუნდს შემადგენლობა რომელიც აზრიან ფეხბურთს ითამაშებს.პასუხი ცალსახად დადებითია.ხოდა ყოველ თამაშში აწი რომელშიც ჩაისვრიან მერე მაინც ნუ დააბრალებთ ოღონდ ფეხბურთელებს.
არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით მიუდგე საქმეს.წაგება ფეხბურთელებს ბრალდებოდეს და მოგება მწვრთნელის დამსახურება იყოს.
შემდეგ თამაშებში გამოჩნდება შეუძლიათ თუ არა მობილიზება და სწორი ტაქტიკით თამაში.ახლა თავი ქუდში გვაქვსო და დაიკიდონ ისე არ მოხდეს.იმის გათვალისწინებით რომ ყველა ცუდ დღეშია, ახალ წელს შეიძლება ზედა პოზიციებზე ასვლა თუ მოინდომებენ.
რაც არ უნდა იყოს სიტისთან თამაში ყველა შემთხვევაში ოლეს და მთლიანად გუნდის აქტივში უნდა ჩაიწეროს
1
№6
ავტორი: giorgi_mg
9 დეკემბერი 2019 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგია აღიარება! მეც ვაღიარებ, რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.
იმედია ფერგის სინდრომი გადაედება და ბოქსინგ დეიზე ყველა თამაშს მოიგებენ.
1
№7
ავტორი: 100%Red
9 დეკემბერი 2019 15:39
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
კავანიზე დაიწერა 3d_7
რავი მანჯუს კი მირჩევნია
0
№8
ავტორი: Chesterman
9 დეკემბერი 2019 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 677
საინტერესოა ძაან ევერტონთან რა იქნება როგო მიუდგებიან და როგორ ითამაშებეენ .
0
№9
ავტორი: shotkin
9 დეკემბერი 2019 17:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეგ იქეთ იყოს და პოგბაზე რაისმის ბოლო პრესკონფერენციაზე ოლემ კი თქვა ბალახზე ვარჯიშობსო ამრა აზზე არ ვარო როდის დაბრუნდებაო მარა რაღაც საეჭვო სუნი უდის მაგ საქმეს როგორც ჩანს, საქმე რაშია ეხლა სულ რამდენიმე კვირის წინ ამბობდა რო დეკემბრის შუა რიცხვებამდე დაბრუნდებაო ტოტენჰემამდე 1 თამაშით ადრეო და ტოტენჰემსაც ვეთამაშეთ და სიტისაც, უწერია პოგბას რო კოჭის ტრანვა აქვს და ზუსტად იგივე ტრანვა მაქტომინეს ქონდა და 3 ჯერ ნაკლებ დროში გამომჯობინდა (ანუ მესმის რო ინდივიდუალურია ორგანიზმი და რამე მარა....) ძაან საეჭვოა რა მგონი რაღაცაზე ვერ ტანხმდებიან და თუ ეგრეა მიაყიდონ ამ ზაფხულსვე სადმე. ისე კი გამოჩნდა რო რთულ თამაშებში პოგაბას გარეშეც მშვენივრად უმკლავდებიან სირთულეებს და ვინიცის იქნებ კარგიც იყოს პოგბას მაგივრად სხვა ვინმე ვიყიდოთ ვინც უფრო ჟილკიანი ტიპი იქნება დანიელ ჯემიმსივით და სკოტივით აი ეგ 2 ბიჭი ძაან მომწონს თავისი მონდმომებით აღფრთოვენაბეას იწვევენ ხოლმე და ეგეთი რამეები ფერგის წასვლის მერე არ მინახავს ძირითადად მოდუნებული სასტავი იჩითებოდა ხოლმე თამაში რო ეზარებოდათ. მოკლედ რა მინდა რო ვთქვა ველი სიახლეს პოგაბას შესახებ სადამდე უნდა მალოს მწვრთნელმა ნეტა აგერაა დეკემბრის ბოლოც მალე და იანვარიც აქვეა თუ კიდე არ ათამაშა დეკემბერში პოგბა ალბათ ეს იმას ნიშნავს რო იანვრის სატრანსფეროს ელოდება ან მსგავსი რამ.
0
№10
ავტორი: ikeoni
9 დეკემბერი 2019 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მართლა საოცრად ითამაშეს ბიჭებმა ფრედის ბოლო ორი თანაში მაოცებს❤️
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top