"ქედს ვიხრი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინაშე. რაც არ უნდა მოხდეს იანვარში, ოლეს ირგვლივ აგორებული ჭორების ჩათვლითაც, დიდებული იყვნენ. ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ნამდვილი თამაში.
საქმე მხოლოდ იმაში არ არის, როგორ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ, არამედ იმაშიც, თუ როგორ მიჰყავდათ მატჩი, როგორ ბლოკავდნენ მეტოქეს და ავლენდნენ ხასიათს.
ნამდვილ სიამოვნებას ვიღებდი მათი ყურებით. სწორედ ასეთი უნდა იყოს "მანჩესტერ იუნაიტედი", მაგრამ ყველაფრის საწინდარი კვირიდან კვირამდე შენარჩუნებული სტაბილურობაა. იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდები ასეთ დონეს შეინარჩუნებენ.
ამას საერთოდ არ ველოდი. შთამბეჭდავი იყო - "მანჩესტერ იუნაიტედის" საკადრისი თამაში. გასაოცრად ითამაშეს. "ტოტენჰემთან" გამარჯვებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, დღევანდელი გამარჯვება კი ფეხბურთელებს თავდაჯერებულობას შესძენს იმ კრიტიკის შემდეგ, რასაც ისმენდნენ - არავის მოსწონს, როცა აკრიტიკებენ" - განაცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.