თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2019, 20:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2872,
კომენტარები: 7
სოლსკიაერი ოთხეულთან ჩამორჩენის აღმოფხვრას იმედოვნებს
ოლე გუნარს მიაჩნია, რომ სტაბილურობა გუნდის იარაღად იქცევა.
სოლსკიაერი ოთხეულთან ჩამორჩენის აღმოფხვრას იმედოვნებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერს მიაჩნია, რომ სტაბილურობა გადამწტყვეტი იქნება მიმდინარე სეზონის ჯამში პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვედრაში.

"იუნაიტედი" სანაკრებო პაუზიდან მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტისთან" 9-ქულიანი ჩამორჩენით ბრუნდება, მაგრამ მწვრთნელს მიაჩნია, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა რეალური სამიზნეა.

სანამ საკლუბო ფეხბურთში ორკვირიანი პაუზა დაიწყებოდა, "წითლები" შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდნენ და ყველ ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ექვს მატჩში 5 მოიგეს.

ოლეს მიაჩნია, რომ თუ იმავე ფორმას შეინარჩუნებს გუნდი "შეფილდთან" შეხვედრაშივე და სხვა მატჩებშიც გააგრძელებს გამარჯვებებს, ჩემპიონთა ლიგის ზონას მალე დაუახლოვდება.

"დიახ, საუკეთესო ოთხეულში მყოფ გუნდებს შორის სიმჭიდროვეა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე გუნდია, რომელთაც მხოლოდ სამი თუ ოთხი ქულა აშორებს ოთხეულამდე. ასე რომ, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი სტაბილურობაზე და მაქსიმალურად ბევრი ქულის აღებაზეა დამოკიდებული.

მოვლენები ჩვენდა საკეთილდღეოდ განვავითარეთ, კარგი თამაშ და კარგი შედეგი გვქონდა წინა სანაკრებო პაუზის შემდეგ, ამის შემდეგ კი ისევ სიმჭიდროვე გაჩნდა და მოუთმენლად ველოდები მომდევნო მატჩს ამავე მიზეზით. კარგად თამაში და კარგი შედეგები გვჭირდება."


როგორც ყოველთვის, დეკემბერი ამჯერადაც მოახდენს თავის გავლენას წლის შემაჯამებელ ცხრილზე, "იუნაიტედს" კი წლის ბოლო თვეში 9 მატჩის ჩატარება მოუწევს და მათ შორისაა დაპირისპირებები "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ სიტისთან".

"ჩვენ კვლავ ცხრილის სათავეში უნდა ვიყურებოდეთ. ოთხეული ახლოსაა, მაგრამ დიდი ჩამორჩენა გვაქვს. მომდევნო თვეში "სიტის" ვეთამაშებით, ამიტომ ჩამორჩენის შემცირების შანსი გვაქვს.

გვიბრუნდებიან ფეხბურთელები, გუნდი უმჯობესდება, ამიტომ გვაქვს იმედი, რომ სათანადო კონკურენციას გავუწევთ ჩვენს მეტოქეებს სეზონის მიწურულს.

მოვისმინე მარკუსის ინტერვიუ ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ ოთხეულში მოხვედრის საკითხი არ არის, ეს ჩვენი მიზანია".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 ნოემბერი 2019 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ჯერ შორსაა მაგრამ დაკარგული არაფერია და ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე
0
№2
ავტორი: Malboro463
22 ნოემბერი 2019 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
10 ქულა არაფერი არა ამ ეტაპზე. ტოტენჰემზე წინ ვართ და არსენალს 1 ქულით ჩამორჩება თან ისინც არ არიან გადასარევ ფორმაში. იანვარში თუ ვერ მოიხოდა და ლესტერსაც თუ ვერ აჯობა
საერთოდ უნდა წაშალო გუნდიდან მისი სახელი ცემაში უნდა გახიო და ისე უნდა გაგდო გუნდიდან.
0
№3
ავტორი: shotkin
22 ნოემბერი 2019 22:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ანუ მოდი ობიექტური ვიქნები და რეალურად შევხედოთ საითხს , ზოგადად ფეხბურთში კი ხდება ყველაფერი მარა ესე ცენზურაობებიც არ ხდება რო აი ჩვენ რა თამაშსაც ვაჩვენებთ ამგით კონკურენცია გავუწიოთ ტოპ 4 ეულის გუნდს ჯერ ამ წამს უკვე რამხელა სხვაობაა 4 ადგილამდე , ანუ ლივერპული სიტი და ლესტერი რო სევლენ ეგ ხო 100% იანი ბაზარია (ეხლა არ დაიწყოთლესტერზე რაი იციდა ისა და ესა ტიპებს ყველაზე ცენზურა სედეგი აქვთ დაცვაში უმაგრესი ნახვეარდაცვა ყავთ და დაფრინავენ თავდასხმაში და არამგონია 6-7 წამყვანი ფეხბურთელი 10 თამაშით აელეწოთ რო ვერ გავიდნენ 4 ეულში) ჩესლის სტაბილურობა კიდე რამდენ ხანს გაგრძელდება არავინ იცის მარა ჩვენზე კარგად თამაშობენ და ამ დრომდე არაფერი უჭირთ აი მოურინიოს ტოტენჰემი ახალი სუნთქვით დაიწყებს თამაშებს და ეგეც პრობლემაა და მიწასთან გასწორებული არსენალიც კი 1 ქულით გვისწრებს ამ დრომდე და რაზე ლაპარაკობს საერთოტ ეს კაცი ვიძახოთ ჰა წინასწარ რაიქნება არავინ იცისო მარა ამ წინასწარ რაიქნებას ხო ლოგიკური კავშირი უნდა ქონდეს იმასთან რაც ეხლა ხარ და ესე არასტაბილური თამაშით გოლის გატანა რო გიჭირს და აი ვაფშე ყველა ამტჩი გოლს უშვებ პროსტა რა იმედი უნდა გქონდეს თუნდაც ოთხეულისთვის? მითუმეტეს როცა 3 გუნდი უეჭველი შესულია 4 ეულში და სიტყვაზე იმ ერთი ადგილისთვის გადასათამაშებლად ჩელსი ,არსენალი,ტოტენჰემიდან ყველა გჯობია და ბოლოზე ხარ ნუ ჰა ჰა არსენალს ვაჯობოთ წვალებით აი მაქსიმუმ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 ნოემბერი 2019 14:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ასე არასტაბილურად თუ გაგრძელდა ოთხეული გამორიცხულია
0
№5
ავტორი: onlyred
23 ნოემბერი 2019 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ისე ოლეს რბილი ხასიათი აქვსო და პოჩეს არ არის რბილი მწვრთნელი?
ან რა ტაქტიკა ნახეთ პოჩეს გუნდებში?
დაცვას ეს კაციც იძახის.
უბრალოდ ეგრევე ვერ აიყვან 10 კაცს და 10ვე ვერ გაგიმართლებს.
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
24 ნოემბერი 2019 05:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
რთულია გადაჭრით თქვა რომ აი ოთხეულში შევალთ თუ არ შევალთ.მაგრამ ხომ არის არა რაციონალური არგუმენტები რაც გაძლევს ადამიანს ლოგიკურად აზროვნების საშუალებას არა?ეს ჩემისა ახლა რო ალაპარაკდა სტაბილურობაზე,ღმერთისგან ნაჩუქარი კალენდარი ქონდა და ანიავა აქეთ იქეთ ეს ქულები და სიტისთან მოუნდა სტაბილურად მოგება.ბატონო ოლე ლესტერს რომელსაც შენ მოუგე მეორე ადგილზეა პრემიერ ლიგაში.ამით იმის თქმა მინდა რომ ერთეული გამონათებები და აღებული 3ქულა კი არა გუნდმა ფეხბურთი უნდა ითამაშოს,გუნდმა ყველა თამაშში გოლი არ უნდა გაუშვას,გუნდმა ყოველ თამაშში 1გოლის მერე კარში 11 კაცით ჩადგომა არ უნდა ქნას,გუნდმა 8 მცველით არ უნდა ითამაშოს და თან იძახოს შემტევ სტილს ვთამაშობთო....
ასეთი გუნდი როდესაც გეყოლება ოლე,მერე ილაპარაკე სტაბილურობაზე და ოთხეულზე...
წააგო დღეს ჩელსმა და მშურს ჩელსის გულშემატკივრის ნაღდად რა,მიუხედავად წაგებისა ამაყად წააგეს და იმედს რო გიტოვებს გუნდი და მწვრთნელი მომავლისას.უყურებ შენს საყვარელ გუნდს რომელიც თამაშობს ფეხბურთს აზრიანს და შემტევს,ეს ყველაფერი კი ტრანსფერების გარეშე და პლიუს აზარის დანაკლისით.ლამპარდი არის ტრენერი განსხვავებით ოლესგან
0
№7
ავტორი: giorgi.gvenetadze87
7 დეკემბერი 2019 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
გილოცავთ ყველასსსსსსსსსსსსსსსს am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top