თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2019, 19:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2797,
კომენტარები: 4
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ოლე გუნარმა ფეხბურთელთა შესახებ ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა "შეფილდ იუნაიტედთან" გასვლითი მატჩის წინ ფეხბურთელთა მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

ოლე გუნარ სოლსკიაერი სკოტ მაკტომინეისა და პოლ პოგბას გარეშე იქნება აღნიშნულ შეხვედრაში, მაგრამ უფრო კარგი ახალი ამბავიც გავრცელდა რამდენიმე ფეხბურთელის დაბრუნების სახით.

აქსელ ტუანზებე, დილო გალო, ლუკ შოუ, ტიმოთი ფოსუ-მენსა, ერიკ ბაიი და ნემანია მატიჩი მწყობრში არიან.

"სკოტი ჯერ კიდევ იუქმებს მცირე ხანი. მას ჩვენთან ერთად არ უვარჯიშია, ჯერ კიდევ მკურნალობის და იმედი მაქვს, "ტოტენჰემთან" ან "სიტისთან" მატჩში ვიხილავთ. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. სწრაფად აღიდგენს ფორმას, მაგრამ "შეფილდთან" და "ასტანასთან" ნამდვილად ვერ იქნება. სავარაუდოდ, ვერც "ასტონ ვილასთან".

პოლი ჯანმრთელობა უმჯობესდება. დიდი ხანია უქმობს და როცა ამდენი ხანი ვერ უქმად ხარ, კუნთოვან მასას კარგავ, ამიტომ დროა საჭირო მის აღსადგენად. ჯერჯერობით საფეხბურთო საქმიანობით არ დაკავებულა, ასე რომ, გარკვეული პერიოდი მას ვერ ვიხილავთ".


საინტერესოა, შეძლებენ თუ არა კვირს მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები, რომლებმაც ტრავმა მოიშუშეს და ახლახან განაახლეს ვარჯიში.

"რა თქმა უნდა, ყოველთვის სასიამოვნოა ფეხბურთელების დაბრუნება და ჩვენ რამდენიმე ასეთი გვყავს. მათგან ბევრს არაფერს უნდა ველოდეთ, რადგან ძალიან, ძალიან დიდი ხანი იყვნენ ტრავმირებული. აქსელმა თავისი ბოლო მატჩი "ნიუკასლთან" ჩაატარა, ნემანია სანაკრებო შესვენებაზე დაშავდა. ლუკი სამი თვეა ვერ თამაშობს.

როგორც მინიმუმ, ისინი ვარჯიშობენ, თანაც სრული დატვირთვით და თუ მათ სათამაშო დროს მივცემთ, კარგი იქნება".


მარკოს როხოც ტრავმირებულია და კიდევ ერთი "წითელი ეშმაკი", რომელიც მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, "შეფილდის" მეკარე დინ ჰენდერსონია, რომელიც სწორედ "იუნაიტედიდან" არის განათხოვრებული და საიჯარო შეთანხმების საფუძველზე მას "წითლებთან" დაპირისპირება მოედანზე ეკრძალება.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 ნოემბერი 2019 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მაგრად დაგვაკლდება სკოტი ამ თამაში:(((
0
№2
ავტორი: Abruzzi
22 ნოემბერი 2019 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
დაა ცენტრში ვინებს ვათამაშებთ ? winked
0
№3
ავტორი: shotkin
22 ნოემბერი 2019 22:24
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კაროჩე ტრანსფერების გაკეთებაში ოლეს არაფერს ვერჩი უბრალოდ იმედია ვინც მოვა აწი აქ კარგად დააკვირდებიან ყიდვამდე რო ტრანვინი არ იყოს თორე ინვალიდებით არი სავსე გუნდი და ეგეც უშლის წლებია გუნდს სტაბილურობაში ხელს თავის დროზე ძირითადის კაცად რო მოიაზრებოდა ჯონსიც და ბაილიც და 10 დან თამას რო ტოვებდნენ და მათ მაგივრად სათადარიგო ფეხბურთელებით გამოდიოდა გუნდი მაგასაც წვლილი შექონდა წარუმატებლობაში დღეს ჯონსი ვიცით რო აღარაა ის რაც ადრე იყო და ზოგადად მოსაცილებელია მე თუ მითხავთ ბაილიც და ჯონსიც დავიღალე ამ ბაილის არსებობით ამ კუბში და ლუკ შოუც 80 % მაგ გზას ადგას უკვე
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 ნოემბერი 2019 14:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნახევარმცელი არ დარჩა ფაქტობრივად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top