მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა რაიან გიგზი გამოტყდა, რომ იუნაიტედში მოპოვებული ყველა ტიტულიდან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია 1999 წლის ტრებლი. საკუთარი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში არავის არ მოუპოვებია იმდენი ტიტული, რამდენიც უელსელ გიგზს. თვითონ რაიანი კი აცხადებს, რომ ამ მრავალ ტიტულს შორის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი 1999 წლის ტრიუმფია:” ეს იყო უბრალოდ ბრწყინვალე სეზონი, რომელიც ემოციებით ამერიკულ მთებს ჰგავდა. იმ დროისთვის ძალიან ძლიერი იყო არსენალი. ეს იყო ყველაზე ძლიერი გუნდი, რომლიც წინააღმდეგაც მე მითამაშნია. ჩვენ მოვიგეთ პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი. სეზონის კულმინაცია კი ჩემპიონთა ლიგის დრამატულად მოგება იყო. ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის ბოლო წუთები კი იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემს კარიერაში. ფინალამდე სამი წუთით ადრე მთელი გუნდი დამწუხრებული იყო. ერთ წუთში ჩვენ მოგვეცა შანსი. 30 წამში კი ყველანი უდიდესი ბედნიერებით აღვივსეთ.