თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2019, 14:52
ავტორი: Lalana,
ნანახია: 1607,
კომენტარები: 3
მარკუსი:"სოლსკაიერი საუკეთესო არჩევანია"
მარკუსი ოლეზე საუბრობს
მარკუსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი,მარკუს რაშფორდი ირწმუნება რომ ოლე გუნარ სოლსკაიერი საუკეთესო არჩვენია კლუბისთვის.სოლსკაიერმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა იმ დროს როდესაც დროებით მწვრთნელად ინიშნებიოდა "იუნაიტედში",ამის გამო კი მას მარტში კონტრაქტი დაუდეს,რის შედეგადაც იგი გუნდის სრულფასოვანი მენეჯერი გახდა.

იმ დროისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობდა "ტოტენჰემის" აწ უკვე ყოფილ მწვრთნელთან, მაურისიო პოჩეტინოსთან,მაგრამ მან იმ დროისთვის არ დატოვა ლონდონური გუნდი,რის შედეგადაც იუნაიტედის ხელმძღვანელობამ სოლსკაიერს გაუფორმა კონტრაქტი.

ახლა უკვე მაურისიო ხელმისაწვდომია,მას შემდეგ რაც სამშაბათს იგი "ტოტენჰემიდან" გაანთავისუფლეს,მის ნაცვლად კი "მანჩესტერის" ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დანიშნეს,მაგრამ ლონდონში განვითარებული მოვლენები სოლსკაიერის მომავალს მანჩესტერში ხელს არ შეუშლის.

მარკუსმა აღნიშნა,რომ "მანჩესტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაში სოლსკაიერმა დიდი წვლილი შეიტანა.

"მე უყოყმანოდ დავთანხმდი მას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე"-განუცხადა რაშფორდმა Sky Sports News– ის.

"ოლე სკამოად კარგი ადამიანია,მისთვის მთავარი კლუბის ინტერესებია და ის კარგად იცნობს ამ გუნდს,ამიტომ ვფიქრობ რომ მასზე უკეთესი არჩევანი არ არსებობს ამ დროისთვის"

"იუნაიტედს" 33 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი დასაწყისი ჰქონდა პრემიერ ლიგაში.ბოლო მატჩებში კი ცოტათი შეამსუბუქეს ეს მძიმე დასაწყისი.

"მანჩესტერი" 12 მატჩის შემდეგ 16 ქულით მეშვიდე ადგილზეა,ოთხეულს კი ცხრა ქულით ჩამორჩება.

რაშფორდი კი ამტკიცებს,რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი საკმარისი არ იქნება,რადგან "მანჩესტერი" ყოველთვის მაღალი საფეხურებისთვის უნდა იბრძოდეს.

"უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლო ტიტული მოვიგეთ,ამიტომ თუ ოთხეულში შევალთ და ტიტულის გარეშე დავრჩებით ნამდვილად ვერ ვიქნები ამით ბედნიერი"
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 ნოემბერი 2019 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ოთხეულითაც კამყოფილი ვიქნებით წელს:)))
0
№2
ავტორი: giorgi_mg
22 ნოემბერი 2019 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
შენ გოლები გაიტანე და ყველაფერი თავისით მოვა, 5_ში 1_ს არტყავს რამკაში და რატომ უკვირს სადაც არის.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 ნოემბერი 2019 14:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯერ არაა გარკვეული საუკეთესო არჩევანია თუ არა wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top