თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2019, 15:16
ავტორი: Lalana,
ნანახია: 1910,
კომენტარები: 7
პოლ პოგბას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია
მანჩესტერში პოგბას შემცვლელზე უკვე ფიქრობენ
პოლ პოგბას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია
TuttoSport-ის ცნობით "მანჩესტერში" უკვე ფიქრობენ პოლ პოგბას შემცვლელზე.ისინი აცნობიერებენ რომ ახლო მომავალში ფრანგი დატოვებს "იუნაიტედს".ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან განაცხადა რომ სურს ახალი გამოწვევების მიღება და სხვაგან საკუთარი თავის გამოცდა.

ასევე ისიც უნდა აღინიშნოს,რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მადრიდის რეალი" ცდილობდა მის გადაბირებას,კონკრეტულად მისი ხილვა "რეალის" თავკაც ზინედინ ზიდანს სურდა,მაგრამ ეს ტრანსფერი ვერ განხორციელდა ორი მიზეზის გამო.პირველი ეს იყო "მანჩესტერ იუნაიტედისგან" მოთხოვნილი საკმაოდ მაღალი ფასი,რომელიც შეადგენდა 180 მილიონ ევროს და მეორე ეს იყო ფლორენტინო პერესის არც თუ ისე დიდი დაინტერესება ფრანგის მიმართ.

სამწუხაროდ პოლ პოგბასითვის 2019-2020 წლის სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო,რადგან მან სეზონის პირველი ნახევარი უმეტესად ტრავმის გამო გამოტოვა.ამ ყველაფრის და მიუხედავად ზინედინ ზიდანი არ კარგავს ფრანგისადმი ინტერეს და ისევ ეცდება "მანჩესტერისთვის" მის წართმევას.

ამავდროულად AS აცხადებს რომ "მადრიდის რეალის" გარდა მისით "ტურინის იუვენტუსია" დაინტერესებული და მათ შეუძლიათ სარფიანი შეთავაზების გაკეთება,რომელიც მოიცავს მარჯვენა მცველ დანილოს,ნახევარმცველ ემრე ჩანს ან სამირ ხედირას და თავდამსხმელებს პაულო დიბალას ან მარიო მანჯუკიჩს.


წყარო: FoxSports.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
19 ნოემბერი 2019 19:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წასვლა დარჩენის საკითხი იქით იყოს და იმედია გამოჯანმრთელდება სანაკრებო პაუზის დასრულებისას თორე მაკტომინეისაც ტრავმა აქვს და ნახევარდაცვაში ძაან გაუჭირდება გუნდს.
1
№2
ავტორი: ikeoni
19 ნოემბერი 2019 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
აუ დავიღალე უკვე ამ წასვლა წამოსვლის ლაპარაკით რა
0
№3
ავტორი: The Special One
19 ნოემბერი 2019 20:41
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეჭვი არ მეპარება რომ მედისონიც და ბრუნოც ამას 100%-ით შეცვლიან.დავიღალე ამის გახსნით და ეჭვიც არ მეპარება სხვაგან რო წავა ისევ გაგიჟდება.ხასიათზე თუა ამაზე მაგარი ნახევარმცველი არ არსებობს მარა მგონი ყველა დავიღალეთ ამის კარგი ხასიათის ლოდინში.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: K1llsw1tch
19 ნოემბერი 2019 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
წავიდეს ამის ხასიათზე მოთამაშე ბუტია დედა ვატირე. ყელში ამოვიდა ამის პრეტენზიული სიფათის ყურება 4 წელი
1
№5
ავტორი: Dato kutaisi
19 ნოემბერი 2019 23:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ფაქტია რომ ხასიათის ტიპია და ამასთან არაპროფესიონალია საკუთარ საქმესთან მიდგომებში.მაგრამ იმედი იმისა რომ პოგბას მედისონი ბრუნოთი ჩაანაცვლებს ვინმე,ეს მიამიტობაა ბიჭებო.პოგბა წავა და მოსვლით მოვა ლონგსტაფი.აი ლონგსტაფი როგორ ჩაანაცვლებს ეგ ნაღდად არ ვიცი.საქმე იმაში არაა ამჟამად პოგბა გვადგება თუ არა.სულ ვამბობდი რომ პოგბას სჭირდება კონკურენცია ისე ვერ იქნება ეფექტურითქო და სანაცვლოდ ის ხდება რომ ვუშვებთ ხალხს და არავინ მოგვყავს.
აქაც პრობლემა არის კომპლექსური.გარდა იმისა რომ უშვებ ლუკაკუ და სანჩესს,ამ უკანასკნელს კი სასაცილო პირობებით და გუნდში კაპიტნად ნიშნავ იანგს,ინარჩუნებ დარმიანს დალოს ბაის ლინგარდს თავად იანგს,ზატო უფასოდ უშვებ ერერას.მოკლედ ყველა ამ სიტუაციას აბრალებს ვუვდორდს და არაა ეგ სწორი.ოლემ ზაფხულში კონტრაქტები გაუგრძელა და ზარზეიმით გვამცნო კონტრაქტების გადაგრძელებები და პლიუს ხელფასების მატებები.ეს ხალხი დაიტოვა ოლემ და არა ჩვენ ვინც ამ საიტზე ვართ.მესმოდა აქ არგუმენტები რომ კონტრაქტები იმიტომ გააგრძელა რომ გაყიდვა შეეძლოთ მერე კარგათო.პასუხად:1.რაც არ უნდა 20 წლიანი კონტრაქტები უფორმო პერეირას დარმიანს ჯონსს იანგს ლინგარდს ბაის დალოს,ამათი მსურველები ერთი თეთრით მეტის გადამხდელები არ არიან ამათში,რაც ესენი რეალურად ღირს.2.ოლემ არამარტო გაუხანგრძლივა,არამედ ძირითადის ხალხად აქცია ბევრი მათგანი და თქვა ამათ იმედზე ვარო. ხოდა ბატონებო ის ხალხი ვინც არ უნდოდა ისე მოისროლა არც დაფიქრებულა მაგალითად ლუკაკუ და სანჩესი ერერა. ის არგუმენტი რომ მთელს გუნდს ვერ გაუშვებდაო,არის მართებული მხოლოდ,თუ გავითვალისწინებთ იმას რომ როცა შემტევებს უშვებ და არავინ მოგყავს ამ დროს იმეს არგუმენტიც კარგავს აზრს.დაიწყე იმათი წმენდით ხომ?არა უბრალოდ არის ძალიან ქაოტური მდგომარეობა გუნდში.გუნდმა არ იცის საით მიდის და უფრო იგრძნობა რომ მიშვებულია პროცესები და ყველა თავისას აკეთებს.
მოკლედ პოგბაც წავა და ბრუნო და მედისონიც არ მოვა.ხოდა პლიუს ამას ლიგაზე ვერ გავაკთ და გაისად დაიდება უსერიოზულესი ტრანსფერები.მერე ერთი წლის თავზე ვიტყვით არ გაამართლა ამ პროექტმა და უცებ აღმოვაჩენთ რომ მთელი მსოფლიოს თვალში გაფარჩაკებული გუნდი ვართ.ამ რეპუტაციის აღდგენა ჩათვალეთ შეუძლებელი იქნება.მერე ვუკრათ ტაში ოლეს და ვიძახოთ უყვარს ამ კაცს ეს გუნდითქო
0
№6
ავტორი: Rooni
20 ნოემბერი 2019 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ტოტენჰემმა პოჩეტინო გაუშვა და მგონი კარგი დროა ერიქსენს შევუტიოთ უნდა გადმოვიყვანოთ
0
№7
ავტორი: გაბადაძე
21 ნოემბერი 2019 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
იმედია თუ წავა ამასაც მილიონ ნახევრად არ გაუშვებენ და დღევანდელი სანტრანსფერო პოლიტიკიდან დაგმომდინარე კარგ თანხას მოითხოვენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top