თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2019, 00:10
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2385,
კომენტარები: 6
იუნაიტედი ჰოლანდით ინტერესდება
"მანჩესტერი" ნორვეგიეელი ფეხბურთელით ინტერესდება
იუნაიტედი ჰოლანდით ინტერესდება
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები გაკვირვებულნი დარჩნენ როდესაც გავრცელდა ინფორმაცია,რომ ოლე გუნარ სოლსკაიერმა საკუთარ სკაუტებს დაავალა "ზალცბურგის" თავდამსხმელს ერლინგ ჰოლანდს დაკვირვებოდნენ.

19 წლის ნორვეგიელი პლანეტაზე ერთ-ერთი ის მოთამაშეა რომელმაც უკვე ამ სეზონში მეხუთე ჰეთრიკი შეასრულა.ჰოლანდმა 18 მატჩში 26 გოლისა და 6 შედეგიანი პასის გაკეთება მოასწრო.

"იუნაიტედი" ეძებს შესაფერის თავდამსხმელს და ამ სიაში ახალგაზრდა ნორვეგიელიც მოხვდა,როგორც მოგეხსენებათ "მიოლდეში" მუშაობისას ჰოლანდს ოლე გუნარი წვრთნიდა,ეს კი თავისებურად ტრანსფერის განხორციელების უპირატესობას იძლევა.

The Athletic_სი კი იუწყება რომ სოლსკაიერმა თავისი პირადი სკაუტი სიმონ უელსი გაგზავნა მის დასაკვირვებლად.იგი დაესწრო "ზალცბურგის" თამაშებს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში,

ერლინგს არაერთ ევროპულ გუნდს უკავშირებენ,მისი შესანიშნავი თამაში არავის გამოპარვია,როგორც შიდა ჩემპიონატში მიღწეული შედეგებით ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი შვიდი გოლით უდიდესი ყურადღება მიიპყრო,აქედან გამომდინარე მისი გადმობირება "მანჩესტერს" გაუჭირდება,მაგრამ იუნაიტედის პლიუსი ოლე გუნარია,რომელიც კარგად იცნობს თავის თანამემამულეს.



წყარო:MEN.co.uk
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: David_Beckham7
16 ნოემბერი 2019 02:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
ნეტა ეს მოიყვანონ და არა ის ჩამწნილებული მანჯუკიჩი. თუ ჩვენ ვერ დავითრიეთ ვინმე იტალიური კლუბი იყიდის უყვართ ესეთი ჯანიანი ფორვარდები და მერე შორიდან ვუყუროთ 150 მილიონო რო დაედება ფასი. სანამ ოლე აქაა უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი. მე ყველას კეინი მორჩევნოა 9 ნზე მაგრამ ეგ ფანტაზიაა და რაც რეალობაა აგერ. ამ ბიჭს ძაან მაგარი ალღო აქვს პოზიციის შერჩევის ადგილიდან უძლოერესი დარტტმა და თავის სიმაღლე და გაბარიტებთან ძაან სწრაფიცაა
2
№2
ავტორი: Lev
16 ნოემბერი 2019 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ეხლა თუ სოლსკიაერს იმის ყვ.....ები არ აღმოაჩნდა და რომ საკუთარი ფეხბურთელი დაითანხმოს და ეს სადმე სხვაგან წავიდეს მაშინ ეგრევე უნდა დაახვიოს გუნდიდან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: SANDROGRIGA
16 ნოემბერი 2019 12:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ზამთარში 2 კარგი ტრანსფერი მაინც რო გააკეთონ ძაან მაგარი იქნება მარა ერთიც თუ იყიდეს ეგეც საქმეა
1
№4
ავტორი: ikeoni
16 ნოემბერი 2019 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
ნამდვილად კარგი იქნება ამის მოყვანა
0
№5
ავტორი: makaveli
16 ნოემბერი 2019 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Lev
ეხლა თუ სოლსკიაერს იმის ყვ.....ები არ აღმოაჩნდა და რომ საკუთარი ფეხბურთელი დაითანხმოს და ეს სადმე სხვაგან წავიდეს მაშინ ეგრევე უნდა დაახვიოს გუნდიდან

მამამისი სიტიში თამაშობდა და ალბათ გექნებათ ვიდეო ნანახი როი კინი რო ფეხს ტეხავს, მაგით კარიერა დაასრულებინა კინმა და არამგონია მამამისმა მანჩესტერში გამოუშვას
1
№6
ავტორი: K1llsw1tch
19 ნოემბერი 2019 20:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ამას მიოლდეშიც წვრთნიდა ოლე და კარგად იცნობს და ორმაგად კარგი იქნება ამის ნიჭთან ერთად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top