თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2019, 16:13
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2682,
კომენტარები: 10
ვუდვორდის საოცნებო ტრანსფერი
რონალდო მანჩესტერს კიდევ ერთხელ დაუკავშირეს
ვუდვორდის საოცნებო ტრანსფერი
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი დაინტერესებულია კრიშტიანო რონალდოს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებით.ის უკვე კარგა ხანია ცდილობს მის დაბრუნებას,მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოდ მთავრდებოდა.

როგორც მოგეხსენებათ ამ ზაფხულს სარი "ივენტუსის" მწვრთნელად დაინიშნა,ბოლო ხანებში კი მასსა და რონალდოს შორის დაძაბულობაა.უკვე მეორე თამაშია რაც იტალიელს პორტუგალიელი მოედნიდან დროზე ადრე გაყავს.

ზოგიერთს მიაჩნია რომ "მილანთან" თამაში მან დაზიანება მიიღო და ამიტომაც გაიყვანა სარიმ ის მოედნიდან,მაგრამ შემდეგ გაირკვა რომ კრიშტიანუმ დროზე ადრე დატოვა სტადიონი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ რონალდოს ალეგრის გათავისუფლების შემდეგ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს ხილვა სურდა,რადგან პორტუგალიელი ფიქრობდა,რომ ჟოზე "იუვენტუსს" დაეხმარებოდა ჩემპიონთა ლიგის მოგებაში,მაგრამ იუვენტუსის ხელმძღვანელობამ არჩევანი სარიზე გააკეთა.

რონალდო უკმაყოფილოა იტალიაში და ამ ყველაფრიდან გამომდინარე "იუნაიტედს" ახლა კარგი შანსი აქვს რომ თავისი შვიდიანი სახლში დააბრუნოს,

გლეიზერებმა რამოდენიმე წლის წინ გაყიდეს პორტუგალიელი "რეალში",მანჩესტერმა კი ამით საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა როგორც შედეგების მხრივ,ასევე შემოსავლების მხრივაც.ვუდვორდს კი უკვე დიდი ხანია ოცნებად აქვს ქცეული მისი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება.

როდესაც ვუდვორდმა შეცვალა აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გილი,მას შემდეგ მისი პრიორიტეტული სამიზნე რონალდო იყო.

წითელ ეშმაკებში ფირქობდნენ რომ ეს მოხდებობდა კიდეც,პატრის ევრა იხსენებს სერ ალექსის სიტყვებს:

"მან მითხრა,რომ კრიშტიანო 99 პროცენტით მანჩესტერში დაბრუნდებოდა."

"მე მომეწონა და გავიფიქრე კიდეც რომ ჩვენ ისევ შევძლებდით ჩემპიონთა ლიგის მოგებას"

"ამის შემდეგ კი კარგად იცით რაც მოხდა,ეს ჩემთვის დიდი ტრავმა იყო,მას შემდეგ თავს დაკარგულად ვგრძნობდი"

რონალდოს წასვლის შემდეგ "იუნაიტედმა" დაკარგა გზა,სერ ალექსის მეთაურობით მათ ისევ მოიგეს ტიტულები,მაგრამ რაც პორტუგალიელი წავიდა მას შემდეგ მანჩესტერი საგრძნობლად დასუსტდა.

"იუნაიტედში" სურთ რომ გამოცდილი ადამიანი დაეხმაროს განვითარებაში მარკუს რაშფორდსა და ენტონი მარსიალს,რონალდოზე კარგი ვარიანტი კი მსოფლიოში რთულად მოსაძებნია.

მისი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება არ იქნება მარტივი,მაგრამ მანჩესტერმა ყველაფერი უნდა სცადოს ამისთვის.




წყარო:Express.co.u
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
11 ნოემბერი 2019 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
კარგით ეხლა კარგით:))))
2
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 ნოემბერი 2019 17:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სეზონი 6 სერია 1 :))

ბეილის საპნის ოერას მაინც ვერ ჯობია, ამას მარტო სნეიდერისას თუ შევადარებ wink
3
№3
ავტორი: Karanadze
11 ნოემბერი 2019 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 462
Exla gavkari ronaldos. Magis agnishnuli golebi aravis daviwyebia.
0
№4
ავტორი: giorgi_mg
11 ნოემბერი 2019 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჭორი, შანსი 0
0
№5
ავტორი: 100%Red
11 ნოემბერი 2019 22:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აუ სკოტის ტრამვა არ იყოს სერიოზულიდა რონალდოს ლგენდობას არ გავკარიი, სულ რო გვეხვერწოს გოლი რავა აღნიშნა მაგ არასწორმა ნუ თან შანსიც 0-ია wink
1
№6
ავტორი: shotkin
12 ნოემბერი 2019 01:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ცენტრ ფორვარდად გაასწორებდა რა მითუმეტეს ასეთ დროს როცა ცენტ ფორვარდად ბალღები გვყავს, თავის საქმეს იზმადა ამ ასაკშიც 1-2 სეზონი და მერე ნაცენზურა ამერიკაში
1
№7
ავტორი: setera
12 ნოემბერი 2019 20:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
არ გვინდაო რომ იძახით, გაფიცებთ ამაზე უკეთესი ვინაა გუნდში? ამ ასაკშიც კი უფრო მეტს იზავს ვიდრე ჩვენი დღევანდელი შემტევები ერთად აღებული.
0
№8
ავტორი: giorgi_mg
12 ნოემბერი 2019 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ისე ერთი კვირაც რომ უყურონ ჩვენმა ახალგაზრდებმა ბევრს ისწავლიან ამისგან. ასეთი დიდი ფეხბურთელები ერთი მაინც საჭიროა გუნდში, სულ რომ არაფერი ქნას ავტორიტეტი და გამოცდილება აქვთ.
0
№9
12 ნოემბერი 2019 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
რო იძახის არ გვინდაო ამაზე მაგარი და უკეთესი ვინ გეგულებათ?
0
№10
ავტორი: pogba p
13 ნოემბერი 2019 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 63
Agar davinaxo aq mosuli eg maxinji eg .d.sheve

Ibrasgan xo iswavles yvelaferi da gundi vegar gvigebs.exla magisgan
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top