გუშინ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბრაიტონს" უმასპინძლა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ოლე გუნარ სოლსკიაერმა გუნდის თამაში შეაფასა.
"როცა ასე თამაშობს გუნდი და ასე თამაშობენ ფეხბურთელები, გულშემატკივრებს შორის - ახალგაზრდებში მაინც - ჩნდებიან ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ბრენდონ უილიამსის, ჯეიმსისა და მარკუს რეშფორდის მსგავსად შეტევა სურთ. ჩვენც სწორედ ამისთვის ვართ აქ, მაგრამ მიმდინარე სეზონში იშვიათად თუ ვახერხებდით ამას. დღეს კი ბრწყინვალე ვიყავით".
"საუბარი შეიძლება ჩვენ მიერ გატანილ გოლებზე, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ურთიერთქმედება - სიღრმიდან ენტონის შრომა მარკუსს, დენსა და პერეირას შერბენისთვის სივრცეებს უქმნის. მარსიალი დღეს ბრწყინვალე იყო. მე რომ მცველი ვიყო, არ მენდომებოდა "იუნაიტედის" შემტევების წინააღდეგ თამაში, როცა ასე სირბილს იწყებენ".
ოლე გუნარმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ბრენდონ უილიამსი შეაქო: "შეუდარებელი იყო. გოლის გატანაც შეეძლო და საგოლე გადაცემის გაკეთებაც, პარალელურად კი დაცვაშიც მყარად იდგა. ძალიან მიხარია მის გამო, დიდებული თვე ჰქონდა".
შეხვედრის ბოლო წუთზე სკოტ მაკტომინეიმ ტრავმა მიიღო. ნორვეგიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელის მდგომარეობაზე მცირე კომენტარი გააკეთა: "ტერფი გადაუბრუნდა, ასე რომ, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ექიმი არ ვარ, მაგრამ მტკივნეული იქნებოდა".
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.