თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2019, 15:42
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2949,
კომენტარები: 26
ოლე ტრავმირებულთა შესახებ
სოლსკიაერმა მაგუაიერსა და მაკტომინეიზე ისაუბრა.
ოლე ტრავმირებულთა შესახებ
გუშინ, ევროპა ლიგის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "პარტიზანს" უმასპინძლა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მანჩესტერელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

შეხვედრის 75-ე წუთზე მაკტომინეიმ ტრავმის გამო მოედანი დატოვა. დაზიანება მიიღო ჰარი მაგუაიერმაც, თუმცა ინგლისელმა თამაშის ბოლომდე ჩატარება მოახაერხა. მატჩის შემდეგ სოლსკიაერმა დაშავებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, მაგუაერი მწყობრში იქნება მომდევნო მატჩისთვის, მან შეხვედრა ბოლომდე დაასრულა. სკოტის შემთხვევა კი საეჭვოა, უახლოეს დღეებში ძალების აღდგენა მოუწევს. მოედნიდან გასვლისას მითხრა: "კარგად ვიქნები". ძლიერი ბიჭია, მაგრამ მოედანი აუცილებლად უნდა დაეტოვებინა. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კვირისთვის მზად უნდა იყოს" - განაცხადა ნორვეგიელმა.

"წითელი ეშმაკები" მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს, "ბრაიტონის" წინააღმდეგ გამართავენ.
ახალი ამბები
26 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 ნოემბერი 2019 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia orive mzad iqneba
0
№2
ავტორი: Svanchester
8 ნოემბერი 2019 18:06
  • სიახლეები: 2778
  • კომენტარები: 3861
მარსიალი გუნდის ლიდერი უნდა გახდეს. სულ ვამბობდი, უმაღლესი კლასის იგროკია და შეუძლია ტოპ კლასი სტაბილურად იყოს. ოლე არუნდა გაუშვან, გუნდი ღერძს ქმნის რის ირგვლივათ ავაშენებთ გუნდს, ღერძი კი მარსიალი, რეშფორდი, პოგბა რა თქმა უნდა თუ არ წავა იქნება, და ნელნელა გუნდი დაიკავებს იმ საფეხურს რაც რეალურად ჩვენია ისტორიულად № 1
3
№3
ავტორი: makaveli
8 ნოემბერი 2019 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Svani
მარსიალი გუნდის ლიდერი უნდა გახდეს. სულ ვამბობდი, უმაღლესი კლასის იგროკია და შეუძლია ტოპ კლასი სტაბილურად იყოს. ოლე არუნდა გაუშვან, გუნდი ღერძს ქმნის რის ირგვლივათ ავაშენებთ გუნდს, ღერძი კი მარსიალი, რეშფორდი, პოგბა რა თქმა უნდა თუ არ წავა იქნება, და ნელნელა გუნდი დაიკავებს იმ საფეხურს რაც რეალურად ჩვენია ისტორიულად № 1

100% გეთანხმები ყველაფერში... მარსიალზე კარგს რო ვიძახდი ეგრევე ამიყოლებდნენ ხოლმე, გასაგებია რო ვერ არი ისეთი სტაბილური როგორიც ჩვენ გვინდა და თვითონ უნდა მაგრამ თავდაჯერებულობა უბრუნდება ეტყობა და ამან რო პროგრესი არ შეწყვიტოს და თავის ნიჭი ბოლომდე გამოავლინოს სასწაულად ითამაშებს

ვაააახ ბიჭო ხანდახან მგონია რო ლივერპულის საიტზე შევდივარ სადაც მანჩესტერზე დევს ნიუსი... წააგებენ გადაურბენენ .. მოიგებენ და ეს ოლეს დამსახურებაა არააა, მერე რა ხანდახან ვინ არ იგებს, და ასე შემდეგ. მეგობრებო არც მე და არც თქვენ არ იცით ვუდვორდს მოთხოვა თუარა ოლემ ვინმე.. ეგ ისეთი საკითხია ჩვენ კიარა შეიძლება ფელანმა არ იცოდეს და ჭორებს ნუ უჯერებთ ოლეს გამო არ იყიდა არავინო. რა დონის სპეციალისტები გვყავდა ვანგაალი მერე განსაკუთრებული და რა ქნეს??? აა ხო მეორეზე გავიდა ჟოზე დამავიწყდა ბოდიშით :((( შეხედეთ რეალს რამდენი ვარსკვლავი ყავთ რა დაცვა (სახელებით მაინც) მაგრამ გადაბმულად თამაში ვერ მოიგეს და სხვათაშორის ის კაცი წვრთნის ვისაც აქ ძალიან ბევრი ნატრობდა (კიდე კაი არ მოვიდა არასდროს მინდოდა) ბარსელონა რა კამანდა არიან და ვინებს ვერ უგებენ, ბაიერნი, ატლეტიკო როგორი ჩავარდნა აქვთ (ან აქვთ კიდე ზოგადად და ან ყომარი მიდის რისიც ძალიან მაგრად მჯერა) გასაგებია ყველას გვაქვს ჩვენი აზრი და შესაბამისად დაფიქსირების უფლებაც მაგრამ უკვე კომენტარების კითხვა მეზარება სუ უარყოფითი, ნეგატივი, ჩვენ ვიცით და ოლემ ვუდვორდმა და უფროსობამ არაა რა გვჭირდება და რა გვიშველის? აიი თუ არ გაუშვეს აგერ თქვენ და აგერ მე 3 წელიწადში ეპლს დადებს ოლე დარწმუნებული ვარ !!!!!!!!
1
№4
ავტორი: Lalana
8 ნოემბერი 2019 21:05
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: makaveli
აა ხო მეორეზე გავიდა ჟოზე დამავიწყდა ბოდიშით :(((

ასე რატომ იცით ხოლმე თქმა?სხვა არაფერი მომხდარა?აი საერთოდ არაფერი?ან გადაითვალე რამდენია ახლა მეორე ადგილთან განსხვავება,შემთხვევით თორმეტი ხომ არა?ასეთი მარტივი თუა მეორეზე გასვლა ამ ჩემპიონატში მაშინ ვნახოთ სეზონის ბოლოს მერამდენე ადგილას ვიქნებით და მერე ვისაუბროთ რამდენად მარტივია ან რთული ამის გაკეთება.ასევე რატომღაც ევროპის ლიგასაც აგდებით უყურებთ,გეგონება არანაირი ხარისხის თასი არ იყოს და ვნახოთ სეზონის ბოლოს ეს თასიც თუ გვექნება.ღმერთმა ქნას ასეც იყოს,მაგრამ თან ვამბობთ არაფერი შედეგები ქონდათო ამ მწვრთნელებს და თან ოლეს იმედი გქონდეს ამ შედეგებზე ცოატა არ იყოს ალოგიკურია.

ციტატა: makaveli
შეხედეთ რეალს რამდენი ვარსკვლავი ყავთ რა დაცვა (სახელებით მაინც) მაგრამ გადაბმულად თამაში ვერ მოიგეს და სხვათაშორის ის კაცი წვრთნის ვისაც აქ ძალიან ბევრი ნატრობდა

მაგ ხალხმა იმდენი ტიტული მოიგო ჩვენ ფეხბურთელებს ჯერ-ჯერობით ეგ არც დაესიზმრებათ და საკმაოდ რთულია შემდეგ ისევ გახვიდე მოტივირებული მოედანზე იმ ყველაფრის შემდეგ რაც ქნეს.ამავდროულად წავიდა რონალდო,ასაკშია მოდრიჩი,მარსელო და რამოსი.ასევე ისიც აშკარაა რომ ზიდანიც ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე,რესურსი ძალიან დიდი აქვს,მაგრამ ვერ იყენებს სათანადო დონეზე.

ციტატა: makaveli
ბარსელონა რა კამანდა არიან და ვინებს ვერ უგებენ, ბაიერნი, ატლეტიკო როგორი ჩავარდნა აქვთ

აი რაც შეეხება ბარსელონასა და ბაიერნს ზუსტად მწვრთნელის პრობლემაა მათ გუნდში,ბაიერნიდან გაუშვეს უკვე კოვაჩი და ზაფხულში ვალვერდესაც მიაყოლებენ.მაგათაც მაგარი შტერი პრეზიდენტი ყავთ,თორემ წინა წლის ქამბექის შემდეგ მაგ მწვრთნელს რომ ისევ ტოვებ გუნდში ცოტა არ იყოს და ძაან იდიოტიზმია.რაც შეეხება ატლეტიკოს,ხუანფრანი წავიდა,გოდინი წავიდა,ტეო წავიდა,გრინზმანი წავიდა და კიდევ კარგად არიან ეგენი.

ციტატა: makaveli
აიი თუ არ გაუშვეს აგერ თქვენ და აგერ მე 3 წელიწადში ეპლს დადებს ოლე დარწმუნებული ვარ !!!!!!!!

აი ეგ კი ძაან შორეული გეგმებია და ღმერთმა უწყის სამი წლის შემდეგ ეს გუნდი რა მდგომარეობაში იქნება.აქ მარტო მწვრთნელს არ ვადანაშაულებ,მტლიანად უაზრო სისტემაა გუნდში.კაცი რომ ორი წლის განმავლობაში სპორტულ დირექტორს ვერ მოიყვანს იქ რთულია რამეზე საუბარი.ამიტომ მთლიანად მანჩესტერის ამ ხელმძრვანელობის არ მჯერა.იქნება გამონათებები,იქნება კარგი სერიებიც როგორც უწინ,მაგრამ ეს გუნდი ასეთი სვლით რომ სიტის ან ლივერპულს დაეწევა ეს უფრო თავის მოტყუებას გაქვს.ჩვენ ასეთი ნელი სვლით გავძლიერდებით და ისინი კი დაგველოდებიან?ისინიც თავისთავად გაძლიერდებიან,ამიტომ ასეთი სვლები კი არ არის საჭირო,არამედ ათჯერ უკეთესი რომ დროზე ადრე იყოს შედეგი,თორემ ეგ სამი წელიც მალევე გაფრინდება და მერე ისევ იმის თქმა მოგვიწევს სამი წლის შემდეგ აუცილებლად დავდებთ პრემიერ ლიგასო,მაგრამ ამ საუბრებს უკვე აზრი არ აქვს,ერთი კონტექსტია სულ,ამიტომ უბრალოდ ჩემი მხრიდან როგორც მაქამდე დაველოდები ყოველ კვირეულად თამაშებს,ვუგულშემატკივრებ გუნდს მომავლის იმედით,მაგრამ ეს მომავალიც მალე დადგება და დიდი იმედი მაქვს ისევ ცუდ შედეგებს არ ვიხილავთ.

აი მომავალ სეზონში თუ მეორე ადგილას გავედით გამახსენეთ ეს კომენტარი და ბოდიშსაც მოვიხდი ჩემი არასწორი შეხედულებისთვის.
1
№5
ავტორი: makaveli
8 ნოემბერი 2019 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ლალანა მადლობა გამოხმაურებისთვის !
ძალიან მაგარი სტატიააა სერ ალექსზესერ ალექს ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად მიღწეული საოცარი შედეგებით მთელმა მსოფლიომ გაიცნო, თუმცა ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, როგორ ეპყრობოდა ლეგენდარული მწვრთნელი კლუბის უხუცეს გულშემატკივარს.



როგორც ირკვევა, 90 წელს გადაცილებული ლესტერელი ქალბატონი ადგილობრივ გაზეთში გამუდმებით რეკავდა და იუნაიტედის შესახებ მეტი სტატიის დაწერას ითხოვდა. როგორც გაირკვა, ქალბატონი იუნაიტედის ყველაზე მხცოვანი წლიური აბონემენტის მფლობელი იყო.



მოგვიანებით ქალბატონმა ჟურნალისტს გაუმხილა, რომ სერ ალექსი ყოველი მატჩის წინ, მასთან ავტობუსს გზავნიდა, რათა ლესტერიდან იუნაიტედის თამაშზე მიეყვანა. მოგვიანებით, ფერგიუსონმა შეიტყო, რომ უხუცესმა ფანმა მხედველობა დაკარგა. საპასუხოდ მან ოპერაციის დაფინანსება შესთავაზა.



ეს და სხვა მრავალი ფაქტი ადასტურებს, რომ სერ ალექსი არამარტო ლეგენდარული მწვრთნელი, არამედ გამორჩეული ადამიანიცაა
0
№6
ავტორი: Karanadze
8 ნოემბერი 2019 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 463
Mourinio armevaseboda da axla vafshe ar mevaseba. Mouriniom warmatevas rogori gundebitac miagwia ar unda moacilo iset gundebs. Moutinios mogebuls van gaalis wagebuli mirchevnia dzmao. Ise erti simgeraa shesanishnavi manchesterze sadac mourinios kargad moixsenieben dd fuck the moutinio son of the bitch. Dd

Da martiali magari chkviania da zustad mouriniom chakla dzaglivit ro miagdo. Ai ro gadmovida rogori klasni iyo magrad mevaseboda.
0
№7
ავტორი: bero123
9 ნოემბერი 2019 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
https://goal.ge/news/132536-manchestershi-fexburti-pirvel-adgilze-ar-iyo-ereram-
yofili-gundi-gaakritika.html ძნელია არ დაეთანხმო ამ კაცს და ვერც გააკრიტიკებ რატო წავიდაო
0
№8
ავტორი: Lalana
9 ნოემბერი 2019 00:31
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: makaveli
ლალანა მადლობა გამოხმაურებისთვის !

არაფრის მეგობარო,მადლობა შენც.აქ ყველას მანჩესტერის წარმატება გვსურს,უბრალოდ ხედვებია განსხვავებული,ზოგს ჯერა,ზოგს არა.ამაში არცაა გასაკვირი არაფერი.მე კონკრეტულად ბევრიჯერ გამიცრუვდა უკვე იმედი და ამიტომაც აღარ ვეხმაურები აღტაცებით შემდეგ მოგებებს,რადგან არ მინდა ისევ ძალიან დიდი იმედები მომეცეს და ბოლოს ისევ წაგებული დავრჩე,უბრალოდ ვაკვირდები სიტვაციას და იმედია ეს გუნდი ამ ჯურღმულიდან გამოძვრება რისიც ჯერ-ჯერობით არ მჯერა,მაგრამ იმედია ჩემი მოლოდინები არ გამართლდება.

ციტატა: Karanadze
Moutinios mogebuls van gaalis wagebuli mirchevnia dzmao.

შეიძლება არ მოგწონდეს,შეიძლება გულზე არ გეხატებოდეს,მაგრამ მე იმას ვერ ვხდები როგორ უნდა გერჩივნოს ვან გაალის წაგებები მოურინიოს მოგებებს,ამას იმიტომ ვკითხულობ რადგან კონკრეტულად გუნდს ეხება ეს თემა.ვის ხელშიც არ უნდა იყოს ეს გუნდი,ეს მოურინიო იქნება,სოლსკაიერი,ჯუმბერი თუ რეზიკო არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია გუნდი იყოს წარმატებული და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იდგება ამ გუნდის სათავეში.ხო და Fuck the moutinio son of the bitch,ამაზე ერთ ლინკს დავდებ,ეს იმდროინდელია როდესაც 4-0 მოვუგეთ ჩელსის,ამ სეზონში ხდება ეს კონკრეტული My Webpage

რაც შეეხება მარსიალს მაგაში კი გეთანხმები,ძალიან არასწორად მოიქცა მასთან მიმართებაში,მაგრამ რომ ვთქვათ მისი კლასი ჩაკლაო მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვით,რადგან მოურინიოს მოსვლის შემდეგ პირველივე სეზონში საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა იმასთან შედარებით რასაც ვან გაალი აძლევდა,თან ვან გაალის დროს მარცხენა შემტევად იდგა მატჩების ნახევარი და მარცხენა ფლანგიდან გაქონდა თუ გაქონდა გოლები,შეგიძლიათ ეს ფაქტი გადაამოწმოთ,ზუსტად მაგ პოზიციაზე ათამაშებდა მოურინიოც,მისი პირველი სეზონი ჩააგდო,მაგრამ შემდეგ სეზონებში აშკარად უმატებდა,თან ისიც გასათვალისწინებელია რომ მაგ სეზონში მოუხდა დაძაბულობა თავის მეწყვილესთან. ზოგადად კი როდესაც ხარ მებრძოლი ფეხბურთელი და შენ ნომერს სხვას აძლევენ ბევრად მეტი უნდა მოინდომო და უნდა დაუმტკიცო რომ არასწორად მოგექცნენ.
0
№9
ავტორი: Malboro463
9 ნოემბერი 2019 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
3 წელში ეპლს რითი დადებს ეს ახალგაზრდები გაიზრდებიან? მაკტომინი როი იქნება,ბისაკა კოული, ჯეიმსი გიგსი,მარსიალი ანრი, ლონგსტაფი მოვა მომავალი პოლი და კიდევ 2-3 ახალგაზრდა გაიზრდებიან და ეპლსაც მოიგებენ ხო? ამ ფეხბურთელებით მაქსიმუმ დღევანდელ ლესტერის დონის გუნდს გავუთანაბრდეთ კლასით სიტიზე და ლივერპულზე ზედმეტია საუბარი...
რავიცი ძმა უკლასო და გამოუცდელი ფეხბურთელებით ეპლის მოგება დღეს შეუძლებელი მგონია სიტი,ლივერპულს და ჩელსის დე და თუ ეტირა და ამათზე უარესად გაფარჩაკდა კიდე შეილება.
აბა ლიგის მიღმა მოთამაშე გუნდში ისეთი ფეხბურთელი არ გადმოვა ვისაც ბარსა,ბაიერნი,რეალი ან იუვენტუსი ეპატიჟება თუნდაც სიტი სადაც ინდივიდუალური განვითარების მეტი შანსია და კარიერული წარმატების.
დე ხეას შეხედეთ 30 წლის ხდება რეალში რო გადასულიყო თავის დროზე ხომ ექნებოდა უფრო დიდი კარიერა რას მიაღწია მანჩესტერში? ინდივიდუალური მიღწევებიც გაუფუჭდა გამო###ი დაცვის გამო. ბევრი ასეთი დონის ახალგაზრდა არ გაჩერდება დიდხანს გუნდში #ლეზე კიდია მამენტ მბაპეს 3 წლიანი პროექტი სადაც მესამე წელს ან მოიგებს რამეს და ანარა. ლონგსტაფის ჯეიმსის მაგუაერის დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს კიდე ნებისმიერი ოთხეულში მოთამაშე ესპანური გუნდი გადაურბენს. და ამას თქვენც მოესწრებით ეს კაცი თუ დატოვეს. იქამდე შეილება ევროპაზეც გადავეყაროთ ვინმეს.

ოლეს IQ აქვს დაბალი და მისი დონის ფეხბირთელები მოყავს გუნდშიც
როი ჰოჯსონზე სი რ მწვრთვნელს თუ ვნახავდი დიდ გუნდში ვინმეს არ მეგონა
0
№10
ავტორი: Karanadze
9 ნოემბერი 2019 04:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 463
https://youtu.be/3Bguu4H2xB4 1.35 dan 1.45 aris mourinios qeba dzma. Manchesteris gamarjveba kaneshna yvela mwvrtnelis xelahi mixaria. Me zogadad tamashia stili vigulisxme sxvadasxva klubebshi. Mourinios taosnobit arcerti gundis tamashi ar momwons.

Da rogorc aseti lamazi fexburtis tamashi jobia 10 mekarit tamashs.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top