თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2019, 21:51
ავტორი: The Special One,
ნანახია: 1877,
კომენტარები: 4
"ეს საშინელებაა"-პოგბას კომენტარი ტრავმაზე
პოგბამ ტრავმაზე ისაუბრა.
"ბორნმუთთან" კიდევ ერთი უსახური თამაშის შემდეგ,ფრანგმა ფეხბურთელმა ისაუბრა თუ რა რთულია ფეხბურთის თამაშის გარეშე ცხოვრება. პოლ პოგბამ აღნიშნა, რომ "იუნაიტედის" გასაჭირის ყურება მარტივი არაა.

მსოფლიო ჩემპიონი, გუნდს "არსენალთან" დაპირისპირების შემდეგ გამოაკლდა, 30 სექტემბერს. მას შემდეგ ფრანგმა 7 მატჩი გამოტოვა ზედიზედ.

"წითელ ეშმაკებს" 2019-20 სეზონის კოშმარული სტარტი აქვთ,თუმცა მიჯნაზე სამმა საგარეო გამარჯვებამ სიტუაცია შედარებით გამოასწორა და ოლეს წნეხი ცოტათი მოეხსნა.

"ალუბლებთან" 1-0 მარცხის შემდეგ ნორვეგიელის გუნდი პრემიერ ლიგაში მე-10 პოზიციას იკავებს.

პოგბას დაბრუნება დეკემბრისათვის იგეგმება,რომელმაც "ბორნმუთთან" მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა

"ეს ყველაზე საშინელებაა,ადვილი არაა უყურო თუ როგორ გადიან შენი თანაგუნდელები სავარჯიშოდ თუ მოედანზე სათამაშოდ."

"შენ დახურულად ვარჯიშობ,შენ გსურს რომ დაბრუნდე და გუნდს დაეხმარო,მაგრამ როცა ტრავმირებული ხარ ეს ადვილი არ არის.ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ტრავმის 100%-ით მოშუშება."
- განაცხადა 26 წლის ფეხბურთელმა.

ხუთშაბათს "იუნაიტედი" შინ მიიღებს "პარტიზანს",სამ დღეში კი კვლავ საშინაო მატჩს გამართავს ამჯერად პრემიერ ლიგის ეგიდით "ბრაიტონის" წინააღმდეგ.ამის შემდეგ იუნაიტედი" შეფილდის" წინააღმდეგ გამართავს საგარეო შეხვედრას და ნოემბერი საბოლოოდ ევროპა ლიგის კიდევ ერთი თამაშით დასრულდება.

წყარო : Goal.Com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 ნოემბერი 2019 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
როგორ აკლიხარ პოლ გუნდს როგორ:(((
1
№2
ავტორი: PaLoMo
5 ნოემბერი 2019 03:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
სექტემბერში მიიღო შარშანაც ტრამბა 24ში მგონი.საერთოდ ამან სექტემბერში არ უნდა ითამაშოს.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Dato kutaisi
5 ნოემბერი 2019 10:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
არ იყო ეგ გამოჯანმრთელებული და იდიოტიზმი ქნეს რომ ათამაშეს მთლად თვეებით დავკარგეთ.ეგეც სამწვრთნელო შტაბის ვაჟკაცობა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
5 ნოემბერი 2019 14:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როგორც ყოველთვის, ყველას უნდა გაუმიზეზდეს ტრავმა და 2 კვირის მაგივრად 4 თვე იუქმოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top