ინგლისელმა ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ისეთ ფეხბურთელთან თამაში, როგორიც პოლ სკოულზია.”ქუინზ პარკ რეინჯერსთან” მატჩში ”იუნაიტედის” გულშემატკივრები დაახლოებით ათი წუთის მანძილზე მაიკლს უმღეროდნენ:”თქვენ იცით, ეს მაიკლია.რთულად დასაჯერებელია, მაგრამ ეს პოლ სკოულზი არაა”.თავის მხრივ, კერიკმა განაცხადა, რომ ფანების მიერ დაწერილი ეს სიმღერა მოეწონა.
”სიმართლე რომ გითხრათ, პოლ სკოულზი ლეგენდაა და მასთან შედარება გადაჭარბებულად მიმაჩნია.მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ეს დიდი პატივია ჩემთვის.სასიამოვნოა, როდესაც ასეთი კალიბრის მოთამაშეს გადარებენ.პოლი ახლაც ისე კარგად თამაშობს, როგორც მთელი კარიერის განვმალობაში.მე ვვარჯიშობ მასთან ერთად ყოველდღე და ვცდილობ, ყველაფერი საუკეთესო შევისწავლო მისგან.პოლი დიდ დახმარებას მიწევს მე.”-ციტირებს ინგლისელის სიტყვებს skysports.com.
”ჩვენ გუნდში ყველა მოთამაშე ერთმანეთს პატივს სცემს.ყველას ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვთ და ყველა ცდილობს ერთმანეთს დაეხმაროს.ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ჩვენ გუნდს ნამდვილად არ აკლია.”