თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2019, 18:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3060,
კომენტარები: 8
სოლსკიაერის ქება ნახევარდაცვის დუეტს
მთავარი მწვრთნელი თავის შეგირდებს აქებს.
სოლსკიაერის ქება ნახევარდაცვის დუეტს
ოლე გუნარ სოლსკიაერს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველთა დუეტი, სკოტ მაკტომინეისა და ფრედის წყვილის კარგი შეთამაშება არის მიზეზი ბოლო დროინდელი კარგი შედეგებისა.

ოქტომბერში ჩატარებული 6 მატჩიდან ოთხი მაკტომინეიმ და ფრედმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს და ნორვეგიელის აზრით, მათი გაუმჯობესებული პარტნიორობა დივიდენდებს იღებს.

"მაკტომინეი ბრწყინვალე იყო და ახლა მას და ფრედ კარგი პარტნიორობა აქვთ ჩამოყალიბებული. ერთად კარგად თამაშობენ. ამას გასულ სეზონშიც ახერხებდნენ - იყო რამდენიმე მატჩი, სადაც კარგად გამოიყურებოდნენ, როცა ტრავმიანობა გვაწუხებდა, როგორც პსჟ-სა და "არსენალის" წინააღმდეგ შეხვედრებში.

ახლა წყვილში მუშაობენ, მაგრამ სკოტი ყოველთვის ბრწყინვალე იყო",
- განაცხადა სოლსკიაერმა.

როცა გუნდის კაპიტანი ეშლი იანგი არ არის სასტარტო შემადგენლობაში, გუნდს სხვადასხვა ფეხბურთელი კაპიტნობს - დავიდ დე ხეა, აქსელ ტუანზებე და ნემანია მატიჩი.

"ჩელსისთან" მოპოვებული გამარჯვებისას კი თანაგუნდელებს გასახდელიდან ჰარი მაგუაიერი მიუძღოდა წინ, თუმცა ოლე გუნარს მიაჩნია, რომ მომავალში მაკტომინეიც გახდება ავტორიტეტული ფიგურა თანაგუნდელებისთვის.

"სკოტი ლიდერია, ის "იუნაიტედის" ბიჭია, ბევრი ეტაპი განვლო. "ნორვიჩთან" ნახევარი ბრუნით გატანილი გოლით თუ ვიმსჯელებთ, იმის თქმაც შეიძლება, რომ ფორვარდადაც კარგად ითამაშებს, მაგრამ ნახევარდაცვაში ძალიან კარგად ვითარდება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 ნოემბერი 2019 19:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
სკოტი მართლა შეუდარებელია ბოლო პერიოდში❤️
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
1 ნოემბერი 2019 20:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბა მაინც ჰაერივით აკლია გუნდს, რაცარუნდა ხასიათის ფეხბურთელი იყოს ერთი პასით და მოძღაობით შეუძლია რო შეცვალოს სიტუაცია.
1
№3
ავტორი: 100%Red
1 ნოემბერი 2019 21:19
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: SANDROGRIGA
პოგბა მაინც ჰაერივით აკლია გუნდს, რაცარუნდა ხასიათის ფეხბურთელი იყოს ერთი პასით და მოძღაობით შეუძლია რო შეცვალოს სიტუაცია.

აუ აბა, მაგრა მინდა რო მალე დაბრუნდეს
1
№4
ავტორი: Dato kutaisi
1 ნოემბერი 2019 23:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: 100%Red
ციტატა: SANDROGRIGA
პოგბა მაინც ჰაერივით აკლია გუნდს, რაცარუნდა ხასიათის ფეხბურთელი იყოს ერთი პასით და მოძღაობით შეუძლია რო შეცვალოს სიტუაცია.

აუ აბა, მაგრა მინდა რო მალე დაბრუნდეს

იცით რა?კარგია ახლა რო ვერ თამაშობს.ამ დროს სკოტი და ფრედი შეთანაშსებიან და ცოტა უკანალი აეწვება და კოტრიალის ნაცვლად გარყევა მოუწევს თორე ნაღდად არ ექნება გარანტირებული ადგილი.შესაბამისად უფრო მოტივირებულიც დაბრუნდება.ამას ვამბობდი სულ.პოგბა კი არ უნდა გაყიდო,კონკურენცია უნდა შეუქმნა.მართალია კონკურენტებად ვინც გვყავს არც ისინი არიან და არც ლონგსტაფი იქნებოდა რო მოეთრია ოლეს,მაგრამ დასტაბილურებული და შეთამაშებული ცენტრი,აიძულებს პოგბას უფრო მეტად მობილიზებული გამოვიდეს,თორე ხედავს აგერ თამაშობენ მაგის გარეშეც.დაჟე პსჟს მოვუგეთ ხომ მის გარეშე
0
№5
ავტორი: shotkin
2 ნოემბერი 2019 00:38
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
როგორ მახსოვს ამ გვერდზე სკოტს რო მაგრად ასხავდნე და აჯვავდნენ ალბათ ზოგადი ფონის გამო გამოწვეულ ბრაზს მაგ ბიჭზე ტეხდა აქ ზოგ ზოგიერთი, არ ვამბობ რო ვარსკვლავები დაწყვიტა და რამე მარა საქციელებით და თამაშით 100% ით ანახა ყველას რო სულით და გულით მანჩესტერელია თან თავისი ძლიერი მხარეებიც გვაჩვენა და არ არის ჩვეულებრივი ფხბურთელი,მახსოვს ოლეს და კერიკის სიტყვები როცა თქვეს რო სკოტი მანჩესტერი დარენ ფლეტჩერი და მაიქლ კერიკის ნაზავიაო, ტყულად არ ევასებოდა ფერგისაც ევროპა ლიგის მოგების მერე მოურიიოს რო ანიშნებდა ამ ბიჭს მიხედეო
0
№6
ავტორი: gaga1987
2 ნოემბერი 2019 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
Magrad moumata da kaia
0
№7
ავტორი: Rooni
2 ნოემბერი 2019 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
ეს არის ძალიან მაგარი ამბავი თუ ეს დუეტი შეთამასდა და დადგა მაშინ ჩვენ ვეღირსებით და პიგბა წაიწევს წინ და აღარ იქნება ჩამშლელი
0
№8
ავტორი: zoroseo2020
31 ივლისი 2020 07:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
პოგბა მაინც ჰაერივით აკლია გუნდს, რაცარუნდა彩票 ხასიათის 福彩双色球ფეხბურთელი იყოს ერთი პასით და მოძღაობით შეუძლია რო შეცვალოს სიტუაცია.幸运飞艇
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top