თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2019, 18:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2857,
კომენტარები: 3
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ოლე გუნარი ტრავმირებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრიოს ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს ელოდება.

"ბორნმუთთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ ჰარი მაგუაიერი, ვიქტორ ლინდელოფი და მარკუს რეშფორდი "ჩელსისთან" მიღებულ დაზიანებას მოირჩენენ და მომდეცნო შეხვედრისთვის მზად იქნებიან.

"ჯერ კიდევ ადრეა რამის თქმა. იმედი მაქვს, ხვალ მოედანზე ვიხილავთ სამივე მათგანს. გარკვეული მკურნალობა ჩაიტარეს გუშინ და ცოტა მეტი დღესაც, მსუბუქი სესია იყო და იმედია, მზად იქნებიან. ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით დაზუსტებით", - განაცხადა ოლე გუნარმა.

"ბორნმუთთან" სტუმრობა ძალიან ნაადრევი გამოდის აქსელ ტუანზებეს, ლუკ შოუსა და ნემანია მატიჩისთვის, რომლებიც ნამდვილად ვერ ითამაშებენ შაბათს.

"დიახ, ისინი ნამდვილად არ არიან მზად. სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ შემოგვიერთდებიან. ყოველთვის სარისკოა დროზე ადრე მათი გამოწვევა, მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ნამდვილად უნდა შეძლონ გამოჯანმრთელება".


რაც შეეხება პოლ პოგბას, მისი უქმობის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა უკვე განაცხადა და დაადასტურა, რომ ფრანგი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს.

ერიკ ბაიი კი ოპერაციის გაკეთების შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადის.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
1 ნოემბერი 2019 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ხო შეიძლება ვადაზე ადრე განოჯამრთელდეს ვინმე ჩვენთან უნდა გაიწელოს ყველაფერი რა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
1 ნოემბერი 2019 20:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
ხო შეიძლება ვადაზე ადრე განოჯამრთელდეს ვინმე ჩვენთან უნდა გაიწელოს ყველაფერი რა


ხო ეგაა, რო იტყვიან 2 კვირა იუქმებსო 2 თვე არიან ტრავმირებულები, ხანდახან კიდე ასე არაფრიდან იღებენ ისეთ ტრავმებს ნახევარ სეზონს ტოვებენ ხოლმე.
0
№3
ავტორი: Nika_Jorbe
2 ნოემბერი 2019 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
პოგბას ტრამვა ძალით გაწეილი ხო არაა ? : ///
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top