თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2019, 20:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2895,
კომენტარები: 5
მარსიალი კონკრეტულ ასპექტზე ვარჯიშობს
ფრანგი ფეხბურთელი აცხადებს, თუ რის გაუმჯობესებას ცდილობს.
მარსიალი კონკრეტულ ასპექტზე ვარჯიშობს
ენტონი მარსიალი აცხადებს, რომ მისი უმთავრესი მიზანი რეალიზაციაზე მუშაობაა, ვინაიდან მიმდინარე სეზონში მას ცენტრალური ფორვარდის როლი აქვს "მანჩესტერ იუნაიტედში".

"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, გადაწყვიტა, მილანის "ინტერში" გადასული რომელუ ლუკაკუ არ ჩაენაცვლებინა ახალი ფორვარდით და მან ნდობა გამოუცხადა ფრანგს, მარკუს რეშფორდსა და მეისონ გრინვუდს.

მარსიალმა ტრავმის გამო ცხრა მატჩი გამოტოვა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ ზედიზედ ორ შეხვედრაში გაიტანა და რეშფორდთან ერთად კარგი წყვილი შექმნა.

ამას კი, როგორც მარსიალი ამბობს, თავისი მიზეზები აქვს. ვარჯიშების სესიის დასრულების შემდეგ ის დამატებით ვარჯიშობს მომენტების რეალიზაციაზე.

"ახლა ყველაფერი ჩემზე და გოლების გატანაზეა დამოკიდებული. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. ეს უნდა იყოს კიდეც.

როცა ვვარჯიშობთ, გარკვეულ დროს ვუთმობთ სხვადასხვა უნარების დამუშავებას. სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ კი ყველას შეუძლია დამატებითი დრო აიღო იმაზე სამუშაოდ, რაც გსურს, მაგრამ მე გოლების გატანაზე ვზრუნავ.

ამ ეტაპზე ცენტრალური თავდამსხმელის როლს ვასრულებ, რათა სტატისტიკა გავიუმჯობესო ამგვარად გუნდს დავეხმარო.

იმას არ ვამბობ, რომ ფინტები აღარ იქნება, რადგან ფინტები სწავლისა და საფეხბურთო ვნების ნაწილია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი რა პოზიციაზეც არ უნდა თამაშობდეს, გარჯა მაინც უწევს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თამაშისგან სიამოვნების მიღება კვლავ შეგეძლოს, რადგან თუ ამ ვნებას კარგავ, ყველაფერი რთულდება. თუმცა, თუ რაიმე ფინტს ვაკეთებ, ამის შემდეგ გოლის გატანაც მინდა.

ბავშვობაში ყოველთვის ცენტრალური შემტევის პოზიციაზე ვთამაშობდი, ამიტომ ვიცი, რომ ამ პოზიციიდან "იუნაიტედს" გამოვადგები.

აუცილებელია ამის ცოდნა, ამაზე კონცენტრირება ფიქრი. მხოლოდ ასე იღებს თავდამსხმელი სიამოვნებას.

ეს არ არის არჩევანი - ეს ვალდებულებაა".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
30 ოქტომბერი 2019 20:38
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
აბა შენ იცი, შენი გოლების იმედზე ვართ წელს)
0
№2
ავტორი: ikeoni
30 ოქტომბერი 2019 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
მარსო წელს მართლა ასე იმედზე ვართ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 ოქტომბერი 2019 23:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
სტაბილურობა აკლია და იმედია დასტაბილურდება
0
№4
ავტორი: stepno
31 ოქტომბერი 2019 09:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან ნიჭიერია და იმედია არ დაკარგავს და არ განიავებს ამ ნიჭს უაზროთ :)
0
№5
ავტორი: makaveli
31 ოქტომბერი 2019 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ვან გაალის მარსიალი საუკეთესო მარსიალი იყო და დიდი იმედი მაქ უკეთესი გახდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top