თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2019, 17:45
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2136,
კომენტარები: 10
ბელგრადის "პარტიზანი" - ტაქტიკური ანალიზი
რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე და როგორ ფორმაში ხვდებიან "მანჩესტერ იუნაიტედს".
ბელგრადის
სერბეთი, ბელგრადი დიდი მატჩის მოლოდინში. ბელგრადის ქუჩებში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს, მათთან სტუმრად მსოფლიო გრანდი "მანჩესტერ იუნატედი" ჩადის, ბუნებრივია, ყველა აცნობიერებს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატჩია მათი საყვარელი გუნდისთვის. ბელგრადის "პარტიზანი" კარგ ფორმაში იმყოფება, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ სავო მილოშევიჩის შეგირდები და შანსი აქვთ კიდევ უფრო პოზიციის გამყარების.

მთავარი მწვრთნელი: სავო მილოშევიჩი ( 33 მატჩი , 21 მოგება, 5 ფრე , 7 წაგება ) .

მისთვის ეს პოზიცია, პირველია მის სამწვრთნელო კარიერაში, რასაც საკმაოდ კარგად ართმევს ახალგაზრდა სერბი სპეციალისტი თავს.

საყვარელი ფორმაცია: 4-2-3-1 , 4-4-2

სავო მილოშევიჩი ძალიან საინტერესო და პერსპექტიული სპეციალისტი, მას ერთგვარი ფილოსოფია აქვს, რომელიც მჭიდრო, სწრაფ, ძალისმიერ ფეხბურთს მოიცავს, ბევრი ორთაბრძოლებით.

გამორჩეული ფეხბურთელები

ბელგრადის "პარტიზანის" ფეხბურთელებზე საუბარი "წითელი ეშმაკებისთვის" კარგად ნაცნობი ზორან ტოშიჩით უნდა დავიწყოთ, რომელიც 2009 წელს შეიძინეს. მისი "მანჩესტერული" კარიერია სულ რაღაც 1 წელი გაგრძელდა, ამის შემდგომ იგი განათხოვრებული იყო "კიოლნში", ტრანსფერის სახით გადაბარგა მოსკოვის "ცეესკაში" და დღეს იგი მშობლიური გუნდის ღირსებას იცავს.

სადიქი - ასანოს დუეტი მართლად დიდ ყურადღებას იქცევს, ეს ორი შემტევი ძალიან კარგად არიან შეთამაშებულები, არც სიწრაფის და არც ტექნიკის ნაკლებობას არ განიცდიან, ეს ყველაფერი კი სავო მილოშევიჩის ტაქტიკის ძირითადი ნაწილია.

სავო მილოშევიჩი - ტაქტიკური ანალიზი

გუნდი იყენებს ევროპა ლიგის ეგიდით იყენებს, სტანდარტულ 4-4-2 -ს , მჭიდრო და მოძრავი ცენტრით, ასევე ფლანგური შეტევებით. რაც ყველაზე სახასიათოა სერბ მწვრთნელში ეს არის, ცენტრიდან გრძელი, ე.წ მცველის უკან პასები, რასაც "პარტიზანი" ხშირად იყენებს, ასანოს და სადიქის სწრაფი ჩარბენები, რომელიც მარაგდება ნაჩოს პასებით, ეს უკანასკნელი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც შესანიშნავი პირველი პასი აქვს, ზოგადათ ნაჩო ბურთთან კარგ ურთიერთობაში მყოფი ფეხბურთელია, იგი ასრულებს ყველა სტანდარტს და არის გუნდის მთავარი დირიჟორი.

ცენტრის სიმჭიდროვე მკაფიოდ ჩნდება, დაცვის დროს, როდესაც მთელი გუნდი იხევს უკან, ასევე სადიქი - ასანოს პარაც, ფლანგებზე ეხმარებიან განაპირა მცველებს და ნახევარმცველებს, ართმევის შემთხვევაში რეაქტიულად მოძრაობენ წინ, რაც საწყისია ძალიან სახიფათო კონტრშეტევების.

რითაც გამოირჩევა "პარტიზანი" ეს არის ფლანგების ხშირი ცვლა, სულ რამოდენიმე პასი ცენტრის გავლით და უკვე შეტევის ადრესატი შეცვლილია, გუნდი შეტევების ძირითად ფლანგიდან იწყებს, რაც საშუალებას იძლევა სივრცეებს წარმოქმნის. ზოგადათ, გუნდი ძალიან მოძრავია და უყვარს შეტევაში დროის გატარება.

"პარტიზანის" - ულტრასები

ბელგრადის "პარტიზანზე" საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მათ ძალიან მაგარ ფანებს, რომლებიც ყოველთვის შესანიშნავ ატსმოფეროს ქმნიან მოედანზე.

ბელგრადის "პარტიზანი" - ტაქტიკური ანალიზი
სტატიები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
23 ოქტომბერი 2019 17:47
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ეს ანალიზი მათი მატჩების მომენტების შემდეგ დავწერე, ვინაიდან არ მოიძებნება რაიმე კონკრეტული ფაქტობრივი ინოფრმაცია, თუმცა უნდა ითქვას რომ ისინი იბრძოლებენ არა 1 ქულისთვის, არამედ 3. ძალიან კარგი ფეხბურთელებით დაკომლექტებული გუნდია, ყველაფერი შეუძლიათ, დაცვაში აქვთ ხარვეზები, იმედია სწორედ ამით ვისრაგებლებთ, ნახევარ და შეტევა საკმაოდ ძლიერი ჰყავთ.
0
№2
ავტორი: Nika_Jorbe
23 ოქტომბერი 2019 17:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
საინტერესო ანალიზია.

ვნახოთ რა შემადგენლობას გამოიყვანს ოლე. სავარაუდოდ, რთული თამაში იქნება.
0
№3
ავტორი: bero123
23 ოქტომბერი 2019 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
აუ რა დღეშია გუნდი ამის დედა ცენზურა პარტიზანთანაც რო შეგეშინდება წაგების. სამწუხაროა angry
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 ოქტომბერი 2019 19:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რო ვიცი ესეც უნდა წააგონ, ამ ფრე ითამაშონ და გაიმართლონ თავი იქ თამაში რთულიაო, გეგონება საუთჰემპონში და ნიუკასლში იფრინეს, ა თუ ხო აქაც ურთულესია გასვლაზე თამაში :/
0
№5
ავტორი: bero123
23 ოქტომბერი 2019 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
ციტატა: SANDROGRIGA
რო ვიცი ესეც უნდა წააგონ, ამ ფრე ითამაშონ და გაიმართლონ თავი იქ თამაში რთულიაო, გეგონება საუთჰემპონში და ნიუკასლში იფრინეს, ა თუ ხო აქაც ურთულესია გასვლაზე თამაში :/

რას ამბობ ძმაო შენ ეხუმრები პარტიზანთან გასვლაზე თამაშს? ურთულესი მეტოქეა wink
0
№6
ავტორი: ikeoni
23 ოქტომბერი 2019 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
საინტერესო მეტოქეა
0
№7
ავტორი: Lalana
23 ოქტომბერი 2019 20:09
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ჩვენზე სამით მეტი გოლი კი აქვთ გატანილი და მთლად ნუ ეხუმრებით :დ რას ვიფიქრებდი ამ ჯგუფში თუ მეორე ადგილზე ვიქნებოდით და ასტანასთან ისე უნიათოდ გამოვიდოდით.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
23 ოქტომბერი 2019 21:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: bero123
ციტატა: SANDROGRIGA
რო ვიცი ესეც უნდა წააგონ, ამ ფრე ითამაშონ და გაიმართლონ თავი იქ თამაში რთულიაო, გეგონება საუთჰემპონში და ნიუკასლში იფრინეს, ა თუ ხო აქაც ურთულესია გასვლაზე თამაში :/

რას ამბობ ძმაო შენ ეხუმრები პარტიზანთან გასვლაზე თამაშს? ურთულესი მეტოქეა wink

ამ მსგომარეობდე რო მიგვიყვანა მანჩესტერმა ესაა პრობლემა :) თამაშამდე ვეგუებით წაგებას, შეიძლება ბელგრადში თამაში რთულია მარა ამათ უბრალოდ მიზეზად ექნებათ ეგ, უფრო ისაა საკითხავი ამ ფორმაციის გუნდისთვის სადაა ადვილი თამაში, ალბათ ინგლისის მესამე დივიზიონოს გინდთანაც გაუჭირდებათ გასვლაზე.
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
24 ოქტომბერი 2019 01:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3192
მოდით ყოველი თანაშის წინ შევთანხმდეთ დავთქვათ რომელი გუნდის შემადგენლობა ჯობია,მოწინაათმდეგის თუ ჩვენი.ამას იმიტომ ვამბობ რომ მერე ფეხბურთელებს არ ვაბრალოთ.
ხოდა ამ თამაშის წინ მე ვამბობ რომ ჩვენი შემადგენლობა ბევრად აღემატება პარტიზანისას.
ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ აი ყველა თამაშის წინ დავწერ რომ მერე არ დაავიწყდეს არავის თუ ვის ვეთამაშებოდით.მე სულ დავსვამ კითხვას: რომელი გუნდის შემადგენლობა ჯობია?
ხოდა ყველამ საკუთარი აზრი დაწერეთ

უამრავი აი უამრავი მაგალითი შემიძლია დავწერო,რომლითაც ვაჩვენებ ნებისმიერს რომ ის შემადგენლობა რაც გვყავს,ამ ფეხბურთს არ უნდა თამაშობდეს და პლიუს ამას შედეგსაც უნდა დებდეს მეტოქეზე უკეთესს.
ახლა ახსნას ვინმემ,თუ რატომაა რომ ლივერთან შეგვიძლია მონდომებით ვითამაშოთ და დანარჩენთან ჩავიჯვათ
0
№10
ავტორი: Lalana
24 ოქტომბერი 2019 10:40
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
მოდით ყოველი თანაშის წინ შევთანხმდეთ დავთქვათ რომელი გუნდის შემადგენლობა ჯობია,მოწინაათმდეგის თუ ჩვენი.ამას იმიტომ ვამბობ რომ მერე ფეხბურთელებს არ ვაბრალოთ.
ხოდა ამ თამაშის წინ მე ვამბობ რომ ჩვენი შემადგენლობა ბევრად აღემატება პარტიზანისას.
ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ აი ყველა თამაშის წინ დავწერ რომ მერე არ დაავიწყდეს არავის თუ ვის ვეთამაშებოდით.მე სულ დავსვამ კითხვას: რომელი გუნდის შემადგენლობა ჯობია?
ხოდა ყველამ საკუთარი აზრი დაწერეთ

უამრავი აი უამრავი მაგალითი შემიძლია დავწერო,რომლითაც ვაჩვენებ ნებისმიერს რომ ის შემადგენლობა რაც გვყავს,ამ ფეხბურთს არ უნდა თამაშობდეს და პლიუს ამას შედეგსაც უნდა დებდეს მეტოქეზე უკეთესს.
ახლა ახსნას ვინმემ,თუ რატომაა რომ ლივერთან შეგვიძლია მონდომებით ვითამაშოთ და დანარჩენთან ჩავიჯვათ

ნამდვილდ კარგი აზრია.ისე გუშინ ხომ არ გიყურებია ლაიფციგის თამაშს?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top