თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2019, 11:05
ავტორი: Lalana,
ნანახია: 2825,
კომენტარები: 14
სალმანი "იუნაიტედითაა" დაინტერესებული
საუდის არაბეთის პრინცი "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენითა დაინტერესებული.
სალმანი
როგორც მოგეხსენებათ საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დაინტერესებულია "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენით. მან რამოდენიმე ხნის წინ სცადა გლეიზერების დაყოლიება,რომ მიეყიდათ ინგლისური კლუბი,მაგრამ მუჰამედმა უარი მიიღო.

გლეიზერები 2005 წლიდან არიან "იუნაიტედის" მფლობელები,მათ ასევე შესყიდული აქვთ ამერიკული ფეხბურთის გუნდი Tampa Bay Buccaneers.

Mirror-ის ცნობით საუდის პრინცმა გლეიზერებს თავის დროზე 3 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა, მაგრამ ეს შემოთავაზება მათ უარყვეს.ახლახან კი კევინ გლეიზერმა New York-ის საფონდო ბირჟაზე კლუბის 13 პროცენტიანი წილი გამოყო,ეს კი სიგნალი იყო კლუბის პოტენციური მყიდველებისთვის.

გლეიზერებმა თავის დროზე "იუნაიტედი" 1.4 მილიარდ დოლარად შეისყიდეს, ახლა კი ისინი ცდილობენ გუნდი დაახლოებით 4 მილიარდ დოლარად გაყიდონ.

ასევე უნდა შეგახსენოთ, რომ საუდის არაბეთის პრინცის წარმომადგენლებმა,თავის დროზე უარყვეს მათი მხრიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" შესყიდვის მცდელობა და ამ ყველაფერს სიცრუე უწოდეს.

წყარო:RT.com
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 ოქტომბერი 2019 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11437
იმედია დაიყოლიებს და გაყიდიან რა
0
№2
ავტორი: giorgi_mg
21 ოქტომბერი 2019 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დარწმუნებული ვარ ფერგი და ძველი თაობის სხვა ადამიანები, ვინც საბჭოში არიან, წინააღმდეგები იქნებიან არაბების მოსვლით.
1
№3
ავტორი: zura_10
21 ოქტომბერი 2019 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ეჰ რა დებილი გუნდია მან უ
0
№4
ავტორი: ikeoni
21 ოქტომბერი 2019 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11437
ციტატა: giorgi_mg
დარწმუნებული ვარ ფერგი და ძველი თაობის სხვა ადამიანები, ვინც საბჭოში არიან, წინააღმდეგები იქნებიან არაბების მოსვლით.

სადაც მივიდნენ ყველგან გუნდი გააკეთეს და რატო უნდა იყო წინააღმდეგი აბა ესენი ჯობია??
0
№5
ავტორი: setera
21 ოქტომბერი 2019 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
სხვა გამოსავალი არაა, უნდა გაიყიდოს აუცილებლად. დღევანდელ ფეხბურთში კარგ მწვრთნელთან ერთად ფულია საჭირო, ფული კი არაბებს აყრიათ. ამას ეხლა ნაღდად არ აქვს იმის ინტერესი რომ კიდევ მეტი იშოვოს, მოყრის ვარსკვლავებს და იკაიფებს. არც ჩვენ გვაწყენს ისევ ვარსკვლავების და ძლიერი გუნდის ყურება. გლეიზერებს რომ ფეხბურთი აინტერესებდეთ იმხელა რესურსი აქვთ რომ აქამდე წამოცმული უნდა ქონდეთ ყველა გუნდი და თასი მაგრამ, პიზდეცი გააჩინეს თავის **** ვუდვორდიანათ.

თუ გადაწყვიტეს რომ უნდა გაყიდონ, მაგრად კიდიათ ეგ ფერგიუსონი თავის საბჭოიანად. ან რატომ უნდა იყვნენ წინააღმდეგი, მე-13 და მე-14 ადგილზე რომ უყურებენ გუნდს ეგ ჯობია? სადაც მივიდნენ ყველგან გუნდი გააკეთეს, იმიტომ რომ შედეგი უფრო აინტერესებთ ვიდრე ფული.
0
№6
ავტორი: GEORGE22
21 ოქტომბერი 2019 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
საერთოდ არ მაქვს პრეტენზია არაბების მოსვლასთან დაკავშირებით,პირიქით მგონია რომ როცა ისეთ უისტორიო კლუბებს როგორებიც სიტი და პსჟ არიან ისეთ ყურადღებას უთმობენ,მანჩესტერს რომ მაგდენი ყურადღება დაუთმო ახლა უკვე გადავლილი ექნება ყველასთვის ყველა ტურნირზე.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
21 ოქტომბერი 2019 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: ikeoni
ციტატა: giorgi_mg
დარწმუნებული ვარ ფერგი და ძველი თაობის სხვა ადამიანები, ვინც საბჭოში არიან, წინააღმდეგები იქნებიან არაბების მოსვლით.

სადაც მივიდნენ ყველგან გუნდი გააკეთეს და რატო უნდა იყო წინააღმდეგი აბა ესენი ჯობია??

არა, ესენი არ ჯობია და მეც მირჩევნია არაბები, მაგრამ მაგ ძველი ყაიდის და ტრადიციების მოტრფიალე ხალხი ასე მგონია წინააღმდეგები იქნებიან.
ესენი რომ მოვიდნენ, ვუდვორდიდად დაწყებული საბჭოთი გაგრძელებული ყველას დაიქნევენ გუნდიდან, მე პირადად წლებია იმას ვნატრულობ ამ პრინცმა ან რომელიმე პრინცმა (რა მნიშვნელობა აქვს რომელი იქნება) იყიდოს გუნდი.
0
№8
ავტორი: tupaca
21 ოქტომბერი 2019 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
იყო დრო მეც წინაღმდეგი ვიყავი შეიხების და მილიარდერების ფეხბურთში მაგრამ ეხლა შეიცვალა დრო და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ საუდის პრინცს მანჩესტერის სათავეში.
ამერიკელებისთვის მანჩესტერი მეწველი ძროხაა, ამათთვის კიდე პრესტიჟი და ახალი გასართობი ტიპები ფულზე საერთოდ არ ფიქრობენ და ყვებიან გუნდს ზედ,
სიტიც და პესეჟეც კარგი გუნდები არიან და რაც აკლიათ გრანდობამდე ეს ტრადიციებია რასაც ფულით ვერ იყიდი :))
ჩვენ გუნდს კიდე ისეთი ტრადიციები და ისტორია აქვს თითზე ჩამოსათვლელი გუნდები თუ მოვლენ ჩვენთან,
ასე რომ ამან თუ მანჩესტერი იყიდა წარმოდგენაც კი მზარავს როგორ დაერხევა ყველას :D
0
№9
ავტორი: ikeoni
21 ოქტომბერი 2019 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11437
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: ikeoni
ციტატა: giorgi_mg
დარწმუნებული ვარ ფერგი და ძველი თაობის სხვა ადამიანები, ვინც საბჭოში არიან, წინააღმდეგები იქნებიან არაბების მოსვლით.

სადაც მივიდნენ ყველგან გუნდი გააკეთეს და რატო უნდა იყო წინააღმდეგი აბა ესენი ჯობია??

არა, ესენი არ ჯობია და მეც მირჩევნია არაბები, მაგრამ მაგ ძველი ყაიდის და ტრადიციების მოტრფიალე ხალხი ასე მგონია წინააღმდეგები იქნებიან.
ესენი რომ მოვიდნენ, ვუდვორდიდად დაწყებული საბჭოთი გაგრძელებული ყველას დაიქნევენ გუნდიდან, მე პირადად წლებია იმას ვნატრულობ ამ პრინცმა ან რომელიმე პრინცმა (რა მნიშვნელობა აქვს რომელი იქნება) იყიდოს გუნდი.

ბაზარი არაა
0
№10
ავტორი: Smoke - N
21 ოქტომბერი 2019 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
მე რატომღაც დიდი ტყუილი მგონია ეს სტატია და ვაბშე ეს ისტორია გაყიდვასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი უსაქმური ჟურნალისტიბის მოგონილია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top