თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2019, 12:53
ავტორი: Lalana,
ნანახია: 1565,
კომენტარები: 5
ჯეიდონ სანჩოს ხუთი ალტერნატივა
ჯეიდონ სანჩოს ხუთი ალტერნატიული ვარიანტი მანჩესტერისთვის.
ჯეიდონ სანჩოს ხუთი ალტერნატივა
არახალია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს "ბორუსიელთა" მარჯვენა გარემარბი ჯეიდონ სანჩო.

როგორც ვიცით, ის 2017 წელს "მანჩესტერ სიტიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადაბარგდა,რის შემდეგაც შესანიშნავი პროგრესი აჩვენა და დღეს-დღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა შემტევია.

ზუსტად მისმა ასეთმა კარგმა თამაშმა მიიპყრო ინგლისელთა თავკაცის, გარეთ საუთგეიტის ყურადღებაც და მას ინგლისის ნაკრებშიც ჰქონდა უკვე დებიუტი.

MEN Sport- ის ცნობით "მანჩესტერის ბოსები" ეურო 2020 წლის დაწყებამდე აპირებენ სანჩოს შეძენას, მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ მისი შეძენა არც თუ ისე მარტივი იქნება, ამიტომაც უკვე ეძებენ ალტერნატიულ ვარიანტებს, რის შედეგადაც ხუთი ფეხბურთელი გამოიკვეთა. ესენი არიან:ფედერიკო კიეზა "ფიორენტინადან", ფლორიან ტაუვინი "მარსელიდან", ჩენგიზ უნდერი "რომადან", სამუ ჩუკვეზე "ვილიარეალიდან" და ბოლოს "დინამო კიევიდან" ვიკტორ თსიანკოვი.
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 ოქტომბერი 2019 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
კიეზა ძაან მაგარია ბიჭია
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 ოქტომბერი 2019 13:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სანჩო კარგი ფეხბურთელია მარა ჩვენთან მაინც გაუჭირდება ასე მგონია, 4-5 ახალ ძლიერ ფეხბურთელთან ერთად უფრო კარგად ითამაშებს, და ამ მოცემულობით რაც დღესაა, მარტო სანჩოს მიმატება სიტყვაზე დიდი ვერაფერი ცვლილება იქნება, ესეც ისე ირბენს, როგორც მატა და ლინგარდი მარჯვნივ და არამგონია განსაკუთრებული სხვაობა შექმნას.
0
№3
ავტორი: setera
17 ოქტომბერი 2019 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
ზამთარში ფორვარდი მოიყვანონ, ეს მაინც ზაფხულის თემებია. მართლა ბოთეები ესენი, მანჯუკიჩიო გაიძახიან და აგერ კავანია ხელმისაწვდომი. მაგას თუ ათი თავით არ ჯობდეს და მთელ ჩვენს წინა ხაზს უნამუსო ვიყო. არც ისე დიდია, (32). მინიმუმ 3-წელი კარგად იყომარებს.
0
№4
ავტორი: giorgi_mg
18 ოქტომბერი 2019 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვიღაც თენგიზები და ვალოდიები არ გვინდა, თუმცა ოლეს ვაფშე რა უნდა ეგ ვერ გავიგე. ჯერ ახალგაზრდებიო, მერე გამოცდილებიო, ჩამოყალიბდი...
0
№5
ავტორი: Nika_Jorbe
18 ოქტომბერი 2019 10:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ვილიანი და დუგლას კოშტა. ეს ორი ძალიან მოუხდებოდა გუნდს ამ შემთხვევაში. გამოცდილი და ფიზიკურად ძალიან ძლიერებია ორივე. რატო ეძებენ ისეთს, ვინც 50/50ზეა, ვერ ვხვდები, ან გაამართლებს ან არას თემაა რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top