რიო ფერდინანდი თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოსებმა ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნისას იცოდნენ, რომ მისი მართველობის დასაწყისში უამრავი ჩავარდნა იქნებოდა.
"მანჩესტერში კარგად იციან, რომ ეს სიტუაცია არც თუ ისე მარტივად გამოსასწორებელია და ერთ ღამეში ვერ მოგვარდება.
ეს გზა ნამდვილად არ იქნება მარტივი გასავლელი, შეგვხვდება უამრავი დაბრკოლება და ტკივილი.მათ დაიწყეს ახალგაზრდებით გუნდის აშენება, რომელსაც დრო ჭირდება, ამიტომაც ვერ ვხედავ იმის საბაბს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს მწვრთნელი.
ძალიან გამიკვირდება, თუ გავიღვიძებ, გავხსნი გაზეთს, ან აპკლიკაციას და წავიკითხავ, რომ ის ასე მალე გაუშვეს."
მოგეხსენებათ, რომ რვა ჩატარებული მატჩის შემდეგ "იუნაიტედი" ცხრა ქულით მეთორმეტე ადგილზეა და გასავარდნ ზონას სულ რაღაც ორი ქულა აშორებს.