თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2019, 12:55
ავტორი: Lalana,
ნანახია: 1540,
კომენტარები: 8
ჟოზე ფრედის ყიდვის წინააღმდეგი იყო
The Athletic-მა ჟოზე მოურინიოსა და ფრედის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ჟოზე ფრედის ყიდვის წინააღმდეგი იყო
როგორც მოგეხსენებათ 2018 წლის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს "იუნაიტედის" ერთ-ერთი შენაძენი ფრედი იყო, რომელშიც "წითელმა ეშმაკებმა" საკმაოდ სოლიდური თანხა, 52 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ამ პერიოდში მანჩესტერულმა კლუბმა ასევე შეიძინა მეკარე ლი გრანტი და "ბენფიკადან" მარჯვენა მცველი დიეგო დალო. The Athletic-სი კი საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ფრედის ტრანსფერთან დაკავშირებით.
მათი თქმით ჟოზე მოურინიო არ იყო დაინტერესებული ბრაზილიელი ნახევარმცველის შეძენით, ამ ტრანსფერის განხორციელება ედ ვუდვორდს სურდა, იმის და მიუხედავად, რომ ჟოზეს შეეძლო ამ ტრანსფერისთვის ვეტოს დადება,ამავდროულად იმასაც აცნობიერებდა, რომ ფრედის არ მოყვანის შემთხვევაში ის საერთოდ ვეღარ მიიღებდ ნახევარმცველს.

იმის და გათვალისწინებით,რომ "იუნაიტედს" ნახევარდაცვაში, საკმაოდ დიდი პრობლემები ჰქონდა, ჟოზემ გადაწყვიტა ვუდვორდის ახირებისთვის მხარი დაეჭირა, რის შედეგადაც შედგა შახტარიდან ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი.
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
17 ოქტომბერი 2019 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
კაროჩე რა ვერ გაიგებ რა ხდება
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
17 ოქტომბერი 2019 13:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც მგონია რო ფრედი სიტიში გაცილებით უკეთესად ითამაშებდა, მთლად თავის ბრალიც არაა ასეთი უნიათო თამაში, ჩვენთან ხო უკვე ტრადიციაა - ყველა იკარგება და ვერავინ ვერ თამაშობს.
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
17 ოქტომბერი 2019 19:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
სტატიის სათაური ასეც შეიძლებოდა: "მოურინიოს ფრედი ჩაუდეს":))
მოურინიო კი ამბობდა თავისთვის:"რა შევუკვეთე და რა ჩამომივიდაო":))

Lalana მადლობა რომ აქტიურობ და გამოცოცხლდა საიტი
0
№4
ავტორი: Lalana
17 ოქტომბერი 2019 22:51
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
სტატიის სათაური ასეც შეიძლებოდა: "მოურინიოს ფრედი ჩაუდეს":))
მოურინიო კი ამბობდა თავისთვის:"რა შევუკვეთე და რა ჩამომივიდაო":))

Lalana მადლობა რომ აქტიურობ და გამოცოცხლდა საიტი

არაფრის,რისი მადლობა.შემდგომში შევეცდები შეცდომები გამოვასწორო და ისე მოგაწოდოთ სტატიები.
სათაურზე კი გეთანხმები,ერთი-ერთში შეესაბამება.ოღონდ სიტიმ არ იყიდოს თემა იყო,ზუსტად მასე მოხდა სანჩესზეც :დ
0
№5
ავტორი: giorgi_mg
18 ოქტომბერი 2019 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პოგბა უნდა გაგვეყიდა და ნორმალური ორი ნახევარმცველი შეგვეძინა. ეხლა რა ხდ3ბა? პოგბა შეგვრჩა ხახვივით და ოლეც შეგვეტენა. არ შეიძლება ფეხბურთელი უფრო წინ დააყენო ვიდრე მწვრთნელი. მენეჯმენტი გვყავს 0
0
№6
ავტორი: Nika_Jorbe
18 ოქტომბერი 2019 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
მანჩესტერ იუნაიტედია თუ ქობულეთის შუქურა ? ეს ვუდვორდი ხოარ აკიმარებს, ბოლო ბოლო ყველა გზა მასთან მიდის. ან 1-2 მილიონზე წუწუნებს, ან არადა რაღაც გაუგებრობებშია ვეჩნად
0
№7
ავტორი: Lolasha
18 ოქტომბერი 2019 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ციტატა: giorgi_mg
პოგბა უნდა გაგვეყიდა და ნორმალური ორი ნახევარმცველი შეგვეძინა. ეხლა რა ხდ3ბა? პოგბა შეგვრჩა ხახვივით და ოლეც შეგვეტენა. არ შეიძლება ფეხბურთელი უფრო წინ დააყენო ვიდრე მწვრთნელი. მენეჯმენტი გვყავს 0


პოგბაზე გეთანხმები. სავიჩი და ფერნანდეში მოგვივიდოდა პობას მაყუთით, მარა ოლეზე ჯერ ნუ ვიჩქარებთ. ეს არაა ჯერ მაგ კაცის გუნდი. თავისი ფეხბურთელები რო ეყოლება მერე ვაკრიტიკოთ და ვაქოთ
0
№8
ავტორი: stepno
19 ოქტომბერი 2019 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბატონო კახი გვეშველება რამე??
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top