თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2019, 13:00
ავტორი: Silver,
ნანახია: 1683,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" ახალ სპონსორს ეძებს.
კლუბს "შევროლეტთან" კონტრაქტი უმთავრდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" აქტიურად ეძებს მაისურის ახალ სპონსორს, რადგან "შევროლეტთან" გაფორმებული კონტრაქტი 2020/2021 წლის სეზონის დასასრულს უმთავრდება. ჯერჯერობით ვერც ერთი მხარე შეთანხმებას ვერ ახერხებს. 7-წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კლუბი ახალ მთავარ სპონსორს მოძებნის, თუმცა ეშმაკებს კვლავ სურთ ამერიკულ კომპანიათან თანამშრომლობა.

ედ ვუდვორდი ამასთან დაკავშირებით აცხადებს: "იუნაიტედს" მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ისინი ყოველთვის წარმატებას მოითხოვენ. წარმატება კი ტიტულების მოგებას ნიშნავს. ეს ჩვენი მიზანია და არასდროს შეცვლილა. ჩვენი პროგრესი ბიზნესის მხრივ, საფუძველს უყრის უფრო დიდ ინვესტიციას ფეხბურთში".

ამჟამინდელი კონტრაქტი 2012 წელს დაიგეგმა და ოფიციალურად 2014 წელს გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, "იუნაიტედი" ყოველ სეზონში 50 მილიონ ფუნტს იღებს.


წყარო: Manchester Evening News
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
17 ოქტომბერი 2019 13:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არცაა გასაკვირი რო შევროლეტს აღარ სურს გრძელვადიანი კონტრაქტი
0
№2
ავტორი: Lalana
17 ოქტომბერი 2019 13:33
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
გუნდის შედეგების და მიხედვით რა თქმა უნდა,აღარაა მათვის სარფიანი მანჩესტერთან თანამშრობლობა,ვარსკვლავებიც არ თამაშობენ ამ გუნდში და იუნაიტედის აქციების ფასიც ძალიან დაეცა,ამიტომ რთული იქნება ნომალური სპონსორის შოვნა.
0
№3
ავტორი: ikeoni
17 ოქტომბერი 2019 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
არაუშავს მოიძებნება ახალი სპონსორი
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
17 ოქტომბერი 2019 15:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ეგერ მიდით გაზპრომი წამოგყვებათ.აეროფლოტი ხო გყავთ სპონსორად.ამის დედა ვატირე თურქიშის მერე აეროფლოტი რო ვნახე კინაღამ წნევამ დამარტყა მაშინ ახლა გაზპრომი მოიყვანეთ და რუსეთის ჩემპიონატის ვარსკვლავებსაც შემოგვტენიან და შალკე 2 გავხდებით
0
№5
ავტორი: giorgiginturi
17 ოქტომბერი 2019 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
შეგზიზღდება ფეხბურთი უკვე...
ეხლა გინდა ბაკურიანმა უსპონსოროს )))
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
17 ოქტომბერი 2019 19:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: giorgiginturi
შეგზიზღდება ფეხბურთი უკვე...
ეხლა გინდა ბაკურიანმა უსპონსოროს )))

იკაიფე ნაბეღლავი რო გაიჩითოს სპონსორად და მაისურზე "ბუღა" რო ეწერებათ :))

Silver მადლობა რომ აქტიურობ თორე შემოსვლაც შეგეზარება საიტზე კაცს.მადლობა ყველას ვინც წერთ სტატიებს თორე საკუთარ თავთან ფიქრი მთლად გაგაგიჟებს კაცს:)
3
№7
ავტორი: stepno
19 ოქტომბერი 2019 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უფრსკულისკენ მივექანებით ქვია ამას :)
0
№8
ავტორი: onlyred
20 ოქტომბერი 2019 11:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
კარგია იმ მხრივ რომ გაიაფდება გუნდის ფასი და ეს გლეიზერები წავლენ იმედია ❤
ვუდვორდს რო აღარავინ გააჩერებს ფაქტია

კარგია იმ მხრივ რომ გაიაფდება გუნდის ფასი და ეს გლეიზერები წავლენ იმედია ❤
ვუდვორდს რო აღარავინ გააჩერებს ფაქტია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top