თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2019, 13:06
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2239,
კომენტარები: 9
ალეგრი ინგლისში სამუშაოდ ემზადება
სპეციალისტს პრემიერლიგური გრანდის გაწვრთნა სურს.
ალეგრი ინგლისში სამუშაოდ ემზადება
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს პრესა რომელიც იწერება, რომ ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი მენეჯერი მასიმილიანო ალეგრი ინგლისურ ენას აქტიურად სწავლობს. როგორც ჩანს, "ბებერი ქალბატონის" ყოფილ დამრიგებელს პრემიერლიგური გრანდის ჩაბარება სურს.

კერძოდ, ისეთი ცნობილი გამოცემა როგორიც The Guardian-ია, აღნიშნავს, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ალეგრის "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა აქვს განზრახული. ალეგრი, ოლე გუნარ სოლსკიაერის პოტენციურ შემცვლელად მიიჩნევს თავს.

შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა, ამ მომენტისთვის მხარდაჭერას უცხადებს ნორვეგიელ სპეციალისტს და მის გაშვებას არ გეგმავს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ არასასურველი შედეგების დაფიქსირება განაგრძო კლუბმა, "იუნაიტედი" სოლსკიაერის შემცვლელი მწვრთნელების "შორთ-ლისტში" მასიმილიანო ალეგრისაც ხედავს.

თუმცა, ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში სადაც, ლონდონის "ტოტენჰემი" ნიკო კოვაჩის "ბაიერნს" დაუპირისპირდა, მასიმილიანო ალეგრი მოედნის ტრიბუნიდან ადევნებდა აღნიშნულ მატჩს თვალყურს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იტალიელს გეგმაში არამხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერობა აქვს, არამედ ლონდონური კლუბისაც.
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
3 ოქტომბერი 2019 13:13
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სოლსკიაერს დრო აუცილებლად მიეცემა, ეს ნათელია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარასაც გამოაყენებინებენ, თუ გვინდა ნოვატორი ახალგაზრდა მწვრთნელი აგერ კი ბატონო ნაგელსმანი, მივცეთ დრო სოლსკიაერს და თუ ყველაფერის თავის ადგილზე არ დაბრუნდა ვიჩალიჩოთ ზაფხულში ნაგელსმანის მოყვანაზე. ფაქტია, რომ პოჩეტინოს დიდი ხნით არ დატოვებენ, ალეგრი შეცვლის მას დიდი ალბათობით, რაც შეეხება პოჩეტინოს ეგ რეალის კაცი მგონია. მოურინიო კი არის პერესის გეგმებში მაგრამ პოჩეტინოს გამოჩენა ალბატ უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილების მიღებას. ვნახოთ, იქნებ პოჩეს სეზონის ბოლომდე დაცალდეს და შემდეგ ჩვენ გვქონდეს შანსი მოვიყვანოთ. დიდი საიმოვნებით ვიხილავდი პოჩესაც ოლდ ტრაფორდზე. ნუ ამაზე საუბრები ჯერ ადრე მგონია მაგრამ მაინც. სრული მხარდაჭერა მხოლოდ ოლე გუნარს ამ ეტაპზე ჩემგან და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
0
№2
ავტორი: Lalana
3 ოქტომბერი 2019 13:58
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
იმის და მიუხედავად რომ ძალიან მომწონს ალეგრი,მაინც არ ჯდება ამ გუნდის სტილში,ამიტომ თუ ოლეს შემცვლელის მოყვანა იქნება საჭირო პირველ რიგში პოჩეზე,ნაგელსმანსა და ტენ ჰააგის გადმობირებას უნდა შეეცადონ.
2
№3
ავტორი: SANDROGRIGA
3 ოქტომბერი 2019 14:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოლეს ჯერ არ გაუშვებენ და ამ ეტაპზე სწორი არც იქნება მაგის გაშვება მარა როგორი ზარ-ზეიმით მოიყვანეს და რა პერსპექტივითაც არამგონია ეგეთივე განწყობით იყოს დღეს გუნდში, ამიტო მალე იქნება საზრუნავი ახალი მწვრთნელი, ასე თუ გაგრძელდა.
0
№4
ავტორი: kaja
3 ოქტომბერი 2019 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ესენი მაგრად აჟუილებენ რა ალეგრი... 2 დღეში უნდათ რო ოლემ ყველაფერი მოიგოს... 2 წელი მაინც უნდა აცადონ ჩემი აზრით ! ფერგიუსონის კარიერის დასაწყისი მანჩესტერში თუ ვინმეს გახსოვთ კატასტროფული ქონდა და გაგდებას არაერთხელ უპირებდნენ მაგრამ საბოლოოდ ყველამ ვიცით რა როგორც მოხდა....
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
3 ოქტომბერი 2019 16:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ზამთარი იქნება კრიტიკული ოლესთვის.უფრო სწორად 2 თამაში განსაზღვრავს ოლეს ბედს: ლივერპულთან და სიტისთან
2
№6
ავტორი: giorgi_mg
3 ოქტომბერი 2019 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
არსენა ან ტენ ჰაგი აქედან რომელიმე მინდა, თუმცა ჯერ ოლეს გაშვებაზე საუბარი ზედმეტია რაც არ უნდა ცუდი შედეგი ჰქონდეს.
თუ აძლევენ შანს რომ ააწყოს გუნდი, მაშინ ბოლომდე უნდა დარჩნენ პრინციპულები სულ რომ მე 15_ე ადგილზე ვიყოთ.
0
№7
ავტორი: ikeoni
3 ოქტომბერი 2019 17:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ოლე თუ გაუშვეს ტენ ჰააგიც მაგარი ვარიანტიაა
1
№8
ავტორი: wiking
3 ოქტომბერი 2019 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ისეთი მწვრთნელი გვინდა ვინც ახალგაზრდებს შანსს მისცემს, რისკიანი იქნება, თუმცა კი ოლე შანსს იმსახურებს,
1
№9
ავტორი: David_Beckham7
3 ოქტომბერი 2019 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
კაით ხალხო რას ამბობთ ერთი თამაშით ისმევთ ხაზს წლების ნაშენებს და მიხწევებს? რა გუნდი დააყენა პოჩემ. ამ წელა მოუყვანეს თორე მანამდე რამდენი ხანი ტრანსფერიც არ გაუკეთებიათ და არსებული რესურსით რამდენი წელია მოწინავე ადგილებს იკავებს პრემოერლიგაში. როცა დორტმუნდი და რეალი ყავდა ჯგუფში თუ გწხსოვს დასცინოდმემ და რეალსაც მოუგო გავიდა. ფინალი ითამაშა. 2-7 კი არა 2-15 რო წაეგო ფეხბურთი არ უნდა იცოდე ამით რო იმსჯელო მხოლოდ. პრემიერ ლიგა იცის უკვე კარგქდ და წარმოიდფინეთ ჩვენი რესურსების კლუბში რა გუნდს დააყენებდა. მომავალ წელს თუ ოლემ ძაან ცუდი შედეგი დადო და გაუშვეს პოჩეს მოსვლა ყველაზე მეტად გამიხარდება და წაადგება გუნდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top