თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2019, 14:32
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1878,
კომენტარები: 7
ოლე: "ასეთ დროს უმჯობესია, მოგვიანებით დააფიქსირო თამაშგარე"
სოლსკიაერმა "არსენალთან" მატჩი შეაფასა.
ოლე:
პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის დასკვნითი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" შედგა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" "არსენალმა" ქულები გაიყვეს.

პირველი ტაიმის მიწურულს მაკტომინეის შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გახსნა. ობამეიანგმა ანგარიშის გათანაბრება 58-ე წუთზე შეძლო. გაბონელმა ფორვარდმა "იუნაიტედის" მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.

"გოლის მომენტში ეშლიმ გვერდით მსაჯს გახედა და ალამი აწეული რომ დაინახა, ყოყმანი დაიწყო. თუმცა, დაბლოკვაზე თამაში შეეძლო, რაც დავიდს დაეხმარებოდა. ახლა ამაზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან მათ იდეალური გოლი გაიტანეს, მაგრამ მსაჯს ალამი არ უნდა აღემართა. ამან მთელ სიტუაციაზე იქონია გადაწყვეტილება და როცა ასეთი ვითარებაა, უმჯობესია მოიცადო და მოგვიანებოთ დააფიქსირო თამაშგარე.

ბევრი რამ იყო ამ მატჩში ისეთი, რაც თავდაჯერებულობას მძენს. შეგვიძლია, ვილაპარაკოთ თამაშზე, მაგრამ მხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა. თქვენ კი ილაპარაკეთ შედეგზე, მე ვისაუბრებ შვიდიდან ექვს კარგად ჩატარებულ მატჩზე. "ვესტ ჰემი" არის გამონაკლისი, მაგრამ არც იმდენად ცუდი, რამდენადაც თქვენ ამბობთ"
- განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
1 ოქტომბერი 2019 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მართალია, რა დონის გუნდიც არის იმის მიხედვით კიდე კარგ თამაშს ვაჩვენებთ, უბრალოდ წინა სტატიაშიც რაც დავწერე, გოლი ვერ გაგვაქვს და ეგარის პრობლემა, არარის იდეალური ხარისხის თამაში მარა არც ისეთი ცუდია როგორიც ერთი შეხედვით ჩანს, ყველა მატჩში ლიდერები ვიყავით ბურთი გვეკავა, მაგრამ გოლის გატანის პრობლემა გვაქ, რეში რასაც აკეთებს მაგას განვითარება კიარა დეგრადირება ქვია, ამ ასაკში ფეხბურთელი უნდა იხოდებოდეს ყოველდღე უფრო მეტად და ეს უკლებს თამაშს, არადა ერთ დროს მართლა მეგონა რო მსოფლიო დონის იგროკი გახდებოდა
1
№2
ავტორი: ikeoni
1 ოქტომბერი 2019 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Mag msajis deda ..me
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
1 ოქტომბერი 2019 19:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც გაიტანდა ობამეიანგი, მსაჯზე აპელირება არ ღირს ჩემი აზრით.
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
1 ოქტომბერი 2019 20:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
"თქვენ კი ილაპარაკეთ შედეგზე, მე ვისაუბრებ შვიდიდან ექვს კარგად ჩატარებულ მატჩზე"
რა ყოფილა თურმე მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის პოზიცია,რომ დაინიშნები მერე მარტო შენ გეჩვენება კარგ მატჩად საზიზღრად ნათამაშები თანაში.ოლე მოუს გზას ადგახარ როგორც ეტყობა აბა სად ნახე 6 კარგად ჩატარებული მატჩი.ან რას ეწევი ისიც გაგვიმხილე.კიდე მსაჯზე დაბრალება იმისა რო გოლი გაგვივიდა ძალზედ სუსტი ქცევაა და ვის ვის და შენ ნაღდად არ შეგეფერება
0
№5
ავტორი: ILoveUtd
1 ოქტომბერი 2019 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 316
დაველოდოთ ზამთრის ტრანსფერებს, დადებს ეს კაცი შედეგს.. თქვენ რა გინდათ რო 1 წელში ლივერპულს გადავასწროთ? ან რას ითხოვთ ამ სასტავით მეტს? იმ სირმანჯო შეფობამ თუ ფული არ გამოყვეს და თავდამსხმელი და ნახევარმცველი არ უყიდეს თვითონ შევიდეს მოედანზე? მესმის რო ყველას გვინდა ვნახოთ ის რაც გვინდა მარა რეალობას თვალი გაუსწორეთ და მოთმინება იქონიეთ.
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
2 ოქტომბერი 2019 00:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აგერაა ზამთარიც და არაფერ დიდ ცვლილებას არ ველი.შეიძლება საერთოდ არც არავინ იყიდონ.აი ძალიან მაინტერესებს როცა ამბობთ აცალეთ ამ კაცსო,წლის ბოლოს რომ ლიგოს გარეშე დავრჩეთ მერე რას ფიქრობთ ამ გუნდში ვინმეს საერთოდ მოსვლა ენდომება?თუ ვესთ ჰემის დონეზე თამაშს თვლით შედეგად კი ბატონო 2წელში მაქამდე მივალთ
1
№7
ავტორი: MANCHESTERA99
2 ოქტომბერი 2019 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
Nu gundshi ragac xdeba paqtia, oles unda dro, chemi azrit ole swor gzas adgas, fredi maktominei mgonia scori archevani da pogba kide win waweuli. Reshi martla degradirdeba, aris nateli wertilebi magram kide bevri samushao chasatarebeli, nu lingardi rom agaraa gamosakvani iasnia.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top